ბავშვთა კეთილდღეობის 2008-2011 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №869
2008 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბავშვთა კეთილდღეობის 2008-2011 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს ბავშვთა კეთილდღეობის 2008-2011 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა (დანართი №1) და 2008 წლის ღონისძიებათა ნუსხა (დანართი №2).
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. კვიტაშვილი) 2009 წლის 15 აპრილამდე შეიმუშაოს და წარმოადგინოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული გეგმის ღონისძიებები და მოსალოდნელი შედეგები 2009-2011 წლებისათვის.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. გალობლიშვილი
დანართი №1
ბავშვთა კეთილდღეობის 2008-2011 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა
1. 2008-2011 წლების ბავშვთა კეთილდღეობის სამთავრობო სამოქმედო გეგმა
| მიზანი: საქართველოში ყველა ბავშვს ჰქონდეს პოზიტიური და ინდივიდუალური ფსიქოსოციალური განვითარების შესაძლებლობა | |||
| მიზნობრივი ჯგუფები | საზოგადოებაში რეინტეგრირებული და ინტეგრაციის საჭიროების მქონე ბავშვები; ობოლი და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვები; ქუჩის ბავშვები; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, რომლებიც ფსიქოსოციალურ მომსახურებას საჭიროებენ; ტრეფიკინგისა და ექსპლუატაციის მსხვერპლი ბავშვები; არაკანონმორჩილი და ანტისოციალური ქცევის ბავშვები; ძალადობისა და უგულებელყოფის მსხვერპლი ბავშვები; სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახების ბავშვები; დოკუმენტაციის არმქონე ბავშვები; ყველა ბავშვი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებში მოხვედრის რისკის წინაშეა.
| ||
| პრობლემა | სიღარიბე, რომელიც ხელს უშლის ოჯახს ბავშვზე სათანადოდ იზრუნოს | ძალადობა | ბავშვის განვითარებისთვის საზიანო, დიდი „ყაზარმული ტიპის“ სააღმზრდელო დაწესებულებების ფართოდ გამოყენება |
| მიზნები | საქართველოში დახმარების საჭიროების მქონე ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სოციალური მომსახურებები, რომლებიც უზრუნველყოფს მათ პოზიტიურ, ინდივიდუალურ და ჰარმონიულ განვითარებას. | საქართველოში თითოეული ბავშვი სახელმწიფოს მიერ დაცული იყოს ყველა სახის ძალადობის, ექსპლუატაციისა და უგულებელყოფისაგან. | სახელმწიფო სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის დახმარებით უზრუნველყოფს მზრუნველობამოკლებული ბავშვების ემოციურ, ფსიქოსოციალურ და ინდივიდუალურ განვითარებას ოჯახურ და ოჯახურ ზრუნვასთან მიმსგავსებულ გარემოში. |
| ამოცანები | მშობლებისა და ბავშვების საჭიროებებზე დაფუძნებული ინდივიდუალური მომსახურებებისა და დახმარებების ინტეგრირებული სისტემის განვითარება ყველა რაიონსა და მუნიციპალიტეტში. | ბავშვთა დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განვითარება, კანონმდებლობის სისრულეში მოყვანა და შეტყობინება/ინტერვენციის სისტემის ამუშავება. | ზრუნვის სახელმწიფო სისტემის მიერ შესაბამისი საჭიროების მქონე ბავშვების უზრუნველყოფა ხარისხიანი, საჭიროებებზე დამყარებული, ინდივიდუალური და მრავალფეროვანი მომსახურებებით ადგილობრივ დონეზე. |
| ღონისძიებები | 1. ერთიანი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ბავშვებისათვის არსებული დახმარების სისტემის გადახედვა; 2. ოჯახებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილი სოციალური მომსახურებების განვითარება ყველა რაიონსა და მუნიციპალიტეტში.
| 1. ბავშვთა დაცვის პოლიტიკის შემუშავება; 2. მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შექმნა, რომლის მიზანია პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობა; 3. ბავშვთა დაცვის სისტემის ადმინისტრირებისათვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრა; ინფორმირების გაუმჯობესება. | 1. ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურებების განვითარება; 2. ზრუნვის სისტემაში ბავშვთა ნაკადის შესვლა-გამოსვლის კონტროლისა და გადაწყვეტილებათა მიმღები სისტემის შექმნა; 3. 2012 წლისთვის დიდ სააღმზრდელო დაწესებულებათა უმრავლესობის დახურვა; 4. ინფორმირების გაუმჯობესება. |
| ინდიკატორები | 1. ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებებში ჩარიცხვის მაჩვენებელი; 2. სოციალურად მოწყვლადი ბავშვების/ოჯახების მიერ ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების მოხმარების მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით; 3. ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების შემთხვევების რაოდენობა, რომლებიც დაიხურა 6 თვეში; 4. ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების შემთხვევების რაოდენობა, რომლებიც დაიხურა 2 წელიწადში; 5. შეფასების წარმოების, შემთხვევის მართვისა და ინტერვენციის მეთოდებში მომზადებული სოციალური მუშაკების რაოდენობა რაიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით; 6. ბავშვიანი ოჯახების რაოდენობა, რომლებიც იღებენ მატერიალურ და არამატერიალურ მხარდაჭერას; 7. ბავშვზე ზრუნვის სისტემაში განმეორებითი შეტყობინებების მაჩვენებელი 2009 წლის შემდეგ. | 1. ოჯახებში, სკოლებსა და სამზრუნველო დაწესებულებებში გამოვლენილი და აღრიცხული ბავშვზე ძალადობის შემთხვევები 2009, 2010, 2011 წლებში; 2. ბავშვთა დაცვის სახელმწიფო სისტემაში შეტყობინებათა რაოდენობა მეზობლების, პოლიციის, ექიმების, მასწავლებლებისაგან და სხვა წყაროებიდან; 3. 2010 წლისთვის ბავშვთა დაცვის ახალ სისტემაში პასუხისმგებლობების საკითხებში გადამზადებული პოლიციელების, ექიმებისა და მასწავლებლების რაოდენობა; 4. ყველა რეგიონში შექმნილი სარეაბილიტაციო მომსახურება ძალადობის, ექსპლუატაციისა და უგულებელყოფის მსხვერპლი ბავშვებისათვის; 5. ბავშვთა დაცვის მომსახურებებში ბავშვების მიერ გამოაშკარავებული და გაცხადებული ძალადობის შემთხვევების რაოდენობა (როგორც თანატოლებთან, ისე საკუთარ თავთან მიმართებაში). | 1. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პროცენტული მაჩვენებელი მომსახურების სახეების მიხედვით: - რეინტეგრაცია; - ნათესაური მეურვეობა და მზრუნველობა; - გაშვილება; - ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურებები (მინდობით აღზრდა); - მცირე საოჯახო ტიპის სახლები; - დიდი სააღმზრდელო დაწესებულებები. 2. მომსახურების მიმწოდებელთა რაოდენობა, რომლებიც დამტკიცებული სტანდარტების დაცვით აწოდებენ მომსახურებას; 3. ადგილების რაოდენობა ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებაში რეგიონების მიხედვით (1000 ბავშვზე): - ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურებები _ გაშვილება, მინდობით აღზრდა; - მცირე საოჯახო ტიპის სახლები; - დიდი სააღმზრდელო დაწესებულებები; - რეინტეგრაცია. 4. „სრული შეფასების“ მქონე ბავშვთა რაოდენობა - ყოველ 6 თვეში გადასინჯული შემთხვევების რაოდენობა; 5. სკოლის შემდგომ საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების მაჩვენებელი იმ ახალგაზრდებისა, რომლებსაც აღარ ეხმარება ზრუნვის სისტემა; 6. დიდი სააღმზრდელო დაწესებულებების დახურვის მაჩვენებელი.
|
2. 2008 წლის სამოქმედო გეგმის მოსალოდნელი შედეგები
| მიზანი: საქართველოში ყველა ბავშვს პოზიტიური და ინდივიდუალური ფსიქოსოციალური განვითარების შესაძლებლობა აქვს
| |||
| ამოცანები | მშობლებისა და ბავშვებისათვის საჭიროებებზე დაფუძნებული ინდივიდუალური მომსახურებებისა და ბენეფიტების ინტეგრირებული სისტემა განვითარებულია ყველა რაიონსა და მუნიციპალიტეტში.
| ბავშვთა დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განვითარება, კანონმდებლობის და მომართვიანობა/ინტერვენციის სისტემის ამუშავება. | სახელმწიფო ზრუნვის სისტემის მიერ საჭიროების მქონე ბავშვების უზრუნველყოფა ხარისხიანი, საჭიროებებზე დამყარებული, ინდივიდუალური და მრავალფეროვანი მომსახურებებით ადგილობრივ დონეზე.
|
| მოსალო-დნელი შედეგი 2008 წლის ბოლოსთვის | 1. 50%-ით შემცირებული ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებებში ჩარიცხვის მაჩვენებელი;
2. სოციალურად მოწყვლადი ბავშვების/ოჯახების მიერ 100%-ით გაზრდილი ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების მოხმარება ქვეყნის მასშტაბით; 3. ქვეყნის რაიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით ყოველ 10,000 ბავშვზე 1.5 სოციალური მუშაკი გადამზადებულია შეფასების წარმოების, შემთხვევის მართვისა და ინტერვენციის ტექნიკაში; 4. მატერიალური და არამატერიალური მხარდაჭერის მიმღებ ოჯახთა რაოდენობა გაზრდილია 2008-11 წლებში; 5. ბავშვთა ზრუნვის სისტემაში ხელახალი მომართვის მაჩვენებელი არ აღემატება 2009 წლის შედეგს. | 1. 8 საპილოტე რაიონში/ მუნიციპალიტეტში გადამზადებული 4 პოლიციელი, 4 ექიმი, 4 მასწავლებელი (ბავშვთა დაცვაში და მათი პასუხისმგებლობების შესახებ საპილოტე სისტემაში); 2. 5 რეგიონში ძალადობის, ექსპლუატაციისა და უგულებელყოფის მსხვერპლი ბავშვებისათვის სარეაბილიტაციო მომსახურების დანერგვის გეგმა და ბიუჯეტი შეთანხმებულია.
| 1. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა რაოდენობის თანაფარდობა დიდი ზომის სააღმზრდელო დაწესებულებებსა და ოჯახური ტიპის მომსახურებებში შემცირებულია 40%-ით; 2. 45 მომსახურების მიმწოდებელი გადამზადდა და ხელმძღვანელობს დამტკიცებული სტანდარტებით მომსახურების მიწოდებისას; 3. ოჯახური ტიპის ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურებების რაოდენობა და სახეობა გაზრდილია საჭიროების მიხედვით; 4. ბავშვის ზრუნვის სისტემაში განთავსება ეყრდნობა საჭიროებათა შეფასებას, რომელსაც ახორციელებს სოციალური მუშაკი; 5. ზრუნვის სისტემიდან გამავალი ბავშვების სკოლის შემდგომი განათლების და დასაქმების სისტემაში ჩართულობის მაჩვენებელი იზრდება. 6. დიდი ზომის სააღმზრდელო დაწესებულებების 5% დახურვა. |
დანართი №2
2008 წლის ღონისძიებათა ნუსხა
აბრევიატურების განმარტება:
სგმს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სშჯსდს - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ბდდსკ - ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისია
ტერმინთა განმარტება
შეტყობინება - ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ განხორციელებული წერილობითი ან სიტყვიერი ფორმის მომართვა, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას.
ინტერვენცია (ჩარევა) - პროცესი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა საშუალებებით (რესურსების მობილიზება, ინდივიდის გაძლიერება, კონსულტირება, ადვოკატირება და ა.შ) ინდივიდუალური საჭიროების მქონე პირების/ჯგუფების დახმარებისაკენ მიმართულ აქტივობებს. ეს ფაზა ითვალისწინებს სამოქმედო გეგმის მიზნების შესაბამისი მოქმედებების განხორციელებას, პრაქტიკაში გატარებას. ძირითადი ამოცანა ამ პროცესში უკავშირდება რესურსებისა და შესაძლებლობების განვითარებას, რათა აღდგეს კლიენტის სოციალური ფუნქციონირება და მან დამოუკიდებლად მოქმედება შეძლოს. როგორც წესი, ჩარევაში განსახორციელებელი აქტივობები წინასწარ შეთანხმებულია სოციალურ მუშაკსა და კლიენტს შორის სამოქმედო გეგმის საშუალებით.
ოჯახის მხარდამჭერი მომსახურება - ორიენტირებულია ოჯახის დახმარებისაკენ მიმართულ გზებზე, მათი სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით (დღის ცენტრები; საკონსულტაციო და ფსიქოსარეაბილიტაციო მომსახურებები და სხვ.)
ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურება - ორიენტირებულია, რომ ბიოლოგიურ ოჯახს გარეთ დარჩენილ ბავშვებს მაქსიმალურად შეუქმნას ოჯახური გარემო, სადაც დაცული იქნება მათი ინდივიდუალობა, ღირსება და განვითარებისათვის საჭირო ყველა პირობა. ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებებს განეკუთვნება: მინდობით აღზრდა; მცირე საოჯახო ტიპის სახლები; სააღმზრდელო დაწესებულებები; სადღეღამისო თავშესაფრები.
შემთხვევა - თითოეულ ბავშვთან დაკავშირებული საქმიანობა. ამ დროს სოციალური მუშაკი ინდივიდუალურად ეხმარება კლიენტებს (ბავშვები/ოჯახები) პირადი და სოციალური პრობლემების გადაჭრაში. ინდივიდუალური მუშაობა შეიძლება მიზნად ისახავდეს დაეხმაროს კლიენტს გარემოსთან შეგუებაში ან სოციალური და ეკონომიკური ცვლილებისაგან გამოწვეული პრობლემების გადალახვაში. შემთხვევათა მენეჯერები მუშაობენ ორგანიზაციებში და კლიენტების სახელით ახდენენ კლიენტთათვის აუცილებელი დახმარების მოძიებას.
პირველადი შეფასება - პირველადი შეფასების მიზანია ძირითადი ინფორმაციის მოძიება და იმის გარკვევა, თუ რამდენად შეუძლია მოცემულ სააგენტოს/უწყებას ამ კლიენტის საჭიროებების დაკმაყოფილება. პირველადი შეფასება შესაძლებელია არაუმეტეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
სრული შეფასება - მიმართულია კლიენტის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალური მოძიებისაკენ, რათა მოხდეს ეფექტიანი ინტერვენციის დაგეგმვა და განხორციელება. რადგან სრული შეფასების დროს სოციალური მუშაკი ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაციის მოძიებას აწარმოებს, აუცილებელია იმის განსაზღვრა, თუ რა წარმოადგენს პრიორიტეტულ ინფორმაციას. სრული შეფასება შესაძლებელია არა უმეტეს 20 სამუშაო დღის განმავლობაში.
გადასინჯვა - ამ ფაზის მიზანია ინტერვენციის პროცესში კლიენტის მიერ მიღწეული პროგრესის კონტროლი და შეფასება. სოციალური მუშაკი შეისწავლის, როგორც ცვლილებას კლიენტის შეხედულებებსა და ცხოვრების წესში, ისე მისი სოციალური ფუნქციონირების ხარისხს, რის საფუძველზეც ადგენს სამომავლოდ შემთხვევის გაგრძელებისა და/ან დახურვის შესაძლებლობებს. გადასინჯვის პროცესი შესაძლებელი და აუცილებელია განხორციელდეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
შეფასების წარმოება - მიმდინარე პროცესია, რომლის ძირითადი ამოსავალი წერტილიც არის კლიენტი. შეფასების პროცესის მიზანია ადამიანისა და მისი უშუალო გარემოს ურთიერთქმედებისა და ურთიერთმიმართების შესწავლა. შეფასება არის ის ბაზა, რომელსაც უნდა დაეყრდნოს შემთხვევის/ზრუნვის გეგმა, რაც მიმართული იქნება ადამიანში ან/და მის გარემოში ცვლილების მიღწევისაკენ. ამ დროს სოციალური მუშაკი ახდენს კლიენტის მდგომარეობის პროფესიულ შეფასებას.
შემთხვევის მართვა - მომსახურების წარმართვის მეთოდი, რომლის საშუალებითაც უზრუნველყოფილია მომხმარებლისთვის მისი საჭიროების შესაბამისი მომსახურების უწყვეტი მიწოდება. მართვის პროცესი მოიცავს შემდეგ ასპექტებს: ა) შეფასება; ბ) ზრუნვის დაგეგმვა; გ) სხვა სამსახურში გადაგზავნა; დ) ინდივიდუალური მომსახურების გეგმის/ზრუნვის გეგმის განხორციელება; ე) მონიტორინგი; ვ) სამართლებრივი დაცვა; ზ) მომხმარებლისათვის მიწოდებული სხვადასხვა მომსახურების კოორდინაცია; თ) შემდგომი ღონისძიებები, რაც გულისხმობს შემთხვევის გადახედვას.
პოზიტიური განვითარება - ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს 0-დან 18 წლამდე ბავშვის ჯანსაღ და სრულფასოვან განვითარებას, მისი პოტენციალის სრულად გამოვლენისა და რეალიზების მიზნით.
ამოცანა 1
მშობლებისა და ბავშვებისათვის საჭიროებებზე დაფუძნებული ინდივიდუალური მომსახურებებისა და დახმარებების ინტეგრირებული სისტემის განვითარება ყველა რაიონსა და მუნიციპალიტეტში
| ღონისძიება №2 | აქტივობა და ქვეაქტივობა | 2008 | პასუხისმგებელი ორგანო |
| აქტივობა 1 | ოჯახებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილ სოციალურ მომსახურებებზე არსებული საჭიროების დადგენა |
|
|
| 1.1 | რაიონულ და მუნიციპალურ დონეზე საჭიროებათა შეფასების საშუალებათა შემუშავება | X | სგმს |
| 1.2 | აღნიშნულ საშუალებათა გამოცდა ორ რაიონსა და მუნიციპალიტეტში | X (2) | სგმს |
| 1.3 | ამ საშუალებათაშემოწმება და შეცვლა | X | სგმს |
| აქტივობა 2 | მომსახურებათა მიწოდების ოპტიმალური დონის დადგენა |
|
|
| 2.1 | მომსახურებათა გეგმის შემუშავება საჭიროებათა შეფასების საფუძველზე (საჭიროებათა შეფასების შედეგად (3.1.1.4)) | X (2) | სგმს
|
| 2.2 | არსებულ მომსახურებათა მიწოდების შეფასება მომსახურებათა გეგმასთან მიმართებაში | X (2) | სგმს
|
| 2.3 | ოჯახებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილ სახელმწიფო სოციალურ მომსახურებათა უზრუნველყოფის დონის დადგენა | X (2) | ბდდსკ სშჯსდს
|
| 2.4 | სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო მომწოდებელთა განსაზღვრა და კოორდინირება | X (2) | სგმს
|
| აქტივობა 3 | ოჯახებისა და ბავშვებისთვის სოციალურ მომსახურებათა ოპტიმალური დონის შეთავაზება |
|
|
| 3.1 | ისეთი მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა, რომლებიც აკმაყოფილებენ ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს | X (2) | სგმს
|
| 3.2 | ისეთი მომსახურებების შესყიდვა, რომლებიც აკმაყოფილებენ ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს | X (2) | სგმს
|
ამოცანა 2
ბავშვთა დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განვითარება, კანონმდებლობის სისრულეში მოყვანა და შეტყობინება/ინტერვენციის სისტემის ამუშავება
| ღონისძიება №1 | აქტივობა და ქვეაქტივობა | 2008 | პასუხისმგებელი ორგანო |
| აქტივობა 1 | ბავშვთა დაცვის პოლიტიკის შემუშავება – განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინფორმირების დონეს, პრევენციას, იდენტიფიცირებასა და შეტყობინებას |
|
|
| 1.1 | ამჟამად არსებული სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შედარება, ხარვეზების მოძიება და ახალი წინადადებების მიმოხილვა | X | ბდდსკ |
| 1.2 | პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის სამუშაო ვერსიის შემუშავება (სამუშაო ჯგუფში), რომელშიც შევა რაიონებისა და მუნიციპალიტეტების არჩევა, ამ არჩევანთა ღირებულების დადგენა და უპირატესობის წარმოდგენა_დასაბუთება.
| X | სგმს
|
| აქტივობა 2 | ბავშვთა დაცვის სისტემის შემუშავება |
|
|
| 2.1 | გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, თუ რომელ სახელმწიფო ორგანო(ებ)ს დაეკისრება პასუხისმგებლობა | X | ბდდსკ |
| 2.2 | სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან კავშირის დადგენა (მაგალითად, პოლიცია, სკოლები) | X | ბდდსკ |
| 2.3 | ყველა შესაბამისი ორგანოს როლისა და ვალდებულებების განსაზღვრა | X | ბდდსკ |
| 2.4 | პროცედურების შემუშავება, განმარტება | X | ბდდსკ |
| 2.5 | დაფინანსების წყაროების განსაზღვრა და დადასტურება (ყველა პარტნიორ ორგანიზაციაში) | X | ბდდსკ |
| ღონისძიება №2 | აქტივობა და ქვეაქტივობა | 2008 | პასუხისმგებელი ორგანო |
| აქტივობა 1 | ბავშვთა დაცვის სისტემის შემუშავება |
|
|
| 1.1 | სასინჯი რეგიონების შერჩევა (მინიმუმ ორი რეგიონი) | X | ბდდსკ |
| 1.2 | პროცედურების შემუშავება და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება | X | ბდდსკ |
| 1.3 | მატერიალურ-ტექნიკური ხელშეწყობა (ოფისი, ტელეფონის ხაზი) | X | ბდდსკ |
| 1.4 | პერსონალის მომზადება | X | ბდდსკ |
| 1.5 | ბავშვთა დაცვის სისტემის გამოცდის დანერგვა | X | ბდდსკ |
ამოცანა 3
ზრუნვის სახელმწიფო სისტემის მიერ შესაბამისი საჭიროების მქონე ბავშვების უზრუნველყოფა ხარისხიანი, საჭიროებაზე დამყარებული ინდივიდუალური და მრავალფეროვანი მომსახურებით ადგილობრივ დონეზე
| ღონისძიება №1 | აქტივობა და ქვეაქტივობა | 2008 | პასუხისმგებელი ორგანო |
| აქტივობა 1 | ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურებების საჭიროების დადგენა |
|
|
| 1.1 | რაიონულ დონეზე საჭიროებათა კვლევის საშუალებათა შემუშავება | X | სგმს |
| 1.2 | კვლევის საშუალებათა გამოცდა ორ რაიონსა და მუნიციპალიტეტში | X (2) | სგმს |
| 1.3 | კვლევის საშუალებათა შემოწმება და ცვლილებების შეტანა | X | სგმს |
| აქტივობა 2 | მომსახურებების მიწოდების ოპტიმალური დონის განსაზღვრა |
|
|
| 2.1 | მომსახურებების გეგმის შემუშავება საჭიროებათა კვლევის შედეგების საფუძველზე (3.1.1.4-ში მოხსენიებული საჭიროებათა კვლევის შემდეგ) | X (2) | სგმს
|
| 2.2 | მომსახურებების მიწოდების შეფასება მომსახურებების გეგმასთან მიმართებაში | X (2) | სგმს |
| 2.3 | ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურებების დონეების განსაზღვრა | X (2) | სგმს |
| 2.4 | სხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო მიმწოდებლების დადგენა და კოორდინირება | X (2) | სგმს
|
| აქტივობა 3 | მომსახურებების მიწოდების ოპტიმალური დონის უზრუნველყოფა |
|
|
| 3.1 | იმ მომსახურებების განვითარება, რომლებიც აკმაყოფილებენ ქვეყანაში არსებულ სტანდარტებს | X (2) | სგმს სშჯსდს |
| 3.2 | ქვეყანაში არსებული სტანდარტების შესაბამისი მომსახურებების უზრუნველყოფა | X | სგმს
|
| 3.3 | მომსახურებების შემოწმება ყოველწლიურად (მაგ. მომხმარებლების რაოდენობა, მომსახურებაზე მოთხოვნა, ხარისხის მაჩვენებლები) | X | სგმს სშჯსდს |
| ღონისძიება №2 | აქტივობა და ქვეაქტივობა | 2008 | პასუხისმგებელი ორგანო |
| აქტივობა 1 | მომართვებისა და შეფასების მექანიზმების განვითარება |
|
|
| 1.1 | შეფასებისათვის პასუხისმგებელი ორგანოს ოფიციალური სტატუსისა და უფლებამოსილების მინიჭება | X | სგმს |
| 1.2 | ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა, როგორც უწყების შიგნით, ისე სხვა შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობისას | X | სგმს |
| 1.3 | ოჯახთან განშორების რისკის წინაშე მყოფი ბავშვების შეფასებისათვის სავალდებულო პროცედურის შემუშავება სოციალური მუშაკების მიერ | X | სგმს |
| აქტივობა 2 | გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის დახვეწა |
|
|
| 2.1 | გადაწყვეტილების მიღებისათვის დამოუკიდებელი მრავალპროფესიული სტრუქტურის ჩამოყალიბება და მისთვის ფორმალური სტატუსის მინიჭება | X | სგმს სშჯსდს |
| 2.2 | არსებული პროცედურებისა და გზამკვლევების განვითარება და დახვეწა | X | სგმს |
| 2.3 | გადაწყვეტილებების გასაჩივრების პროცედურის შემოღება |
X | სგმს |
| აქტივობა 3 | გადაწყვეტილების გადასინჯვის რეგულარული სავალდებულო პროცედურის დაწესება ზრუნვის სახელმწიფო სისტემაში მყოფ ყველა ბავშვზე |
|
|
| 3.1 | გადაწყვეტილების გადასინჯვის საშუალებათა შემუშავება ბიოლოგიურ ოჯახში ბავშვის დაბრუნების მიზნით | X | სგმს |
| 3.2 | გეგმის შემუშავება, რომლის მიხედვით 2010 წელს ზრუნვის სახელმწიფო სისტემაში მყოფი ყველა ბავშვის საქმე რეგულარულად გადაისინჯება | X | სგმს |
| აქტივობა 4 | უწყებათაშორისი თანამშრომლობის განსაზღვრული პროცედურების დამკვიდრება |
|
|
| 4.1 | სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციების მოძიება, რომლებთანაც შესაძლებელია ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში თანამშრომლობა | X | სგმს |
| ღონისძიება №3 | ღონისძიება | 2008 | პასუხისმგებელი ორგანო |
| აქტივობა 1 | შესაძლო დახურვის მიზნით დაწესებულებების შეფასება |
|
|
| 1.1 | სააღმზრდელო დაწესებულებების შეფასება ოპტიმიზაციის გეგმის მიხედვით | X | სგმს |
| 1.2 | სააღმზრდელო დაწესებულებების ადგილმდებარეობის, შენობის, მასში განწესებული ბავშვების, დაწესებულების პერსონალისა და მომსახურებების შეფასების საშუალებათა შემუშავება/გადახედვა | X | სგმს |
| აქტივობა 2 | დახურვის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება |
|
|
| 2.1 | ინდივიდუალური გეგმები ბავშვებისათვის | X(2) | სგმს
|
| 2.2 | კადრების დაგეგმვა (კვალიფიკაციის ამაღლება, შემცირება)
| X | სგმს
|
| აქტივობა 3 | ზოგ სამზრუნველო დაწესებულებაში ჩარიცხვის შეწყვეტა |
|
|
| 3.1 | გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, თუ რომელმა დაწესებულებამ უნდა შეწყვიტოს ბავშვების მიღება და როდის | X | სგმს
|
| აქტივობა 4 | დარჩენილ დაწესებულებებში შუალედურ პერიოდში პირობების გაუმჯობესება |
|
|
| 4.1 | თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროების შეფასება და ტრენინგების უზრუნველყოფა | X | სგმს
|
| 4.2 | ფიზიკური გარემოს შეფასება და იმ საკითხების შერჩევა, რომელიც საჭიროებს განვითარებას | X | სგმს
|
| აქტივობა 5 | სააღმზრდელო დაწესებულებების დახურვა |
|
|
| 5.1 | სააღმზრდელო დაწესებულებების დახურვა | X | სგმს |
ამოცანა 4. შემხვედრი ღონისძიებები
(ქვემოჩამოთვლილი ღონისძიებები ეხება ყველა ამოცანას და მათი განხორციელების ვალდებულება ეკისრებათ შესაბამისი აქტივობის განმახორციელებელ უწყებებს)
| ამოცანა № 4 | აქტივობა და ქვეაქტივობა | 2008 | ||
| 4.1 | სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვთა შესვლისა და გამოსვლის კონტროლის მექანიზმი |
| ||
| 4.1.1 | კანონმდებლობის შემუშავება | X | ||
| 4.1.2 | კანონქვემდებარე აქტების შემუშავება | X | ||
| 4.2 | სოციალური მომსახურების თანამშრომელთა ტრენინგის განყოფილების შექმნა |
| ||
| 4.2.1 | სოციალურ სამსახურში პროფესიული განვითარების საჭიროების შეფასება და მომსახურებაში ტრენინგის უზრუნველყოფა | X | ||
| 4.2.2 | ბავშვთა სამოქმედო გეგმის დამხმარე ტრენინგების გეგმის შემუშავება 2011 წლამდე | X | ||
| 4.2.3 | მომსახურების საჭირო რაოდენობის ტრენერების მომზადება | X | ||
| 4.3 | ტრენინგის დაგეგმვა |
| ||
| 4.3.1 | ტრენინგის პაკეტის შემუშავება და ტრენერების წვრთნა | X | ||
| 4.3.2 | თითოეული რაიონიდან/მუნიციპალიტეტიდან ორი სოციალური მუშაკის კვალიფიკაციის ამაღლება, საჭიროებათა შეფასებისათვის | X (2) | ||
| 4.3.3 | სამინისტროს თანამშრომელთა და თითო რაიონიდან/მუნიციპალიტეტიდან ორი სოციალური მუშაკის ტრენინგი, რათა მომსახურების დაგეგმვა თანამონაწილეობის პრინციპით მოხდეს. | X (2) | ||
| 4.4 | ბავშვთა დაცვის შესახებ ტრენინგი |
| ||
| 4.4.1 | ტრენინგის პაკეტის შემუშავება და ტრენერების წვრთნა | X | ||
| 4.4.2 | სპეციალისტების ჯგუფის ტრენინგი | X | ||
| 4.4.3 | სოციალურ მუშაკთა ინფორმირება (ყველა სოციალური მუშაკი) | X | ||
| 4.4.4 | მომვლელები (ბავშთა კეთილდღეობის მომსახურებებში მომუშავე ყველა მომვლელი) | X | ||
| 4.4.5 | სფეროში მოღვაწე სხვა სპეციალისტების ინფორმირება | X | ||
| 4.5 | სტანდარტების ტრენინგი |
| ||
| 4.5.1 | ტრენინგის პაკეტის შემუშავება და ტრენერების წვრთნა | X | ||
| 4.5.2 | ლიცენზირებისა და ინსპექტირების პერსონალის მომზადება | X | ||
| 4.5.3 | სტანდარტების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების მომზადება | X | ||
| 4.5.4 | მომსახურების მიმწოდებელი პერსონალის მომზადება | X | ||
| 4.6 | ტრენინგი სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვთა შესვლისა და გამოსვლის კონტროლის სისტემის შესახებ |
| ||
| 4.6.1 | ტრენინგის პაკეტის შემუშავება და ტრენერების წვრთნა | X | ||
| 4.6.2 | სამინისტროს თანამშრომელთა მომზადება | X | ||
| 4.6.3 | ყველა სოციალური მუშაკის ტრენინგი | X | ||
| 4.6.4 | პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომელთა (ვინც კავშირშია ბავშვთა ზრუნვის სფეროსთან) მომზადება/ინფორმირება | X | ||
| 4.7 | ლიცენზირებისა და ინსპექტირების სისტემის დახვეწა |
| ||
| 4.7.1 | გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, თუ სად უნდა განწესდნენ ლიცენზირებისა და ინსპექტირების სპეციალისტები | X | ||
| 4.8 | სოციალური მუშაკის ზედამხედველობის სისტემა |
| ||
| 4.8.1 | სისტემის შექმნა, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სოციალური მუშაკების მზარდ რაოდენობას და ასევე დაადგენს, არის თუ არა დამატებითი მენეჯერების აყვანის საჭიროება | X | ||
| 4.8.2 | ზედამხედველობის თანამშრომელთა აყვანა და მომზადება (თუ საჭიროა) | X | ||
| 4.9 | მომსახურების მიწოდება და შესყიდვა |
| ||
| 4.9.1 | გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, თუ რა დონეზე უნდა განხორციელდეს მომსახურების შესყიდვა | X | ||
| 4.10 | ინფორმირებასა და ცოდნაში არსებული ხარვეზების შეფასება |
| ||
| 4.10.1 | დაინტერესებულ მხარეებს შორის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარება | X | ||
| 4.10.2 | განათლებაში არსებული ხარვეზების დადგენა | X | ||
| 4.10.3 | სტერეოტიპული შეხედულებების გამოკვეთა | X | ||
| 4.11 | უკეთ ინფორმირების კამპანიის შემუშავება | X | ||
| 4.11.1 | ყველაზე შესაფერისი მედიასაშუალებების შერჩევა | X | ||
| 4.11.2 | საქართველოს ერთ ან ორ რეგიონში კამპანიის გამოცდა | X | ||
| 4.12 | დაინტერესებული მხარეების სხვადასხვა ჯგუფისათვის ტრენინგების უზრუნველყოფა |
| ||
| 4.12.1 | ტრენინგის მიმღები ჯგუფების განსაზღვრა და შერჩევა | X | ||
| 4.12.2 | ტრენინგის კურსის მომზადება/არსებული კურსების გადასინჯვა | X | ||