ლ. ჟვანიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №921
2008 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
ლ. ჟვანიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ლაშა ჟვანიას, რათა საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს „საქართველოს მთავრობასა და შპს „მაგთიკომს“ შორის ერთიანი სამთავრობო ქსელის პროექტის განხორციელების თაობაზე“ 2007 წლის 10 აგვისტოს გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში შესატან ცვლილებებს (მემორანდუმის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საჭიროების შემთხვევაში (ცვლილებების განხორციელებისას) ყოველი კვარტ ა ლის ბოლოს წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს მთავრობას.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ე. შარაშიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ნოემბრის №810 განკარგულება.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლ. ჟვანიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ლ. ჟვანიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.12.2008.
- როდის იქნა მიღებული „ლ. ჟვანიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“?
- „ლ. ჟვანიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ მიღებულია 28.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №921. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ლ. ჟვანიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ლ. ჟვანიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“, №921, 28.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2182734/