ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №433 |
|
2013 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი, მე-5 ნაწილების, 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესი“.
|
| მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 11 ოქტომბრის №2-236 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან. |
|
მუხლი 1. ამოღების წესი
ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (შემდგომში - პროდუქციის) ამოღება წარმოებს შემდეგი წესით: ა) პროდუქციის ამოღებას ახორციელებს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი თავის სამოქმედო ზონაში: ა.ა) ორგანოლეპტიკური გამოკვლევით, შენახვის პირობების დარღვევის შედეგად უვარგისად მიჩნეული ან ვადაგასული პროდუქციის გასანადგურებლად; ა.ბ) თანმხლები სათანადო საბუთის გარეშე არსებული პროდუქციიდან ნიმუშების გასაგზავნად ვარგისიანობაზე ლაბორატორიული გამოკვლევისათვის და ლუქავს პროდუქციას. ნიმუშების ვარგისიანობის შემთხვევაში პროდუქციას უშვებს შემდგომში გამოსაყენებლად; ბ) სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი პროდუქციის ამოღების თაობაზე ადგენს აქტს, რომელსაც აწერს ხელს პროდუქციის მფლობელთან ერთად. მუხლი 2. განადგურების წესი 1. ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების განადგურება წარმოებს შემდეგი წესით: ა) ცოცხალი ცხოველების (ფრინველი, თევზი) - დახოცვითა და შემდეგ დაწვით; დაწვის ადგილის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებისა და ნარჩენების დამარხვით; ბ) მეცხოველეობის პროდუქტების - სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავების შემდეგ დაწვითა და ნარჩენების დამარხვით; გ) ცხოველური წარმოშობის ყველა სახის ნედლეულის: ტყავნედლეული, ჯაგარი, ფრთა-ბუმბული, ბეწვეული და სხვა _ დაწვითა და ნარჩენების დამარხვით; დ) მეორადი ნედლეულის: ცხოველების რქები და ჩლიქები, ნაწლავები, დაკონსერვებული სისხლი, აბრეშუმის ჭუპრი, ნაღველი, ნაღვლის კენჭები - დაწვითა და ნარჩენების დამარხვით; ე) ცხოველის სპერმა, საინკუბაციო კვერცხი, განაყოფიერებული ქვირითი, ცხოველთა ემბრიონები, ენდოკრინული ნედლეული - დაწვითა და ნარჩენების დამარხვით ან ბეკარის ორმოში მოთავსებით; ვ) კონსერვების - გაჭყლეტით, შემდეგ დეზინფექციითა და დამარხვით ან ბეკარის ორმოში მოთავსებით; ზ) ფურაჟისა და უხეში საკვების - დაწვითა და ნარჩენების დამარხვით; თ) ბიოპრეპარატების, სავაქცინე და საკონტროლო შტამების - თანმხლები ან არსებული დარიგების შესაბამისად, დაწვით ან ბეკარის ორმოში მოთავსებით; ი) ქიმიურ-ფარმაცევტული და სხვა ვეტერინარული პრეპარატების - დაწვით. 2. დაწვა-დამარხვა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრულ ადგილებში. შესაძლებლობის მიხედვით დაწვა ხორციელდება ასევე საუტილიზაციო ქარხანაში ან სპეციალურ ღუმელში. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.10.2023.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ“?
- „ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 31.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №433. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.017658.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 17.10.2023-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.10.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ“, №433, 31.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017658 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2188126/