შპს ,,თელავის საგზაო სამმართველოს“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№255
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 24/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№255

2008 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

შპს ,,თელავის საგზაო სამმართველოს“სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს შპს „თელავის საგზაო სამმართველო“სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შეკეთების სამუშაოების შესასრულებლად პანკისის ხეობაში, ახმეტა-მატანი-ბირკიანი-ბაწარას საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე 1000 მ3 ინერტული მასალის მოპოვებისას X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

X

Y

1

524112

4664853

2

524125

4664837

3

524073

4664822

4

524085

4664806

      

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ვ. გურგენიძე