ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №40 |
|
2014 წლის 6 იანვარი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფოსტის სფეროსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანამდე, „საფოსტო ამანათებზე“ 1994 წლის 14 სექტემბრის საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული საფოსტო გზავნილის – ამანათის (შემდგომში − ამანათი) მიღება-გაგზავნის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მხოლოდ შპს „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყოს:
ა) საქართველოში სახმელეთო ან საზღვაო გზით შემომავალი ამანათის შემოტანა, დამუშავება და ადრესატისათვის ჩაბარება, ასევე საქართველოდან სახმელეთო ან საზღვაო გზით გამავალი ამანათის გამგზავნისაგან მიღება, დამუშავება და გაგზავნა; ბ) სახმელეთო ან საზღვაო გზით შემოტანილი ამანათის საქართველოს ტერიტორიაზე სახმელეთო გზით ტრანსპორტირება, მისი დამუშავებისა და ადრესატისათვის ჩაბარების (მათ შორის დატარებით) ან გაგზავნის მიზნით. |
| მუხლი 2 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, 2014 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტის პროექტი. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.10.2014.
- როდის იქნა მიღებული „ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ“?
- „ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 06.01.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №40. სარეგისტრაციო კოდი — 320110000.10.003.017576.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.10.2014-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.10.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ“, №40, 06.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 320110000.10.003.017576 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2186397/