საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.01.2014
ძალის დაკარგვა 01.04.2020
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №01
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016064
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 7,754 სიტყვა · ~39 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.01.2014 მიღება
01.04.2020 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
საჰაერო მოძრაობის საშუალებები
ტექნიკური საშუალებები/მოწყობილობები რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობით, ICAO-ს მიერ დადგენილი საერთაშორისო სტანდარტებით და ამ წესით განსაზღვრული პირობებით, გამოიყენება საჰაერო მოძრაობის სამსახურის მიერ და რომელთა საშუალებითაც ხორციელდება საჰაერო მოძრაობის მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა
მუხლი 16
საჰაერო მოძრაობის მომსახურება
საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო მოძრაობის მართვა, საფრენოსნო ინფორმაციული მომსახურება და საავარიო შეტყობინების უზრუნველყოფა
მუხლი 16
საჰაერო მოძრაობის სამსახური
საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად ახორციელებს (აპირებს განახორციელოს) საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველოს საჰაერო სივრცეში
მუხლი 16
აღიარება
პროცესი, რომლის დროსაც სააგენტო, ამ წესით განსაზღვრული პირობების დაცვით, ადასტურებს საჰაერო მოძრაობის და/ან საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი საშუალებ(ებ)ის გამოყენების შესაძლებლობას სამსახურის მიერ საჰაერო მოძრაობის მომსახურების განსახორციელებლად და/ან საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად
მუხლი 16
მწარმოებელი
საჰაერო მოძრაობის და/ან საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი საშუალების დამამზადებელი ან მის საბოლოო აწყობაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც თავის თავს წარმოადგენს დამამზადებლად ამ საშუალებისათვის თავისი სახელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა განმასხვავებელი ნიშნის მინიჭებით. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს საჰაერო კოდექსით, „საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრაობის მომსახურების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002 წლის 27 ნოემბრის №70 ბრძანებით და „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 14 აგვისტოს №137 ბრძანებით განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 16
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №01 2014 წლის 3 იანვარი ქ. თბილისი საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ   „საქართველოს საჰაერო კოდექსის" მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესები“. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 19 მაისის №64 ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესები თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. სამსახურის სერტიფიცირების ეტაპები 1. სამსახურის სერტიფიცირება სააგენტოს მიერ ხორციელდება ოთხ ეტაპად: ა) I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო პროცედურა, რომელიც მოიცავს: ა.ა)  განცხადებისა და თანდართული საბუთების წარდგენას სააგენტოში; ა.ბ) განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წინასწარ განხილვას და შეფასებას; ბ) II ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება; გ) III ეტაპი – სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება; დ) IV ეტაპი – ზედამხედველობა და კონტროლი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის, „ა.ბ“ და „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდნენ სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილნი არ არიან განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება. მუხლი 2🔗. განცხადება და თანდართული საბუთები  1. განმცხადებელი, სამსახურის სერტიფიკატის მისაღებად, სააგენტოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და შეესაბამებოდეს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებულ ფორმას. განცხადებას ხელს აწერს განმცხადებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. 2. განცხადება სააგენტოსთვის წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს, რომლის დროსაც, სააგენტო განიხილავს განმცხადებლის მიერ საჰაერო მოძრაობის მომსახურების (შემდგომში – სმმ) უსაფრთხოდ განხორციელებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის შესაძლებლობას. 3. განცხადებას უნდა დაერთოს: ა) ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9734 (,ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტროლის ორგანიზების სახელმძღვანელო“) მე-3 თავის 3.3.6.4 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად – სამსახურის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამის ასლი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართისა („საჰაერო მოძრაობის მომსახურება”) და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9859 (უსაფრთხოების მართვის სახელმძღვანელო) შესაბამისი მოთხოვნები; ბ) სამსახურის ორგანიზაციული სტრუქტურის ამსახველი დოკუმენტი; გ) სამსახურის ტექნიკური საშუალებების მომსახურების განმახორციელებელი საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისა (შემდგომში – საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი) და მეთვალყურეების მონაცემები, ამ წესის დანართი №11-ით განსაზღვრული ფორმის და მონაცემების შესაბამისად; დ) სამსახურის მეთვალყურეების თანამდებობრივი და სამუშაო ინსტრუქციები, რომლებშიც ასახული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) მე-IV ნაწილის, მე-2 განყოფილების, პირველი თავის 1.9 პუნქტისა და დამატება „ბ“-თი განსაზღვრული საკითხები; ე) სამსახურში, მეთვალყურის ყოველ სამუშაო ადგილზე არსებული ნორმატიული აქტებისა და საცნობარო საბუთების ნუსხა, რომლის მინიმალური ჩამონათვალი განსაზღვრულია ამ წესის დანართი №12-ით. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნუსხა, ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) II ნაწილის, პირველი განყოფილების, მე-2 თავის, დამატება „ბ“-ს შესაბამისად, სავალდებულოდ უნდა ითვალისწინებდეს საქართველოსა და მეზობელი სახელმწიფოების საჰაერო მოძრაობის მომსახურე სამსახურებს/ორგანოებს შორის შეთანხმებებს; ვ) მეთვალყურეებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გეგმა (პროგრამა, წესი), რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) IV ნაწილის, პირველი განყოფილების, მე-3 თავის მოთხოვნები; ზ) ინფორმაცია, სამსახურის მიერ, ტექნიკური საშუალებების ფლობის შესახებ და მათი მომსახურების (ტექნიკური ექსპლუატაციის) წეს(ებ)ი. მომსახურების წეს(ებ)ი უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური საშუალებების მწარმოებლის მიერ შემუშავებული ან აღიარებული ტექნიკური რეგლამენტ(ებ)ის მოთხოვნებს. ინფორმაციაში ასახული უნდა იყოს ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური საშუალებების სრული ნუსხა; თ) სამსახურსა და უსაფრთხო ფრენების უზრუნველმყოფ სხვა ორგანიზაციებს (აეროპორტი/აეროდრომი, მეტეოროლოგიური და სხვა) შორის საჰაერო მოძრაობის მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეთანხმებათა ასლები. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებებში ასახული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) IV ნაწილის, მე-2 განყოფილების, პირველი თავის, 1.10 პუნქტის მოთხოვნები; ი) სამსახურის მიერ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟების საფრენოსნო ინფორმაციით უზრუნველყოფის მონაცემები, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართის („საჰაერო მოძრაობის მომსახურება“) მე-4 თავის და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 (“საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) პირველი ნაწილის, მე-2 განყოფილების, მე-2 თავის მოთხოვნები; კ) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს სამსახურის მეთვალყურეთა სამუშაო ადგილების აღჭურვის მდგომარეობა. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საბუთში ასახული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) III ნაწილის მოთხოვნები; ლ) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს სამსახურში, მეთვალყურეთა ინსტრუქტაჟისა და ფრენის მონაცემთა განხილვებისათვის, შესაბამისი ფართის/ოთახის არსებობა და აღჭურვის მდგომარეობა. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საბუთში ასახული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 (“საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) III ნაწილის მოთხოვნები; მ) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს სამსახურში, მეთვალყურეების დასასვენებელი ოთახის არსებობა და აღჭურვის მდგომარეობა. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საბუთში ასახული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) III ნაწილის მოთხოვნები; ნ) სამსახურის მეთვალყურეთა ცვლ(ებ)ის თვის სამუშაო გრაფიკის ნიმუში, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) IV ნაწილის, პირველი განყოფილების, პირველი თავის მოთხოვნები; ო) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს სამსახურის ფრენ(ებ)ის ხელმძღვანელისა და მეთვალყურეების პულტების ურთიერთკავშირის აღჭურვის მდგომარეობა. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საბუთში ასახული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) III ნაწილის მოთხოვნები; პ) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს აეროდრომ(ებ)ის საავარიო-სამაშველო სამსახურის/რაზმის შეტყობინების აპარატურის არსებობა და მდგომარეობა. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საბუთში ასახული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) III ნაწილის მოთხოვნები; ჟ) წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ინფორმაცია ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში, საკუთარი და/ან სხვა საჰაერო მოძრაობის მომსახურე სამსახურების/ორგანოების მიზეზით მომხდარი საავიაციო მოვლენების მიზეზები და მათ თავიდან ასაცილებლად მიღებული ზომები. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საბუთში ასახული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემების, DOC 4444 („საჰაერო მოძრაობის ორგანიზება“) მე-2 თავის 2.4 პუნქტის და DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) II ნაწილის, პირველი განყოფილების, მე-3 თავის, აგრეთვე, საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; რ) ბოლო 12 თვის განმავლობაში, სამსახურის ძალებით, შიდა საინსპექციო შემოწმებ(ებ)ის ანგარიშ(ებ)ის ასლები, ნაკლოვანებების აღმოფხვრის ღონისძიებათა ჩვენებით. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ანგარიშ(ებ)ში ასახული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) II ნაწილის, პირველი განყოფილების, მე-3 თავის, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის მოთხოვნები. ამ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა წაეყენება ისეთ სამსახურს, რომელიც, ამ წესის ამოქმედებამდე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საჰაერო მოძრაობის მომსახურებას; ს) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ბოლო 12 თვის განმავლობაში, სამსახურის ტექნიკური საშუალებების გამართულ და შეუფერხებელ მუშაობაზე შენიშვნები და მათი აღმოფხვრის მდგომარეობა. ამ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა წაეყენება ისეთ სამსახურს, რომელიც ამ წესის ამოქმედებამდე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საჰაერო მოძრაობის მომსახურებას; ტ) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ექსტრემალურ პირობებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, გაფიცვა და სხვა) სამსახურის ტექნიკური საშუალებების, აგრეთვე, მეთვალყურეთა სამუშაო ადგილების რეზერვირების საკითხები (წესი, ინსტრუქცია, ბრძანება ან სხვა). ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საბუთში ასახული უნდა იყოს, ექსტრემალურ პირობებში, სამსახურის მიერ საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო მომსახურების შესაძლებლობა ექსტრემალური სიტუაციის აღმოფხვრის/გავლის სავარაუდო ვადით და შემდგომ (საჭიროების შემთხვევაში), საქართველოს საჰაერო სივრცის ან მისი ცალკეული ნაწილის დაკეტვა/შეზღუდვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; უ) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მონაცემების ჩაწერის, შენახვის, სიზუსტის, სისრულის, აგრეთვე ინფორმაციის შენახვის ვადების დაცვის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) პირველი ნაწილის მე-2 განყოფილების მე-8 თავის 8.4 პუნქტის მოთხოვნებს; ფ) საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად სამსახურის მეთვალყურეთა სამუშაო ადგილზე დაშვების წესი. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ წესში ასახული უნდა იყოს მეთვალყურის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სათანადო კვალიფიკაციის მიღების ან სამუშაო პრაქტიკის ხანგრძლივი ვადით შეწყვეტის შემდეგ, საჰაერო მოძრაობის მომსახურების უფლებამოსილების უშუალოდ განხორციელების მომენტამდე გასატარებელი ღონისძიებები. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესი უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს კანონმდებლობისა და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) IV ნაწილის პირველი განყოფილების მე-3 თავის 3.3 პუნქტის მოთხოვნებს; ქ) სამსახურის მეთვალყურეთა მუშაობაზე ზედამხედველობის განსახორციელებლად კონტროლის ტექნიკური საშუალებების არსებობისა და მათი გამოყენების წესი; ღ) იმ საჰაერო სივრცის სტრუქტურის სქემა (არეების, საზღვრების ჩვენებით), რომლის ფარგლებშიც სამსახურმა უნდა განახორციელოს საჰაერო მოძრაობის მომსახურება. სქემაში ასახული უნდა იყოს საჰაერო მოძრაობის მომსახურების რაიონის, აეროდრომის ზონის, საერთაშორისო საჰაერო ტრასების, ადგილობრივი საჰაერო ხაზების, ფრენის შეზღუდული და აკრძალული არეების საზღვრები. სქემაში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 31 ივლისის №371 ბრძანებულების „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს AIP-ით გამოქვეყნებული მოთხოვნები; ყ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში საძებნ-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას ამ სამუშაოებში მონაწილე ორგანოებთან/სტრუქტურებთან სამსახურის ურთიერთმოქმედების წესი. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საჰაერო კოდექსის XV თავის („ძებნა და შველა“) და ჩიკაგოს კონვენციის მე-12 დანართის („ძებნა და შველა“) მოთხოვნებს; შ) ავარიული შეტყობინების წესი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) პირველი ნაწილის მეორე განყოფილების მე-2 თავის 2.3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები; ჩ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა, აგრეთვე ინსტრუქცია, რომელშიც ასახული უნდა იყოს სამსახურის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედობისას ინფორმაციის მიღება-გადაცემის და საჰაერო მოძრაობის მართვის საკითხები ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართის („უშიშროება. სამოქალაქო ავიაციის დაცვა უკანონო ჩარევის აქტებისაგან”) მოთხოვნების გათვალისწინებით და სამსახურის საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემები (ბრძანების ასლი დანიშვნის შესახებ და შესაბამისი სერტიფიკატის ასლი); ც) სამსახურის ხელმძღვანელის, აგრეთვე ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან უშუალოდ დაკავშირებული სპეციალისტების (გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა) განათლებისა და კვალიფიკაციის მონაცემები. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფრენის უსაფრთხოებასა და უზრუნველყოფასთან უშუალოდ დაკავშირებული სპეციალისტების განათლება და კვალიფიკაცია უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №261 ბრძანებით დამატკიცებული რეგლამენტის „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესით“ გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ძ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, აგრეთვე ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სამსახურის ქონებაზე ყადაღის არარსებობის შესახებ; წ) სამსახურის ტექნიკური საშუალებების, მწარმოებლის ტექნიკური რეგლამენტით და/ან ამ წესის 21 -ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დანართებით/ოფიციალური გამოცემებით განსაზღვრულ მახასიათებლებთან შესაბამისობის დამდგენი სპეციალური ფრენის (შემოფრენის) განხორციელების დამადასტურებელი საბუთი. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ფრენის დამადასტურებელი საბუთი სამსახურმა უნდა წარმოადგინოს: წ.ა) სამსახურის სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნისას; ან წ.ბ) სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის განახლების მოთხოვნისას, თუ მას, ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად, შეჩერებული აქვს სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადა ტექნიკური საშუალებების შეუსაბამობის გამო მწარმოებლის ტექნიკური რეგლამენტით და/ან ამ წესის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დანართებით/ოფიციალური გამოცემებით განსაზღვრულ მახასიათებლებთან; ან წ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.  თავი II სამსახურის სერტიფიცირება მუხლი 3🔗. სამსახურის სერტიფიკატის მისაღები განაცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და შეფასება 1. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა სააგენტოში ხორციელდება იმ მიზნით, რათა დადგინდეს, აკმაყოფილებს თუ არა განცხადება, თანდართული საბუთები და შემცველი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნებს. 2. სააგენტო 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს, შეესაბამება თუ არა განცხადება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. 3. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოთხოვნებთან შესაბამისობას ადგენენ სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები დასკვნის სახით. 4. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის (არასრულად, არაზუსტად) შემთხვევაში სააგენტო განმცხადებელს წერილობით მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს მათი გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია. მუხლი 4🔗. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება (II ეტაპი) 1. ამ „წესის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დადებითი დასკვნის ან ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისია (შემდგომში – კომისია), სამუშაო ადგილზე ამოწმებს განმცხადებლის ფაქტობრივ მდგომარეობას. 2. კომისია უნდა დარწმუნდეს, რომ: ა) სამსახურს გააჩნია საჰაერო მოძრაობის მომსახურებასთან დაკავშირებული, მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული და სააგენტოს მიერ აღიარებული ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) III ნაწილის პირველი განყოფილების და ამ წესის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს: ა.ა) ყველგანმიმართული განსაკუთრებით მაღალი სიხშირის რადიოსადგური (VOR); ა.ბ) მომყვანი რადიოსადგური (NDB); ა.გ) საავიაციო კავშირგაბმულობის აღჭურვილობა; ა.დ) პირველადი და მეორადი რადიოლოკატორები; ა.ე) ავტომატიზებული სისტემა, რომელიც გამოსახავს მონიტორზე რადიოლოკაციურ ინფორმაციას; ა.ვ) ინსტრუმენტალური დასაფრენი სისტემა მეტრულ დიაპაზონში (ILS). ბ) საჰაერო მოძრაობის მომსახურებისას ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართის („საჰაერო მოძრაობის მომსახურება“) მე-2 თავის 2.2 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, სამსახურს შეუძლია: ბ.ა) საჰაერო ხომალდების შეჯახების თავიდან აცილება; ბ.ბ) სამანევრო ფართზე მყოფი საჰაერო ხომალდების შეჯახების თავიდან აცილება ამ ფართზე არსებულ დაბრკოლებებთან; ბ.გ) საჰაერო მოძრაობის მოწესრიგებული ნაკადის აჩქარება და შენარჩუნება; ბ.დ) უსაფრთხო და ეფექტური ფრენების უზრუნველსაყოფად საჭირო აუცილებელი კონსულტაციების გაწევა, ინფორმაციის მიწოდება; ბ.ე) ხიფათში მყოფი და/ან მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდ(ებ)ის შესახებ სათანადო ორგანოების/სამსახურების და საძებნ-სამაშველო სამსახურების/რაზმების შეტყობინება და მათთან უწყვეტი კავშირის უზრუნველყოფა; გ) სამსახურის ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან თავიანთი სამსახურებრივი მდგომარეობით დაკავშირებული სპეციალისტების განათლება და კვალიფიკაცია შეესაბამება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანების „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ გათვალისწინებულ მოთხოვნებს; დ) სამსახურის ორგანიზაციული სტრუქტურა შეესაბამება ამ წესით განსაზღვრულ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ამოცანებს და ამავე დროს, სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების ურთიერთობები, აგრეთვე სამსახურის მართვის არსებული სისტემა უზრუნველყოფს ფრენების უსაფრთხოდ მომსახურების ღონისძიებათა განხორციელებას. სამსახურის მართვის სისტემა ასევე უნდა უზრუნველყოფდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართის („საჰაერო მოძრაობის მომსახურება“) და მის შესაბამისად გამოცემული ICAO-ს ოფიციალური გამოცემების (DOC-ების), აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტების, სამსახურის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული წესების, ინსტრუქციების, სახელმძღვანელოების შემსრულებლამდე დაყვანას; ე) სამსახურის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სტრუქტურული ერთეულები/ქვედანაყოფები დაკომპლექტებულია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშაკების იმ რაოდენობით, რაც უზრუნველყოფს ამ სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების ფუნქციონირებას საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002 წლის 27 ნოემბრის №70 ბრძანების „საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრაობის მომსახურების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად; ვ) სამსახურში არსებობს და მოქმედებს ავიასპეციალისტების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების/დადასტურების სისტემა; ზ) განმცხადებელს, კომპეტენციის ფარგლებში, გააჩნია ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის, აგრეთვე ადგილობრივი და საერთაშორისო ფრენების მომსახურებასთან დაკავშირებული მოქმედი ნორმატიული აქტები, აგრეთვე, სამსახურის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული წესები, ინსტრუქციები, სახელმძღვანელოები, რომლებიც ხელმისაწვდომია შესაბამისი თანამშრომლებისათვის; თ) განმცხადებლის სპეციალისტები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, იცნობენ ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების, წესების, ინსტრუქციების, სახელმძღვანელოების მოთხოვნებს; ი) განმცხადებლის მიერ გამოცემული შიდა ბრძანებები, წესები, ინსტრუქციები, სახელმძღვანელოები შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის დანართებისა და მათ შესაბამისად გამოცემული ICAO-ს ოფიციალური გამოცემების (DOC-ების), აგრეთვე საქართველოს საჰაერო კოდექსისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს; კ) განმცხადებლის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების ფუნქციონირების/საქმიანობის კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს ფრენების უსაფრთხო მომსახურების ტექნოლოგიური ოპერაციების მოთხოვნათა დაცვას; ლ) განმცხადებლის საქმის წარმოება, რომელიც ეხება საჰაერო მოძრაობის მომსახურების, ტექნიკური საშუალებებისა და აღჭურვილობის მომსახურებისა და რემონტის საკითხებს, სამუშაო და დასვენების დროის ნორმებს, საექსპლუატაციო ჩანაწერებს, აგრეთვე ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამსახველ სხვა საბუთებში სავალდებულო ჩანაწერებს და ამ ჩანაწერების სიზუსტეს, დროულობას, სისტემატურობას, ეფექტიანობას და სისრულეს, ხორციელდება ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართის („საჰაერო მოძრაობის მომსახურება“), ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC – 4444 („საჰაერო მოძრაობის ორგანიზება“), საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე და დაცვით; მ) ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოფრენით დადგენილი პარამეტრები შეესაბამება ტექნიკური საშუალებების მწარმოებლის მიერ შემუშავებული ან მის მიერ აღიარებული ტექნიკური რეგლამენტ(ებ)ით, აგრეთვე, ამ წესის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დანართებით/ოფიციალური გამოცემებით განსაზღვრულს; ნ) განმცხადებელი, საჰაერო მოძრაობის მომსახურებისას, თავის კომპეტენციის ფარგლებში, ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართის („საჰაერო მოძრაობის მომსახურება“) და საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 9 ივნისის №253 ბრძანებულების „საქართველოს სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოებს შორის მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ“ შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან კოორდინირებულ მოქმედებას; ო) სამსახური უზრუნველყოფს უკანონო ჩარევის აქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება-გადაცემას, აგრეთვე ასეთი აქტების დროს საჰაერო მოძრაობის მართვას ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართის („უშიშროება. სამოქალაქო ავიაციის დაცვა უკანონო ჩარევის აქტებისაგან”) მოთხოვნების შესაბამისად; პ) განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობა (ტექნიკური საშუალებები, აღჭურვილობა, შენობები და ნაგებობები, სამუშაო ადგილების აღჭურვა, სპეციალისტების საკმარისი რაოდენობის არსებობა და მათი კვალიფიკაცია, ძირითადი საშუალებების ფლობა და მათი ექსპლუატაციის უფლება და სხვა) შეესაბამება ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბუთების მონაცემებს. 3. კომისია, განმცხადებლის სტრუქტურული ერთეულების ურთიერთშეთანხმებული მოქმედებების შეფასების და სპეციალისტების კომპეტენტურობის დადგენის, აგრეთვე საჰაერო მოძრაობის მომსახურების ტექნიკური საშუალებების საექსპლუატაციო ვარგისობის შეფასების მიზნით, ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „წ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, უფლებამოსილია მოითხოვოს საცდელი ფრენის შესრულება, რომლის მომსახურების შედეგებიც გაანალიზებულ უნდა იქნეს კომისიის მიერ. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული საცდელი ფრენის შესრულების ხარჯები ანაზღაურდება განმცხადებლის მიერ. 4. კომისიის მიერ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საკითხების შემოწმების მასალები აისახება ოქმში (დანართი №6). 5. ოქმი შეიცავს აგრეთვე კომისიის დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს: ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. დადებითი შეფასებისას დასაშვებია უმნიშვნელო ხარვეზების არსებობა, რომელთა გამოსასწორებლად განმცხადებელს ეძლევა ვადა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხარვეზები უშუალოდ უარყოფითად არ მოქმედებს ფრენის უსაფრთხოებაზე და საავიაციო უშიშროებაზე; ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. 6. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, კომისიის ოქმში დეტალურად აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომელთა საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა იქნა მიღებული. 7. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო წერილობით ატყობინებს განმცხადებელს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია. 8. კომისია, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული, განმცხადებლის წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების ფაქტობრივი მდგომარეობას და შემოწმების მასალებს შესაბამის დასკვნასთან (თუ ნაკლოვანებები გამოსწორებულია – დადებითი, თუ არა – უარყოფითი) ერთად ასახავს ოქმში.  მუხლი 5🔗. სერტიფიცირება/აღიარება მოწვეული სპეციალისტებით 1. ამ წესის პირველი მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სპეციალისტ(ებ)ის მოწვევა შეიძლება განხორციელდეს: ა) ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის სრული შემოწმების მიზნით; ბ) განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის ცალკეული საკითხ(ებ)ის შემოწმების მიზნით; გ) ამ წესის 21-ე მუხლით განსაზღვრული ტექნიკური საშუალების აღიარების მიზნით; დ) ამ წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობების და პროცედურების განსასაზღვრავად; ე) ამ წესით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მოწვეული სპეციალისტებისაგან შემდგარი ჯგუფი (შემდგომში – ჯგუფი) განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ამოწმებს ფაქტობრივ მდგომარეობას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. 3. ჯგუფი: ა) შემოწმებას ახორციელებს საკუთარი მეთოდიკის შესაბამისად, რომელიც წინასწარ თანხმდება სააგენტოსთან;  ბ) უფლებამოსილია, სააგენტოსთან შეთანხმებით, მოითხოვოს ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საცდელი ფრენა, ამავე პუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის და პირობებით; გ) შემოწმების შედეგებს ასახავს შემოწმების ოქმში, რომელშიც სავალდებულოდ უნდა იყოს ასახული ჯგუფის დასკვნა სამსახურის სერტიფიკატის გაცემის (დადებითი) ან გაცემაზე უარის თქმის (უარყოფითი) შესახებ. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში ოქმში დეტალურად აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომელთა საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა იქნა მიღებული. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, მოწვეულ სპეციალისტზე ვრცელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები. 5. ჯგუფის ან მოწვეული სპეციალისტის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებენ სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამშრომლები. 6. სპეციალისტ(ებ)ის მოწვევასთან და მათ მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ამოცანებთან დაკავშირებული სამუშაოების ხარჯებს, საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებს სამსახურის სერტიფიკატის მიღებით ან ტექნიკური საშუალების აღიარებით დაინტერესებული პირი. მუხლი 6🔗. სააგენტოს მიერ სამსახურის სერტიფიკატის გაცემაზე ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადა  1. სააგენტო, ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, ან ამავე მუხლის მე-8 პუნქტისა და ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადებითი დასკვნის გამოტანიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე. 2. სააგენტო, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, გასცემს სამსახურის სერტიფიკატს. 3. გაცემული სამსახურის სერტიფიკატი რეგისტრირდება „საჰაერო მოძრაობის სამსახურების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში“ (შემდგომში – რეესტრი), რომელსაც, ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად, აწარმოებს სააგენტო. 4. სამსახურის სერტიფიკატის მოქმედება უვადოა. სამსახურის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, სამსახურის სერტიფიკატი შეიძლება გაიცეს განსაზღვრული ვადით. 5. სააგენტოს მიერ სამსახურის სერტიფიკატის გაცემაზე უარი ითქმება: ა) ამ წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში განმცხადებლის მიერ ნაკლოვანებების გამოუსწორებლობის შემთხვევაში; ბ) ამ წესის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 7🔗. სერტიფიცირებული სამსახურის მონაცემების გამოქვეყნება 1.სამსახურის სერტიფიკატის გაცემის შემდეგ სააგენტო, ჩიკაგოს კონვენციის მე-15 დანართის („სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურები“) და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 8126 („სააერნაოსნო ინფორმაციის სახელმძღვანელო“) მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს ამ სამსახურის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებას საქართველოს AIP-ში. 2. მონაცემების გამოქვეყნება ხორციელდება ICAO-ს ოფიციალური გამოცემით DOC 8126 („სააერნაოსნო ინფორმაციის სახელმძღვანელო“) განსაზღვრული საავიაციო ინფორმაციის გამოქვეყნების ვადებისა და ამოქმედების თარიღების (AIRAC) გათვალისწინებით. მუხლი 8🔗. სამსახურის სერტიფიკატის გაუქმება, მისი მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება. სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა 1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე, თუ: ა) სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი არღვევს ჩიკაგოს კონვენციით, მისი დანართებით, საქართველოს კანონმდებლობით და/ან ამ წესით დადგენილ ფრენის უსაფრთხოებისა და/ან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია (შეიძლება გამოიწვიოს) საავიაციო შემთხვევა ან ინციდენტი; ბ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 2. სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება სამსახურს, რომელშიც დეტალურად უნდა აისახოს სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების მიზეზ(ებ)ი. 3. სამსახურის სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ აღმოიფხვრება სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების მიზეზი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვით. 4. სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადა განახლდება, თუ აღმოფხვრილი იქნა ის ნაკლოვანებები, რომელიც გახდა მისი მოქმედების ვადის შეჩერების საფუძველი და სამსახურის სერტიფიკატის მფლობელმა წერილობით აცნობა სააგენტოს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე და, ამასთან ერთად, სააგენტო დარწმუნდა ამ ნაკლოვანებების გამოსწორებაში. 5. სამსახურის სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს სამსახურის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას. 6. სამსახურის სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს: ა) სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი; ბ) სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია; გ) სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 7. სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება სამსახურის განცხადების საფუძველზე, ან ამ წესის 22-ე და 24-ე მუხლებით განსაზღვრული მუდმივი ზედამხედველობის და კონტროლის, აგრეთვე, საინსპექციო შემოწმებების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებით გამოვლენილი ნაკლოვანებების არსებობისას და ისინი აისახება სერტიფიკატის დანართში.  მუხლი 9🔗. სასერტიფიკაციო მოთხოვნებიდან გათავისუფლება  1. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამსახურის წერილობითი განცხადების საფუძველზე, გაათავისუფლოს სამსახური კონკრეტული სასერტიფიკაციო მოთხოვნებიდან, რაც, საჭიროების შემთხვევაში, აღინიშნება სერტიფიკატში და/ან მის დანართში. 2. სასერტიფიკაციო მოთხოვნებიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღებამდე, სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ სამსახურის მიერ უზრუნველყოფილი იქნება ფრენის უსაფრთხოება. 3. სასერტიფიკაციო მოთხოვნ(ებ)იდან გათავისუფლების უფლება ეძლევა სამსახურს იმ პირობით, თუ გათავისუფლების შემთხვევაში, საჰაერო მოძრაობის მომსახურების პირობები და პროცედურები შესაბამისობაში იქნება ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დადგენილ პირობებთან და პროცედურებთან. 4. თუ სამსახურის ტექნიკური საშუალებების საექსპლუატაციო მახასიათებლები არ შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მე-10 („საავიაციო კავშირგაბმულობა“) და მე-11 დანართებით („საჰაერო მოძრაობის მომსახურება“) დადგენილ სტანდარტებს და/ან რეკომენდებულ პრაქტიკას, ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 (“საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) III ნაწილის, მე-2 განყოფილების, პირველი თავის ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტოს შეუძლია განსაზღვროს ის პირობები და პროცედურები, რომლებიც აუცილებელია ფრენის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ეკვივალენტური დონის შესანარჩუნებლად. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული, კონკრეტულ სასერტიფიკაციო მოთხოვნებიდან გათავისუფლების მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნდება საქართველოს AIP-ში ან ვრცელდება NOTAM-ის სახით. მუხლი 10🔗. სამსახურის სერტიფიკატის გადაცემა 1. სამსახურის სერტიფიკატის გადაცემა ნიშნავს სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის შეცვლას ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 2. სამსახურის სერტიფიკატის გადაცემაზე, სააგენტოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირზე (სამსახურის სერტიფიკატის ახალ მფლობელზე) გაიცემა ახალი სამსახურის სერტიფიკატი. სამსახურის სერტიფიკატის ძველი მფლობელი სააგენტოს უბრუნებს სამსახურის სერტიფიკატს მისი გაუქმების მოთხოვნით, რის თაობაზეც კეთდება შესაბამისი ჩანაწერი რეესტრში. 3. სააგენტო იხილავს სამსახურის სერტიფიკატის სხვა პირისათვის გადაცემის თაობაზე განცხადებას, თუ: ა) სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი 60 (სამოცი) დღით ადრე მაინც წარუდგენს სააგენტოს განცხადებას სამსახურის ფუნქციონირების შეწყვეტის თაობაზე; ბ) განცხადებაში სავალდებულოდ აღინიშნება პირი, რომელსაც უნდა გადაეცეს სამსახურის სერტიფიკატი; გ) სამსახურის სერტიფიკატის მიღების მსურველი პირი სააგენტოში წარადგენს წერილობით განცხადებას სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის მიერ სმმ-ის შეწყვეტამდე არაუგვიანეს 60 დღისა. 4. სამსახურის სერტიფიკატის მიღების მსურველი პირი, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, უნდა უზრუნველყოფდეს სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის მიმართ ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 5. სააგენტო, სამსახურის სერტიფიკატის მიღების მსურველის განცხადების განხილვისას უნდა დარწმუნდეს, რომ განმცხადებელი, სამსახურის სერტიფიკატით და მისი დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, უზრუნველყოფს საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო და მოწესრიგებული ფორმით მომსახურებას ამასთან: ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე, განმცხადებლის სტრუქტურული ერთეულები არ განიცდის არსებით ცვლილებებს; ბ) სამსახურის მეთვალყურეები და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი რჩებიან თავის სამუშაო ადგილზე, ან იცვლებიან ეკვივალენტური კვალიფიკაციის მქონე სხვა სპეციალისტებით; გ)    ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მართვის სისტემები იფუნქციონირებს იმავე ეფექტურობით; დ) როგორც საჰაერო მოძრაობის მომსახურების, ასევე ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის პროცედურები რჩება უცვლელი ან იცვლება ფრენის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პროცედურებით. 6. სააგენტო, სამსახურის სერტიფიკატის გადაცემაზე ან გადაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას იღებს ამ წესის II თავის შესაბამისად. 7. ამ მუხლით განსაზღვრული სერტიფიკატის გადაცემა ხორციელდება ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრული სერტიფიკატის უკან დაბრუნების შემდეგ. მუხლი 11🔗. სამსახურის სერტიფიკატის უკან დაბრუნება 1. სამსახურის სერტიფიკატი უბრუნდება მის გამცემ ორგანოს და უქმდება სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე ამ წესის მე-12 და მე-14 მუხლებით განსაზღვრულ შემთხვევებში ან სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის სურვილით. 2. განცხადების მიღების შემდეგ სააგენტო ვალდებულია: ა) შეამოწმოს განმცხადებლის, როგორც სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის, უფლებამოსილება სამსახურის სერტიფიკატის უკან დაბრუნების თაობაზე; ბ) შეამოწმოს, რომ სამსახურისაგან მიღებული განცხადება შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს; გ) დარწმუნდეს, რომ სამსახურის სერტიფიკატის უკან დაბრუნების შესახებ განცხადება წარმოდგენილია მის გაუქმებამდე 60 დღით ადრე. განმცხადებლის მიერ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაზე ადრე სმმ-ს შეჩერებისა და ამის თაობაზე სააგენტოს ინფორმირების შემთხვევაში, სააგენტო აჩერებს სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადას და აღნიშნულის თაობაზე აქვეყნებს NOTAM-ს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში სააგენტო, უკან დაბრუნებული სამსახურის სერტიფიკატის გაუქმებაზე გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის სერტიფიკატის დაბრუნების თაობაზე განცხადების სააგენტოში რეგისტრაციის დღიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში და აღნიშნულზე წერილობით გადაწყვეტილებას აცნობებს განმცხადებელს, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში. 4. სააგენტო უზრუნველყოფს სმმ-ის და შესაბამისად, სამსახურის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას ჩიკაგოს კონვენციის მე-15 დანართის („სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურები“) მოთხოვნების შესაბამისად. 5. სააგენტო უკან დაბრუნებულ სამსახურის სერტიფიკატს აუქმებს განცხადებაში აღნიშნული თარიღით, რის თაობაზეც კეთდება შესაბამისი ჩანაწერი რეესტრში. მუხლი 12🔗. სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანა ნიშნავს მოქმედი სერტიფიკატის სააგენტოსათვის უკან დაბრუნებას და ამ მუხლის შესაბამისად ახალი სერტიფიკატის გაცემას, მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანით. 2. სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიმართავს სააგენტოს წერილობითი განცხადებით, რომელშიც აღინიშნება სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ი. განცხადებას უნდა ერთოდეს სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ის დამამტკიცებელი საბუთ(ებ)ი. 3. სააგენტოს შეაქვს სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ი, თუ: ა) შეიცვალა სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის დასახელება ან ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა; ბ) შეიცვალა სმმ-ის ის პირობები, რომელთა შესაბამისადაც იყო გაცემული სამსახურის სერტიფიკატი; გ) სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საფუძველზე, ითხოვს სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებების შეტანას. 4. სააგენტო, განცხადებას და თანდართულ საბუთებს იხილავს სააგენტოში განცხადების რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში და ღებულობს გადაწყვეტილებას სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის ან ცვლილებ(ებ)ის შეტანაზე უარის თქმის შესახებ. 5. სააგენტო ახალ სამსახურის სერტიფიკატს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში და ამის თაობაზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს რეესტრში. ძველი სამსახურის სერტიფიკატი უბრუნდება სააგენტოს. მუხლი 13🔗. სამსახურის სერტიფიკატი. სამსახურის სერტიფიკატის რეგისტრაცია. რეესტრი 1. სამსახურის სერტიფიკატის და მისი დანართის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ წესის დანართებით №8 და №9. 2. სამსახურის სერტიფიკატს აქვს სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც შედგება 6 (ექვსი) არაბული ციფრისაგან და სამი ლათინური ასოსაგან – ATS. ნომრის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს გაცემის დღეს, შემდეგი ორი – გაცემის თვეს, დანარჩენი ორი – გაცემის წლის ბოლო ორ ციფრს (თუ სამსახურის სერტიფიკატის გაცემის დღე, თვე ან წლის ბოლო ორი ციფრი 10-ზე ნაკლებია, მაშინ ციფრის წინ იწერება 0 (ნული). 3. სამსახურის სერტიფიკატი და მისი დანართი ივსება ქართულ ენაზე. 4. სამსახურის სერტიფიკატში აისახება: ა) სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი და მისი იურიდიული მისამართი; ბ) სამსახურის სერტიფიკატის გაცემის თარიღი; გ) სამსახურის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება. 5. სამსახურის სერტიფიკატში სავალდებულოდ აღინიშნება, რომ სამსახურის სერტიფიკატი ძალაშია მხოლოდ მის დანართთან ერთად. 6. სააგენტოს მიერ გაცემული სამსახურის სერტიფიკატი აღირიცხება რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სააგენტო.  7. სამსახურის სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი დუბლიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ, სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს, ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება წარწერა – „დუბლიკატი“. 8. რეესტრში შეიტანება სამსახურის სერტიფიკატით და მისი დანართით განსაზღვრული მონაცემები, აგრეთვე სამსახურის სერტიფიკატის გაცემის, მისი მოქმედების ვადის შეჩერების, განახლების, გაუქმების, ცვლილებების შეტანის, დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები, აგრეთვე, საინსპექციო შემოწმების შესახებ ინფორმაცია. 9. რეესტრის მონაცემები საჯაროა. მუხლი 14🔗. ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამა 1. სამსახური, ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის („საავიაციო ელექტროკავშირი”), მე-11 დანართის („საჰაერო მოძრაობის მომსახურება”), ICAO-ს ოფიციალური გამოცემების DOC 9734 (“ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტროლის ორგანიზების სახელმძღვანელო”) და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9859 (უსაფრთხოების მართვის სახელმძღვანელო) საფუძველზე, შეიმუშავებს ფრენის უსაფრთხოების პროგრამას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პროგრამაში, ამავე პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტების/ოფიციალური გამოცემების მოთხოვნებით გათვალისწინებულის გარდა, განსაზღვრული უნდა იყოს ის კონკრეტული პირები (თანამდებობები), რომლებიც უფლებამოსილნი არიან ფრენის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სისტემის ჩამოყალიბებასა და სათანადო დონეზე შენარჩუნებაზე, შიდა თვითკონტროლსა და ფრენის უსაფრთხოებაზე უარყოფითად მოქმედი ნაკლოვანებების (რისკფაქტორების) ეფექტურ აღმოფხვრაზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამა, სამსახურის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებამდე, შესათანხმებლად წარედგინება სააგენტოს. მუხლი 15🔗. ანგარიშის/შეტყობინების წარდგენა 1. სამსახური უზრუნველყოფს, რათა ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში და ვადებში გადაცემული იყოს შესაბამისი ანგარიში/შეტყობინება: ა) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის უზუსტობაზე – სამსახური, იმ შემთხვევაში, თუ ჰაერსანაოსნო ინფორმაციის უზუსტობა განეკუთვნება სამსახურის საქმიანობის სფეროს, ამოწმებს მას და შემოწმების შედეგებს დაუყოვნებლივ აცნობებს სააგენტოს; ბ) წინასწარ დაგეგმილ ცვლილებებზე – შენობა-ნაგებობების, ტექნიკური საშუალებების, აგრეთვე მომსახურების დონის შესახებ სამსახური წერილობითი ფორმით, არანაკლებ 60 კალენდარული დღით ადრე, ატყობინებს სააგენტოს; გ) დაუყოვნებლივი შეტყობინებით სააგენტოს წერილობით გადაეცემა ინფორმაცია: გ.ა) სამსახურის მომსახურებად ზონაში არსებული ისეთი დაბრკოლებისა ან სახიფათო პირობების შესახებ, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ფრენის უსაფრთხოებაზე; გ.ბ) საქართველოს AIP-ში, NOTAM-ში და ანალოგიურ ოფიციალურ გამოცემებში გამოქვეყნებული მომსახურების დონის გაუარესებაზე; გ.გ) იმ სხვა ნებისმიერი პირობების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ/შეუძლია მოახდინონ ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე და რომელთა მიმართ მიიღება ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი ზომები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამსახურის მიერ მის მომსახურებად საჰაერო სივრცეში/ზონაში მყოფი საფრენოსნო ეკიპაჟების სასწრაფო შეტყობინება სავალდებულოა. 3. ამ მუხლით განსაზღვრული, დაუყოვნებელ გადაცემას დაქვემდებარებული შეტყობინება, როგორც წესი, გადაიცემა საავიაციო ელექტროკავშირგაბმულობის ფიქსირებული სპეციალური ქსელის (AFTN) საშუალებით.  მუხლი 16🔗. ტერმინები და განმარტებები 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საჰაერო მოძრაობის საშუალებები – ტექნიკური საშუალებები/მოწყობილობები რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობით, ICAO-ს მიერ დადგენილი საერთაშორისო სტანდარტებით და ამ წესით განსაზღვრული პირობებით, გამოიყენება საჰაერო მოძრაობის სამსახურის მიერ და რომელთა საშუალებითაც ხორციელდება საჰაერო მოძრაობის მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა; ბ) საჰაერო მოძრაობის მომსახურება – საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო მოძრაობის მართვა, საფრენოსნო ინფორმაციული მომსახურება და საავარიო შეტყობინების უზრუნველყოფა; გ) საჰაერო მოძრაობის სამსახური – საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად ახორციელებს (აპირებს განახორციელოს) საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველოს საჰაერო სივრცეში; დ) აღიარება – პროცესი, რომლის დროსაც სააგენტო, ამ წესით განსაზღვრული პირობების დაცვით, ადასტურებს საჰაერო მოძრაობის და/ან საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი საშუალებ(ებ)ის გამოყენების შესაძლებლობას სამსახურის მიერ საჰაერო მოძრაობის მომსახურების განსახორციელებლად და/ან საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად; ე) მწარმოებელი – საჰაერო მოძრაობის და/ან საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი საშუალების დამამზადებელი ან მის საბოლოო აწყობაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც თავის თავს წარმოადგენს დამამზადებლად ამ საშუალებისათვის თავისი სახელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა განმასხვავებელი ნიშნის მინიჭებით. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს საჰაერო კოდექსით, „საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრაობის მომსახურების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002 წლის 27 ნოემბრის №70 ბრძანებით და „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 14 აგვისტოს №137 ბრძანებით განსაზღვრული მნიშვნელობები. მუხლი 17🔗. საერთო დებულებები 1. წინამდებარე, საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების (შემდგომში – წესი) შემუშავების საფუძვლად, გამოყენებულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის (შემდგომში – ჩიკაგოს კონვენცია) მე-10 („საავიაციო ელექტროკავშირი“), მე-11 („საჰაერო მოძრაობის მომსახურება“) და მე-17 დანართების („უშიშროება. სამოქალაქო ავიაციის დაცვა უკანონო ჩარევის აქტებისაგან“), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში – ICAO) ოფიციალური გამოცემების DOC 4444 ( „საჰაერო მოძრაობის ორგანიზება“), DOC 9426 (“საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“), DOC 8071 („რადიო-სანავიგაციო საშუალებების გამოცდის სახელმძღვანელო“) და „საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრაობის მომსახურების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002 წლის 27 ნოემბრის №70 ბრძანების მოთხოვნები. 2. წესის მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საჰაერო მოძრაობის საშუალებების (შემდგომში – ტექნიკური საშუალება) გამოყენებასთან, აგრეთვე, საჰაერო მოძრაობის სამსახურების მიერ ფრენების მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება. 3. წესით განსაზღვრულია: ა) ტექნიკური საშუალებების სერტიფიცირების და აღიარების მოთხოვნები; ბ) საჰაერო მოძრაობის სამსახურების (შემდგომში – სამსახური) სასერტიფიკაციო მოთხოვნები, სერტიფიცირების ჩატარების წესი და პირობები. 4. პირს არა აქვს უფლება საქართველოს საჰაერო სივრცეში განახორციელოს საჰაერო მოძრაობის მომსახურება და ამ მიზნით გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები, თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული და მოქმედი „საჰაერო მოძრაობის სამსახურის სერტიფიკატი“ (შემდგომ – სამსახურის სერტიფიკატი), ხოლო ტექნიკურ საშუალებებს არ გააჩნიათ მწარმოებლის მიერ გაცემული სერტიფიკატ(ებ)ი ან სხვა ეკვივალენტური საბუთ(ებ)ი და ეს ტექნიკური საშუალებები არ არის აღიარებული ამ წესის შესაბამისად. 5. სამსახურის სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის გაუქმებას, სამსახურის ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს, აგრეთვე ტექნიკური საშუალებების აღიარებას, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). სამსახურის სერტიფიკატის გაცემასთან, მოქმედების ვადის შეჩერებასთან, განახლებასთან, სერტიფიკატის გაუქმებასთან, სამსახურის საჰაერო მოძრაობის მომსახურების უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებული ინფორმაცია, სააგენტოს მიერ, ამ წესის მე-9 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, აისახება საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში (AIP). 6. ამ წესით განსაზღვრული სამსახურის სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. 7. სამსახურის სერტიფიკატი ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას უსაფრთხოდ განახორციელოს საჰაერო მოძრაობის მომსახურება იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია სამსახურის სერტიფიკატით და მისი დანართით. 8. ტექნიკური საშუალების აღიარებით დასტურდება, რომ ეს ტექნიკური საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურის მიერ საჰაერო მოძრაობის მომსახურების განსახორციელებლად. 9. სააგენტოს მიერ აღიარებული ტექნიკური საშუალების ექსპლუატაციაზე ზედამხედველობას ახორციელებს:  ა) სამსახური, ამ წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;  ბ) მწარმოებელი, მის მიერ შემუშავებული ან აღიარებული ტექნიკური რეგლამენტის/წესის და ამ წესის მე-21 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;  გ) სააგენტო, ამ წესის 22-ე, 23-ე და 24-ე მუხლების შესაბამისად.  10. სააგენტო, ამ წესით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად, უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოიწვიოს ICAO-ს ან სამოქალაქო ავიაციის ევროპის კონფერენციის მიერ აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციის ან ჩიკაგოს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს უფლებამოსილი სპეციალისტ(ებ)ი. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სერტიფიცირება/აღიარება ხორციელდება ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად.  11. იმ პირობების შეცვლისას, რომელთა მიხედვითაც გაცემული იყო სამსახურის სერტიფიკატი, სამსახური მოვალეა ახალი პირობებით საჰაერო მოძრაობის მომსახურების განხორციელებამდე, სააგენტოში წარადგინოს განცხადება სამსახურის სერტიფიკატში და/ან მის დანართში საჭირო ცვლილებების შესატანად (დანართი №2). განცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება იმავე წესით, როგორც სამსახურის სერტიფიკატის გაცემა.  12. სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის მიერ საჰაერო მოძრაობის მომსახურებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, აგრეთვე, ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომლის დროსაც დგინდება ამ ტექნიკური საშუალებების გამართულობის, სამსახურის მიერ ფრენების მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობის, აგრეთვე ამ სამსახურის ობიექტების უსაფრთხო ფუნქციონირებისა და საჰაერო სივრცის მომხმარებელთა ინტერესების დაცვის შესაბამისობა ჩიკაგოს კონვენციით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან და რეკომენდებულ პრაქტიკასთან, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით განსაზღვრულ ნორმებთან. 13. ამ წესით განსაზღვრულ სამსახურის სერტიფიკატის გაცემასთან, გაცემაზე უარის თქმასთან, სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებასთან, განახლებასთან, სამსახურის სერტიფიკატის გაუქმებასთან, აგრეთვე ტექნიკური საშუალების აღიარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 14. სააგენტოს მიერ, სამსახურის სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების და თანდართული საბუთების წარდგენიდან 2 (ორი) თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და პირობებით. 15. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, სამსახურისათვის საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური მომსახურების ფუნქციის დაკისრებისას, სამსახური ამ ფუნქციას ახორციელებს სერტიფიკატის დანართით განსაზღვრული განსაკუთრებული მოთხოვნების (უფლებები და შეზღუდვები) შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული მოთხოვნების (უფლებები და შეზღუდვები) ასახვა სამსახურის სერტიფიკატის დანართში ხორციელდება ამ წესის მე-14 მუხლის და  III თავის მოთხოვნების შესაბამისად. 16. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო ავიაციაზე, რომლის საქმიანობის ზედამხედველობას და რეგულირებას, საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. თავი III სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა მუხლი 18🔗. ტერმინთა განმარტება ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს, ამ თავის მიზნებისათვის, აქვთ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესით“ განსაზღვრული მნიშვნელობანი. მუხლი 19🔗. სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა  1. სამსახური, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური მომსახურების განსახორციელებლად, სააგენტოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს. განცხადებას ხელს აწერს განმცხადებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. 2. განცხადება სააგენტოსათვის წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს, რომლის დროსაც სააგენტო განიხილავს განმცხადებლის მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფის შესაძლებლობას. 3. განცხადებას უნდა დაერთოს: ა) სამსახურის იმ სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურა, რომლის კომპეტენციას განეკუთვნება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური მომსახურება (შემდგომში – მეტეოსამსახური); ბ) მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის სპეციალისტების (სინოპტიკოსი, დამკვირვებელი, აეროლოგიური და რადიოლოკაციური დაკვირვების ოპერატორი, ტელეკომუნიკაციების ოპერატორი) მონაცემები, მათი რაოდენობის ჩვენებით, ამ წესის დანართი №11-ით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად; გ) მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის სპეციალისტების (შემდგომში – მეტეოსპეციალისტები) თანამდებობრივი ინსტრუქციები; დ) მეტეოსპეციალისტების პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გეგმა (პროგრამა, წესი), რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის („საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა“) მე-2 თავის პუნქტი 2.1.5-ით, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) №49 გამოცემის („ტექნიკური რეგლამენტი“) პირველი ტომის („ზოგადი მეტეოროლოგიური სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა“) B.4 თავით („კადრების განათლება და მომზადება“) გათვალისწინებული მოთხოვნები; ე) ინფორმაცია, სამსახურის მიერ, მეტეოინფორმაციის უზრუნველყოფის იმ ტექნიკური საშუალებების ფლობის შესახებ, რომლებითაც ხორციელდება ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მეტეოროლოგიურ ელემენტებზე ინსტრუმენტალური/სახელსაწყო დაკვირვება (შემდგომში – მეტეოსაშუალებები). ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მეტეოსაშუალებების მომსახურების/ტექნიკური ექსპლუატაციის წეს(ებ)ს და საქართველოს ტერიტორიაზე მათი განლაგების სქემას. მომსახურების/ტექნიკური ექსპლუატაციის წეს(ებ)ი უნდა შეესაბამებოდეს მეტეოსაშუალებების მწარმოებლის მიერ შემუშავებული ან აღიარებული ტექნიკური რეგლამენტ(ებ)ის მოთხოვნებს. ინფორმაციაში ასახული უნდა იყოს ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მეტეოსაშუალებების სრული ნუსხა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ მეტროლოგიურ დამოწმებასთან დაკავშირებული მონაცემები. მეტეოსაშუალებების ტექნიკური და საექსპლუატაციო პარამეტრები, აგრეთვე მათი განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს სათანადო კატეგორიის აეროდრომზე სამოქალაქო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის აუცილებელ მეტეოინფორმაციით მომსახურებას და შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“, ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის („საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა“) მე-3 დამატებით („მეტეოროლოგიურ დაკვირვებებთან და შეტყობინებებთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები“), ICAO-ს ოფიციალური გამოცემა DOC 8896-ის („საავიაციო მეტეოროლოგიის სახელმძღვანელო“) მე-2 თავით („მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები“) და ამავე გამოცემის მე-2 დამატებით („აეროდრომზე ხელსაწყოების განლაგება“) გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ვ) ინფორმაცია მეტეოროლოგიურ ელემენტებზე (ქარი, ხილვადობა, ხილვადობის მანძილი ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, ტემპერატურა, სინოტივე, წნევა, ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლე) და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესით“ განსაზღვრულ ამინდის მოვლენებზე რეგულარული და სპეციალური დაკვირვებების და მათი გავრცელების კოდური ფორმის (METAR, SPECI) შესახებ, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით  დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“, ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის („საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა“) მე-4 თავის („მეტეოროლოგიური დაკვირვება და შეტყობინება“), ამავე დანართის მე-3 დამატების („მეტეოროლოგიურ დაკვირვებებთან და შეტყობინებებთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები“), ICAO-ს ოფიციალური გამოცემა DOC 8896-ის („საავიაციო მეტეოროლოგიის სახელმძღვანელო“) მე-2 თავის („მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები“) მოთხოვნებს; ზ) პროგნოზების (მათ შორის, პროგნოზები დაფრენისათვის) და პროგნოზების კორექტივების (TAF, TREND, AMD TAF) შედგენის და გავრცელების წესი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“, ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის („საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა“) მე-6 თავით („პროგნოზები“), ამავე დანართის მე-5 დამატებით („პროგნოზებთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები“), ICAO-ს ოფიციალური გამოცემა DOC 8896-ის („საავიაციო მეტეოროლოგიის სახელმძღვანელო“) მე-3 თავით (“პროგნოზები“) გათვალისწინებულ მოთხოვნებს; თ) ინფორმაცია SIGMET-ისა და AIRMET-ის, აგრეთვე, აეროდრომზე გაფრთხილებისა და ქარის წანაცვლების თაობაზე გაფრთხილების გამოცემის შესახებ, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“, ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის („საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა“) მე-7 თავის („ინფორმაცია SIGMET და AIRMET. გაფრთხილებები აეროდრომზე და გაფრთხილებები ქარის წანაცვლების შესახებ“), ამავე დანართის მე-6 დამატების („ინფორმაცია SIGMET და AIRMET, გაფრთხილებები აეროდრომზე და გაფრთხილებები ქარის წანაცვლებასთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები“), ICAO-ს ოფიციალური გამოცემა DOC 8896-ის („საავიაციო მეტეოროლოგიის სახელმძღვანელო“) მე-4 თავის (ინფორმაცია SIGMET, საკონსულტაციო ინფორმაცია ტროპიკული ციკლონების და ვულკანური ფერფლის შესახებ, ინფორმაცია AIRMET, გაფრთხილებები აეროდრომზე და გაფრთხილებები ქარის წანაცვლების შესახებ“) მოთხოვნებს; ი) ინფორმაცია მეტეოსამსახურის მიერ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებისა და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟების წევრების მომსახურების შესახებ, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“, ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის („საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა“) მე-9 თავით („ექსპლუატანტებისა და ეკიპაჟის წევრების მომსახურება“), ამავე დანართის პირველი (“საფრენოსნო დოკუმენტაცია – რუკების ფორმა და ნიმუშები“) და მე-8 დამატებებით („ექსპლუატანტებისა და ეკიპაჟის წევრების მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები“), ICAO-ს ოფიციალური გამოცემა DOC 8896-ის („საავიაციო მეტეოროლოგიის სახელმძღვანელო“) მე-5 თავით („ექსპლუატანტებისა და ეკიპაჟის წევრების მეტეოროლოგიური მომსახურება“) გათვალისწინებულ მოთხოვნებს; კ) ინფორმაცია მეტეოსამსახურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი კავშირის (მათ შორის, ფიქსირებული საავიაციო ელექტროკავშირის –სAFTN) საშუალებების ფლობის შესახებ. აღნიშნული კავშირის საშუალებებით მეტეოინფორმაციის მიღება/გადაცემა უნდა ხორციელდებოდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“, ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის („საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა“) მე-11 თავით („მოთხოვნები კავშირის საშუალებებთან და მათი გამოყენება“), ამავე დანართის მე-10 დამატებით („კავშირის საშუალებებთან და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები“) და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 8896 („საავიაციო მეტეოროლოგიის სახელმძღვანელო“) მე-6 თავით (“საავიაციო მეტეოროლოგიური ინფორმაციის გავრცელება“) გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად; ლ) საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად მეტეოსამსახურის მეტეოსპეციალისტების სამუშაო ადგილზე დაშვების ინსტრუქცია. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინსტრუქციაში ასახული უნდა იყოს მეტეოსპეციალისტების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სათანადო კვალიფიკაციის მიღების ან სამუშაო პრაქტიკის ხანგრძლივი ვადით (3 თვით) შეწყვეტის შემდეგ, მეტეომომსახურების უფლებამოსილების უშუალოდ განხორციელების მომენტამდე გასატარებელი ღონისძიებები. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინსტრუქცია უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; მ) ხარისხის მართვის სისტემის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9873 („საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურების მიწოდების ხარისხის მართვის სისტემის სახელმძღვანელო“) მოთხოვნებს. 4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან ადგენენ სააგენტოს სათანადო სტრუქტურული ერთეულები/ქვედანაყოფები, დასკვნის სახით, სააგენტოში დადგენილი საქმისწარმოების წესით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის (არასრულად, არაზუსტად) შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს წერილობით მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს მათი გამოსწორების წერილობით სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დადებითი დასკვნის ან ამავე პუნქტით განსაზღვრული ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, კომისია სამუშაო ადგილზე ამოწმებს განმცხადებლის ფაქტობრივ მდგომარეობას.  6. კომისია განმცხადებლის სამუშაო ადგილზე უნდა დარწმუნდეს, რომ სამსახურის მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეომომსახურებასთან დაკავშირებული მეტეოსპეციალისტების განათლება, კვალიფიკაცია, რაოდენობა, მეტეოსაშუალებების ფლობა, ტექნიკური მდგომარეობა, განლაგება, აგრეთვე, ხარისხის მართვის სისტემა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საბუთებში ასახული ინფორმაცია შეესაბამება ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 7. კომისისის მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების შემოწმების მასალები აისახება ოქმში (დანართი №6 ). 8. ოქმი შეიცავს აგრეთვე კომისიის დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს: ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. დადებითი შეფასებისას დასაშვებია უმნიშვნელო ხარვეზების არსებობა, რომელთა გამოსასწორებლად განმცხადებელს ეძლევა ვადა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხარვეზები უშუალოდ უარყოფითად არ მოქმედებს ფრენის უსაფრთხოებაზე; ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. 9. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, კომისიის ოქმში დეტალურად აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომელთა საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა იქნა მიღებული. 10. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო წერილობით ატყობინებს განმცხადებელს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო შეტყობინება. 11. კომისია, ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული, განმცხადებლის წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების ფაქტობრივ მდგომარეობას და შემოწმების მასალებს შესაბამის დასკვნასთან (თუ ნაკლოვანებები გამოსწორებულია – დადებითი, თუ არა – უარყოფითი) ერთად ასახავს ოქმში. 12. სააგენტო ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან ამავე მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული დადებითი დასკვნის გამოტანიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის სერტიფიკატის დანართში სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიურ მომსახურებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მოთხოვნების (უფლებების და შეზღუდვების) შეტანის თაობაზე. 13. სააგენტო, ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, სამსახურის სერტიფიკატის დანართში ასახავს სამსახურის მიერ სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიურ მომსახურებასთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ მოთხოვნებს (უფლებებს და შეზღუდვებს). 14. სააგენტოს მიერ სამსახურის სერტიფიკატის დანართში სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიურ მომსახურებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მოთხოვნების (უფლებების და შეზღუდვების) შეტანის თაობაზე უარი ეთქმება: ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში განმცხადებლის მიერ ნაკლოვანებების გამოუსწორებლობის შემთხვევაში; ბ) ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 15. მეტეოსაშუალებების აღიარებასთან, სამსახურის მიერ მეტეომომსახურების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობასა და კონტროლთან, შემმოწმებლის სამსახურში დაშვებასთან, აგრეთვე, საინსპექციო შემოწმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვრცელდება ამ წესის 21–24-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები. თავი IV ტექნიკური საშუალების სერტიფიცირება და აღიარება მუხლი 20🔗. ტექნიკურ საშუალებაზე სერტიფიკატის გაცემა  სამსახურის ტექნიკური საშუალებაზე სერტიფიკატი გაიცემა მწარმოებლის მიერ.  მუხლი 21🔗. ტექნიკური საშუალების აღიარება 1. სამსახურის ტექნიკური საშუალების აღიარებას (აღიარებაზე უარის თქმას) ახორციელებს სააგენტო სამსახურის წერილობითი განცხადების საფუძველზე და იმ შემთხვევაში, თუ ეს ტექნიკური საშუალება გამოიყენება ან უნდა იქნეს გამოყენებული სამსახურის მიერ საჰაერო მოძრაობის მომსახურების უზრუნველსაყოფად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და თან უნდა ერთოდეს ასაღიარებელი ტექნიკური საშუალების: ა) სერტიფიკატი; ბ) მწარმოებლის მიერ გაცემული ტექნიკური პასპორტი ან ტექნიკური მახასიათებლების დამადასტურებელი საბუთი: გ) მწარმოებლის მიერ შემუშავებული ან მის მიერ აღიარებული ტექნიკური რეგლამენტი ან ტექნიკური ექსპლუატაციის წესი; დ) სამსახურის მიერ ფლობის დამადასტურებელი საბუთი; ე) საექსპლუატაციო ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებული საბუთი (როგორც წესი–შეთანხმება), რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ასახული და გამიჯნული სამსახურის და მწარმოებლის უფლებამოსილებათა საკითხები; 3. სააგენტო აღიარებს ტექნიკურ საშუალებას, თუ იგი გამოიყენება ან უნდა იქნეს გამოყენებული სამსახურის მიერ როგორც საჰაერო მოძრაობის მართვის, კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო, აგრეთვე, სააერნაოსნო და/ან საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალება და იგი აკმაყოფილებს ჩიკაგოს კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული აღიარებისას, სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ ასაღიარებელი ტექნიკური საშუალების ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება მისი სერტიფიკატით და/ან ტექნიკური პასპორტით ან ტექნიკური მახასიათებლების დამადასტურებელი საბუთით განსაზღვრულ საექსპლუატაციო პარამეტრებს. 5. სააგენტოს მიერ ტექნიკური საშუალების აღიარებისას (აღიარებაზე უარის თქმისას) გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის ასლი ინახება სამსახურის საქმეში, სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში. 6. ამ მუხლით გათვალისწინებულ აღიარებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდნენ სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად უფლებამოსილნი არ არიან განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება. 7. სააგენტოს მიერ ტექნიკური საშუალების აღიარებაზე უარი ეთქმება, თუ განცხადება, თანდართული საბუთები, შემცველი ინფორმაცია და/ან ტექნიკური საშუალების მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს. უარი უნდა იყოს დასაბუთებული და მასში დეტალურად უნდა იყოს აღნიშნული უარის თქმის მიზეზ(ებ)ი. თავი V ზედამხედველობა და კონტროლი  მუხლი 22🔗. სამსახურის ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, ტექნიკური საშუალების მდგომარეობაზე ზედამხედველობა და კონტროლი  1. სამსახურის ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე (შემდგომში – საქმიანობაზე) ან ტექნიკური საშუალების მდგომარეობაზე ზედამხედველობა და კონტროლი სამსახურის სერტიფიცირების და ტექნიკური საშუალების აღიარების განუყოფელი ნაწილია და მას, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, ახორციელებს სააგენტო. 2. სამსახურის და ტექნიკური საშუალების მდგომარეობის გეგმური საინსპექციო შემოწმების პერიოდულობას და ვადებს ადგენს სააგენტო. 3. საინსპექციო შემოწმების ფორმები და მეთოდები, შემმოწმებლების უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა განსაზღვრულია „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 14 აგვისტოს №137 ბრძანებით. სამსახურის საინსპექციო შემოწმების საკონტროლო ფორმის (check–list) და ოქმის ნიმუშები მოყვანილია ამ წესის დანართებში №4,№5,№7, რომლებშიც საინსპექციო შემოწმების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, დასაშვებია შესაბამისი ცვლილებების და/ან დამატებების განხორციელება. 4. სააგენტო სპეციალისტების მიერ განხორციელებული ნებისმიერი სახის (გეგმური, არაგეგმური) საინსპექციო შემოწმების, საზედამხედველო და საკონტროლო საქმიანობის შედეგები აისახება ოქმ(ებ)ში, რომლებიც სერტიფიცირების დოკუმენტებთან ერთად 7 (შვიდი) წლის განმავლობაში ინახება სააგენტოში. 5. სამსახურის საქმიანობაზე და/ან ტექნიკური საშუალების მდგომარეობაზე ზედამხედველობა ითვალისწინებს: ა) სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის შემოწმებას; ბ)სამსახურის ფუნქციონირებისას, ამ წესის მე-17 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, სააგენტოსა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის ანგარიშების/შეტყობინებების მდგომარეობის შემოწმებას;  გ) ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მდგომარეობის შემოწმებას;  დ) სამსახურის ფრენის უსაფრთხოების სისტემის პერიოდული შემოწმებ(ებ)ის ჩატარებას, აგრეთვე, ტექნიკური საშუალების საექსპლუატაციო პროცედურების დადგენილი პერიოდულობით და სრულად ჩატარების შემოწმებას; ე) სამსახურის მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მუდმივ ანალიზს. თავი VI  სამსახურის სერტიფიკატის გამცემის და მფლობელის უფლებამოსილება. აღიარებული ტექნიკური საშუალების მფლობელის უფლებამოსილება. პასუხისმგებლობა  მუხლი 23🔗. შემმოწმებლის დაშვება სამსახურში 1. სააგენტოს მიერ უფლებამოსილ პირს, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, ნებისმიერი დროს შეუძლია განახორციელოს სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის საინსპექციო შემოწმება, რომლის დროსაც მოწმდება ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, სამსახურის ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრუქტურული ერთეულები, მათი საბუთები და ჩანაწერები, საჰაერო მოძრაობის მომსახურებისა და მართვის სისტემები, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული, ამ წესით განსაზღვრული სხვა საკითხები. 2. სამსახური ვალდებულია ხელი შეუწყოს საინსპექციო შემოწმების სრულყოფილად ჩატარებას. მუხლი 24🔗. საინსპექციო შემოწმება  1. სამსახური, საკუთარი, ან მოწვეული სპეციალისტების ძალებით, აწარმოებს საჰაერო მოძრაობის მომსახურების შიდასაინსპექციო შემოწმებას უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფის მიზნით: ა) სამსახურის მომსახურებად საჰაერო სივრცეში მომხდარი ნებისმიერი საავიაციო მოვლენის მოხდენისთანავე; ბ) სამსახურის შენობა-ნაგებობ(ებ)ის და/ან ტექნიკური საშუალებ(ებ)ის რემონტის ან გადაიარაღების ან მშენებლობის დროს; გ) ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჰაერსანაოსნო ინფორმაციის უზუსტობის შემთხვევაში, თუ უზუსტობა განეკუთვნება სამსახურის საქმიანობის სფეროს; დ) სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, როცა იქმნება ისეთი პირობები, რაც უარყოფითად მოქმედებს/იმოქმედებს საჰაერო მოძრაობის მომსახურებაზე, ფრენის უსაფრთხოებაზე და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე. 2. სააგენტო, სამსახურის საინსპექციო შემოწმებას ახორციელებს ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მიზნით. საინსპექციო შემოწმებას ახორციელებს სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომლის უფლებამოსილება და შემოწმების ვადები განისაზღვრება ამავე ბრძანებით. საინსპექციო შემოწმების ჩატარების თაობაზე, სამსახურს ეცნობება შემოწმების დაწყების თარიღამდე ერთი თვით ადრე მაინც. შემოწმების შედეგები აისახება კომისიის ოქმში (დანართი №7), რომელსაც იხილავს სააგენტო, შემოწმების დამთავრებიდან ორი კვირის ვადაში. მუხლი 25🔗. სამსახურის სერტიფიკატის, აღიარებული ტექნიკური საშუალების მფლობელის უფლება-მოვალეობები სამსახურის სერტიფიკატის, აღიარებული ტექნიკური საშუალების მფლობელის უფლება-მოვალეობებია: ა) განახორციელოს საქმიანობა სამსახურის სერტიფიკატში და მის დანართში მითითებული პირობებისა და შეზღუდვების შესაბამისად; ბ) უზრუნველყოს ჩიკაგოს კონვენციის მე-10 („საავიაციო კავშირგაბმულობა“), მე-11 („საჰაერო მოძრაობის მომსახურება“) და მე-17 („უშიშროება. სამოქალაქო ავიაციის დაცვა უკანონო ჩარევის აქტებისაგან“) დანართებით განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების, ამ წესის და სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებული პირობების დაცვა; გ) ავარიული მდგომარეობის, კავშირის შეწყვეტის და გაუთვალისწინებელი სიტუაციისას, იმოქმედოს ამ წესის და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 4444 („საჰაერო მოძრაობის ორგანიზება“) მე-15 თავის მოთხოვნების შესაბამისად; დ) მოითხოვოს კონსულტაციები სააგენტოსთან საჰაერო მოძრაობის მომსახურების უსაფრთხოდ წარმოების თაობაზე;  ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აცნობოს სააგენტოს საჰაერო მოძრაობის მომსახურების დროს მომხდარ საავიაციო მოვლენაზე; ვ) უზრუნველყოს საჰაერო მოძრაობის მომსახურე პერსონალის კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაცვა, სამსახურის ტექნიკური საშუალებების საექსპლუატაციო ვარგისობა, მათი პარამეტრების მუდმივი და სისტემატური შემოწმება; ზ) სამსახურის შემოწმების ანგარიშები შეინახოს 7 წლის განმავლობაში; თ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის უზუსტობაზე და დაგეგმილ ცვლილებებზე ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად წერილობით აცნობოს/მიმართოს სააგენტოს; ი) ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბუთებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში წერილობით აცნობოს სააგენტოს დაუყოვნებლივ; კ) უზრუნველყოს, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მიერ განსაზღვრული ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გამოქვეყნება საქართველოს AIP-ში, ICAO-ს ოფიციალური გამოცემით – DOC 8126 („სააერნაოსნო ინფორმაციის სახელმძღვანელო“) განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად; ლ) ფრენების უსაფრთხოების მიზნით, უზრუნველყოს საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების შესრულებასთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის, საკუთარი საშუალებებით, საავიაციო ელექტროკავშირგაბმულობის ფიქსირებული სპეციალური ქსელით (AFTN, და/ან სხვ.) გადაცემა; მ) განახორციელოს ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობანი. მუხლი 26🔗. სააგენტოს უფლება-მოვალეობები სააგენტო, როგორც სამსახურის სერტიფიკატის გამცემი და ტექნიკური საშუალების აღიარების განმხორციელებელი ორგანო, ამ წესით დადგენილ შემთხვევებში და წესით: ა) გასცემს სამსახურის სერტიფიკატს, შეაჩერებს ან განაახლებს მისი მოქმედების ვადას, აუქმებს მას, ზღუდავს სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებულ უფლებებს, გასცემს დუბლიკატს, უარს აცხადებს სამსახურის სერტიფიკატის გაცემაზე; ბ) შეაქვს ცვლილებები სამსახურის სერტიფიკატში და მის დანართში; გ) აწარმოებს რეესტრს; დ) საჰაერო მოძრაობის სამსახურის სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ საბუთებს ინახავს სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების მთელი ვადის და შემდგომ 7 (შვიდი) წლის განმავლობაში; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ზედამხედველობას და კონტროლს სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის საქმიანობაზე; ვ) განიხილავს და აფასებს ამ წესის დანართი №10-ით გათვალისწინებულ საავიაციო გამოკვლევის შედეგებს; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 27🔗. პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.