სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1459
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიში

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2013  წლის  ანგარიში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე

 

          სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმოგიდგენთ 2013 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე.

          სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2013 წლის განმავლობაში  საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 32 განცხადება. 32 განცხადებაში მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–40 მუხლით დადგენილ ვადაში.

           საჯარო ინფორმაციაში შეწორების შეტანის შესახებ არ შემოსულა არც ერთი მოთხოვნა.

          საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის შესაბამისად, ინფორმაცია გაიცა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ.

         საანგარიშო პერიოდის განმავლობაში  სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  არ შემოსულა არცერთი განცხადება, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან და გაცემასთან.

         2013 წლის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ დაფიქსირებულა საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არცერთი დარღვევა. შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არცერთი თანამშრომლის პასუხუსმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის      

საკრებულოს  თავმჯდომარე:                                                  ემზარ შუბლაძე