პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის „პროფესიული განათლება დასაქმებისათვის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის №113 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №294
2008 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის „პროფესიული განათლება დასაქმებისათვის“დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის №113 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის „პროფესიული განათლება დასაქმებისათვის“დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის №113 განკარგულებით დამტკიცებულ პროგრამაში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
,,პროფესიული განათლება დასაქმებისათვის“
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროექტი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სფეროში კერძო სექტორის როლის გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას ადეკვატურად მომზადებული კადრებით.
პროექტის მიზნის მისაღწევად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება (შესაძლებელია, როგორც უძრავი, ისე მოძრავი) პირობადებულ (პროფესიული სასწავლებლის მოწყობა) საკუთრებაში გადაეცემა ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.
მუხლი 2. პროექტის ამოცანებია
– საქართველოს მასშტაბით მინიმუმ 50 პროფესიული მომზადება–გადამზადების ცენტრის შექმნა ინვესტიციების მოზიდვის გზით;
– საჯარო–კერძო პარტნიორობის ფარგლებში პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება;
– პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნა, რომელთა კურსდამთავრებულნიც კონკურენტუნარიანი იქნებიან შრომის ბაზარზე;
– თანამედროვე სტანდარტებით კვალიფიციური კადრების მომზადება, როგორც გრძელვადიანი პროგრამებით, ისე პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიანი კურსებით.
მუხლი 3. პროექტის არსი
ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ბრძანებით შექმნილი კომისია წარმოდგენილი ბიზნესგეგმების მიხედვით შეარჩევს იმ წინადადებებს, რომელთა მიხედვითაც ჩამოყალიბდება მოთხოვნები ყოველ კონკრეტულ ობიექტზე ან უკვე არსებულ პროფესიულ სასწავლებელზე და აღნიშნული პირობებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო განახორციელებს კერძო პირებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემას.
მუხლი 4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის სავალდებულო პირობები
1. სწავლების პროცესის დაწყება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.
2. პროფესიული განათლების ცენტრის ფუნქციონირება პროფილის მიხედვით სწავლების პროცესის დაწყებიდან არა ნაკლებ 7 (შვიდი) წლის განმავლობაში.
3. სწავლების პროცესის შეუფერხებელი და გამართული მიმდინარეობა.
4. ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შესრულებისათვის შესაძლებელია მესაკუთრემ მიიღოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია.
5. ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შესრულებისათვის შესაძლებელია მესაკუთრემ მიზნობრივად გადაცემული ქონების ფარგლებში განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, და რომლის განხორციელებაც დადასტურდება სახელმწიფო სერტიფიკატით.
6. თუ ქონების მიმღებზე ხდება ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების გადაცემა, სადაც მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროცესი, მაშინ ქონების მიმღები ვალდებულია საგანმანათლებლო ციკლის დასრულებამდე შეინარჩუნოს პროცესის უწყვეტობა, ასევე, არ გააუარესოს დაწესებულებების სტუდენტებისა (მოსწავლეების) და პედაგოგების (მომსახურე პერსონალის) პირობები.
7. ქონების მიმღებმა ამ მუხლის მე–6 პუნქტით დადგენილი ვალდებულებები უნდა განახორციელოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გარეშე.
8. „პროფესიული განათლების შესახებ“საქართველოს კანონის ფარგლებში პროფესიული განათლების ცენტრებს უფლება აქვთ განახორციელონ სამეწარმეო საქმიანობა იმ პირობით, რომ ეს არ იქნება მათი ძირითადი საქმიანობა, ასევე, სწავლების პროცესში მოსწავლეების შრომა იქნება ანაზღაურებული.
9. გადასაცემი ქონების სპეციფიკიდან გამომდინარე და წარმოდგენილი ბიზნესგეგმის მიხედვით შესაძლებელია კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება გადაცემული ქონების მრავალფუნქციური გამოყენების შესახებ, და რომელიც პირდაპირ მოემსახურება ამ პროგრამის მიზნებს.
10. პროგრამით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად შესაძლებელია განხილულ იქნეს ქონების მიმღების მიერ გადაცემული ქონების გამოყენება ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისათვის, მაგრამ აუცილებელია აღნიშნული საქმიანობა მოიცავდეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
მუხლი 5. პროექტში მონაწილეობის კრიტერიუმები
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, ან პირთა გაერთიანებებს, რომელთა ბრუნვა 2007 წელს აღემატება 500 000 ლარს.
თუ პრეტენდენტის ბრუნვა 2007 წელს არ აღემატება 500 000 ლარს, ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის აუცილებელია საბანკო გარანტიის წარმოდგენა 50 000 ლარის ოდენობით.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ–მინისტრი ვ. გურგენიძე