სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ ქ. თბილისში, აჭარის ქ. №8-ში მდებარე სს „ტუბერკუ¬ლოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის გარე ელექტრომომარაგების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№208
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 12/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №208

2008 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ ქ. თბილისში, აჭარის ქ. №8-ში მდებარე სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ახალი კორპუსის გარე ელექტრომომარაგების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელმა ცენტრმა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამით“ (ორგანიზაციული კოდი 35 23 02) გათვალისწინებული ქ. თბილისში, აჭარის ქ. №8-ში მდებარე სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ახალი კორპუსის გარე ელექტრომომარაგების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა 200 000 (ორასი ათასი) ლარის ფარგლებში.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ვ. გურგენიძე