ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.10.2005 ძალადაკარგული 31.12.2013
ნომერი
№2-236
სარეგისტრაციო კოდი
340.170.000.22.032.007.784
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 122, 24/10/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.007.784

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-236

2005 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ

“ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიო-ლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების თანდართული წესი.

2. ვეტერინარიის დეპარტამენტმა (ჯ. მაღლაკელიძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და გამოქვეყნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ლ. ბეგიაშვილს.

4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი

ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესი

    მუხლი 1. ამოღების წესი

1. ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (შემდგომში _ პროდუქციის) ამოღება წარმოებს შემდეგი წესით:

ა) პროდუქციის ამოღებას ახორციელებს სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორი თავის სამოქმედო ზონაში:

ა.ა) ორგანოლეპტიკური გამოკვლევით, შენახვის პირობების დარღვევის შედეგად უვარგისად მიჩნეული ან ვადაგასული პროდუქციის გასანადგურებლად;

ა.ბ) თანმხლები სათანადო საბუთის გარეშე არსებული პროდუქციიდან ნიმუშების გასაგზავნად ვარგისიანობაზე ლაბორატორიული გამოკვლევისათვის და ლუქავს პროდუქციას. ნიმუშების ვარგისიანობის შემთხვევაში პროდუქციას უშვებს შემდგომში გამოსაყენებლად.

ბ)  ვეტერინარი ინსპექტორი პროდუქციის ამოღების თაობაზე ადგენს აქტს, რომელსაც ხელს აწერს ვეტერინარი ინსპექტორი და პროდუქციის მფლობელი.

    მუხლი 2. განადგურების წესი

1. ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების განადგურება წარმოებს შემდეგი წესით:

ა) ცოცხალი ცხოველების (ფრინველი, თევზი) _ დახოცვითა და შემდეგ დაწვით; დაწვის ადგილის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებისა და ნარჩენების დამარხვით;

ბ) მეცხოველეობის პროდუქტების _ სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავების შემდეგ დაწვითა და ნარჩენების დამარხვით;

გ) ცხოველური წარმოშობის ყველა სახის ნედლეულის: ტყავნედლეული, ჯაგარი, ფრთა-ბუმბული, ბეწვეული და სხვა _ დაწვითა და ნარჩენების დამარხვით;

დ) მეორადი ნედლეულის: ცხოველების რქები და ჩლიქები, ნაწლავები, დაკონსერვებული სისხლი, აბრეშუმის ჭუპრი, ნაღველი, ნაღვლის კენჭები _ დაწვითა და ნარჩენების დამარხვით;

ე) ცხოველის სპერმა, საინკუბაციო კვერცხი, განაყოფიერებული ქვირითი, ცხოველთა ემბრიონები, ენდოკრინული ნედლეული _ დაწვითა და ნარჩენების დამარხვით ან ბეკარის ორმოში მოთავსებით;

ვ) კონსერვების _ გაჭყლეტით, შემდეგ დეზინფექციითა და დამარხვით ან ბეკარის ორმოში მოთავსებით;

ზ) ფურაჟისა და უხეში საკვების _ დაწვითა და ნარჩენების დამარხვით;

თ) ბიოპრეპარატების, სავაქცინე და საკონტროლო შტამების _ თანმხლები ან არსებული დარიგების შესაბამისად, დაწვით ან ბეკარის ორმოში მოთავსებით;

ი) ქიმიურ-ფარმაცევტული და სხვა ვეტერინარული პრეპარატების _ დაწვით. 

2. დაწვა-დამარხვა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრულ ადგილებში. შესაძლებლობის მიხედვით დაწვა ხორციელდება ასევე საუტილიზაციო ქარხანაში ან სპეციალურ ღუმელში.