ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.12.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
ძალის დაკარგვა 17.10.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №433
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017658
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 11.10.2005
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №433
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი, მე-5 ნაწილების, 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესი“.
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 11 ოქტომბრის №2-236 ბრძანება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ტექნიკური რეგლამენტი
ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესი
მუხლი 1🔗. ამოღების წესი
ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (შემდგომში - პროდუქციის) ამოღება წარმოებს შემდეგი წესით:
ა) პროდუქციის ამოღებას ახორციელებს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი თავის სამოქმედო ზონაში:
ა.ა) ორგანოლეპტიკური გამოკვლევით, შენახვის პირობების დარღვევის შედეგად უვარგისად მიჩნეული ან ვადაგასული პროდუქციის გასანადგურებლად;
ა.ბ) თანმხლები სათანადო საბუთის გარეშე არსებული პროდუქციიდან ნიმუშების გასაგზავნად ვარგისიანობაზე ლაბორატორიული გამოკვლევისათვის და ლუქავს პროდუქციას. ნიმუშების ვარგისიანობის შემთხვევაში პროდუქციას უშვებს შემდგომში გამოსაყენებლად;
ბ) სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი პროდუქციის ამოღების თაობაზე ადგენს აქტს, რომელსაც აწერს ხელს პროდუქციის მფლობელთან ერთად.
მუხლი 2🔗. განადგურების წესი
1. ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების განადგურება წარმოებს შემდეგი წესით:
ა) ცოცხალი ცხოველების (ფრინველი, თევზი) - დახოცვითა და შემდეგ დაწვით; დაწვის ადგილის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებისა და ნარჩენების დამარხვით;
ბ) მეცხოველეობის პროდუქტების - სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავების შემდეგ დაწვითა და ნარჩენების დამარხვით;
გ) ცხოველური წარმოშობის ყველა სახის ნედლეულის: ტყავნედლეული, ჯაგარი, ფრთა-ბუმბული, ბეწვეული და სხვა _ დაწვითა და ნარჩენების დამარხვით;
დ) მეორადი ნედლეულის: ცხოველების რქები და ჩლიქები, ნაწლავები, დაკონსერვებული სისხლი, აბრეშუმის ჭუპრი, ნაღველი, ნაღვლის კენჭები - დაწვითა და ნარჩენების დამარხვით;
ე) ცხოველის სპერმა, საინკუბაციო კვერცხი, განაყოფიერებული ქვირითი, ცხოველთა ემბრიონები, ენდოკრინული ნედლეული - დაწვითა და ნარჩენების დამარხვით ან ბეკარის ორმოში მოთავსებით;
ვ) კონსერვების - გაჭყლეტით, შემდეგ დეზინფექციითა და დამარხვით ან ბეკარის ორმოში მოთავსებით;
ზ) ფურაჟისა და უხეში საკვების - დაწვითა და ნარჩენების დამარხვით;
თ) ბიოპრეპარატების, სავაქცინე და საკონტროლო შტამების - თანმხლები ან არსებული დარიგების შესაბამისად, დაწვით ან ბეკარის ორმოში მოთავსებით;
ი) ქიმიურ-ფარმაცევტული და სხვა ვეტერინარული პრეპარატების - დაწვით.
2. დაწვა-დამარხვა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრულ ადგილებში. შესაძლებლობის მიხედვით დაწვა ხორციელდება ასევე საუტილიზაციო ქარხანაში ან სპეციალურ ღუმელში.