ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 91%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 89%
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №42 |
|
2014 წლის 6 იანვარი ქ. თბილისი |
|
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტი“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 8 აგვისტოს №57 ბრძანება.დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
📎 დანართები (1)
danarti 4 cv-it.doc DOC ⬇
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტი
მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების საგანი
ეს ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) პირებს შორის.
მუხლი 2. ტექნიკური რეგლამენტის მიზანი და ამოცანა
1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანს წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის წესის შემუშავება.
2. ტექნიკური რეგლამენტის ამოცანაა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა სახეობებისა და რაოდენობრივ მახასიათებელთა დადგენა.
მუხლი 3. ძირითად ცნებათა განმარტებანი
ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებული ცნებები ნიშნავს:
ა) „ატმოსფერული ჰაერი“ – ატმოსფერული გარსის ჰაერი, შენობა-ნაგებობებში არსებული ჰაერის გარდა;
ბ) „მავნე ნივთიერება“ – ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე;
გ) „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება“ – ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში ნებისმიერი ნივთიერების გაფრქვევა, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე;
დ) „მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყარო“ – ობიექტი, რომლიდანაც ხდება მავნე ნივთიერებათა გამოყოფა (ტექნოლოგიური დანადგარი, აპარატი და სხვა);
ე) „მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყარო“ – ობიექტი, რომლიდანაც ხდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა (საკვამლე მილი, სავენტილაციო შახტა და სხვა);
ვ) „დაბინძურების წყარო“ – მავნე ნივთიერებათა გამოყოფის ან/და გაფრქვევის წყარო;
ზ) „მავნე ნივთიერებათა ორგანიზებული გაფრქვევა“ – მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სპეციალურად გაკეთებული მოწყობილობებიდან (საკვამლე მილი, სავენტილაციო შახტა და სხვა);
თ) „მავნე ნივთიერებათა არაორგანიზებული გაფრქვევა“ – მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა არამიმართული ნაკადის სახით (დანადგარების ჰერმეტიულობის დარღვევის, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილებში გამწოვი დანადგარების არადამაკმაყოფილებელი მუშაობის და საერთოდ მათი არარსებობის დროს და ა.შ.).
ი) „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის ნორმა“ – ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა მაქსიმალური კონცენტრაცია დროის გარკვეული გასაშუალოებული პერიოდისათვის, რომელიც პერიოდული ზემოქმედებისას ან ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე არ ახდენს მასზე და საერთოდ გარემოზე მავნე ზემოქმედებას;
კ) „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა საშუალო სადღეღამისო ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია“ – ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია, რომელიც განსაზღვრულია დღე-ღამის განმავლობაში აღებული სინჯების კონცენტრაციათა მნიშვნელობების გასაშუალოებით;
ლ) „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა მაქსიმალური ერთჯერადი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია“ – ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა მაქსიმალური კონცენტრაცია, რომელიც განსაზღვრულია 20-30 წუთიან დროის ინტერვალში ერთჯერადად აღებული სინჯების კონცენტრაციათა მნიშვნელობების მიხედვით.
მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის შესახებ
1. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაცია არის სისტემატიზაცია მონაცემებისა დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ტერიტორიაზე განლაგებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა შემადგენლობისა და რაოდენობის შესახებ.
2. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, რომელთაც აქვთ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროები და რომელთა საქმიანობაც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას. დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციას ექვემდებარება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყარო და თითოეული მავნე ნივთიერება. დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაცია ტარდება 5 წელიწადში ერთხელ და მიღებული მასალების შედეგები აისახება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშში (შემდგომში - ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში).
3. ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშს შეიმუშავებს და ხელმოწერით ადასტურებს საქმიანობის სუბიექტი, რომლის საქმიანობის შედეგადაც ხდება დაბინძურების სტაციონარული ობიექტიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა. ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავებას უზრუნველყოფს საქმიანობის სუბიექტი, რომლის საქმიანობის შედეგადაც ხდება დაბინძურების სტაციონარული ობიექტიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, ან მისი დაკვეთით – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ექვემდებარება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან სავალდებულო შეთანხმებას, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ექვემდებარება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილნი არიან ერთი თვის ვადაში შეითანხმონ ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ან შენიშვნებით დაუბრუნონ საქმიანობის სუბიექტს. ამ შეთანხმებული დოკუმენტების გარეშე აკრძალულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა.
5. ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გაუქმება შესაძლებელია საქმიანობის სუბიექტის განცხადების ან ამ დოკუმენტის შეთანხმებაზე უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული არგუმენტაციის საფუძველზე.
6. შეთანხმებული ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გასხვისება ან უფლებამოსილი პირისთვის გადაცემა დასაშვებია დაბინძურების სტაციონარული ობიექტის გასხვისების ან გადაცემის შემთხვევაში, რის თაობაზეც საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს ამ დოკუმენტების შეთანხმებაზე უფლებამოსილ ორგანოს.
7. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის სიმძლავრის ან/და პროფილის შეცვლის, მოხმარებული საწვავის რაოდენობის გაზრდის, არსებული საწვავის სახეობის შეცვლის ან/და დამატებით საწვავის ახალი სახეობის გამოყენების, რეკონსტრუქციის განხორციელებისას ტექნოლოგიურ პროცესში მავნე ნივთიერებათა გამოყოფისა და გაფრქვევის ახალი წყაროების, აგრეთვე აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ჩართვის ან/და არსებულის სხვა პარამეტრებით შეცვლის შემთხვევებში, უკვე შეთანხმებული ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში გაუქმებულად ჩაითვლება და უნდა მოხდეს მისი ხელახალი შემუშავება და შეთანხმება ახალი პირობების გათვალისწინებით.
8. ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის მოქმედების ხუთწლიანი ვადის გასვლის შემთხვევაში საქმიანობის სუბიექტი უზრუნველყოფს მის ხელახალ შემუშავებას და შეთანხმებას შემდგომი ხუთწლიანი მოქმედების ვადით.
9. ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშისთვის საჭირო საწარმოს მიერ მოწოდებული საწყისი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქმიანობის სუბიექტს.
მუხლი 5. ინვენტარიზაციის ჩატარების ტექნიკური რეგლამენტი
1. საწარმოში ინვენტარიზაციას ექვემდებარება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ყველა წყარო, მიუხედავად მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობის და შემადგენლობისა.
2. ინვენტარიზაციის ჩატარებისას უნდა აღირიცხოს ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული ყველა ის მავნე ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება საწარმოს ნებისმიერი დაბინძურების გამოყოფის წყაროებიდან როგორც ორგანიზებული, ასევე არაორგანიზებული გაფრქვევების სახით.
3. საწარმოში ინვენტარიზაციის ჩატარებისას გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობა დგინდება ინსტუმენტული ან საანგარიშო მეთოდების გამოყენებით. გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდის საფუძველია საწარმოდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა სპეციალური გამზომ–საკონტროლო აპარატურის გამოყენებით, ხოლო გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის საანგარიშო მეთოდის საფუძველია საწარმოდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა საანგარიშო მეთოდიკის გამოყენებით.
4. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების რაოდენობის ანგარიში წარმოებს ტექნოლოგიური და აირმტვერდამჭერი მოწყობილობების შესაძლო მაქსიმალური დატვირთვის პირობებისთვის.
5. ინვენტარიზაციის ჩატარებისას პირველ რიგში ხორციელდება საწარმოში არსებული საპროექტო, ტექნიკური და სხვა საწარმოო დოკუმენტაციების გაცნობა, ხოლო შემდგომ ინვენტარიზაციის ობიექტების (წარმოებების, საამქროების, უბნების, ტექნოლოგიური პროცესების, დანადგარების, აირმტვერდამჭერი მოწყობილობების) დეტალური შესწავლა, რის საფუძველზეც დგინდება საწარმოში არსებული ყველა მავნე ნივთიერებათა გამოყოფის და გაფრქვევის წყაროს მახასიათებელი პარამეტრების მნიშვნელობები, აგრეთვე მავნე ნივთიერებათა სახეობები და ატმოსფერულ ჰაერში მათი გაფრქვევების რაოდენობრივი მაჩვენებლები.
6. საინვენტარიზაციო სამუშაოების დამთავრების და მიღებული მასალების დამუშავების შემდეგ წარმოებს საინვენტარიზაციო ფორმების შევსება.
მუხლი 6. ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის სტრუქტურა და გაფორმების ტექნიკური რეგლამენტი
1. ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა მოიცავდეს: სატიტულო ფურცელს, ანოტაციას, სარჩევს, ძირითად ტერმინთა განმარტებას, ძირითად საანგარიშო ნაწილს, ლიტერატურული წყაროების სიას, დანართებს.
2. სატიტულო ფურცელი წარმოადგენს ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის პირველ ფურცელს, რომლის ზედა მარცხენა და მარჯვენა ნაწილში მითითებულია იმ ორგანიზაციების დასახელება და მათი ხელმძღვანელების გვარები, რომლებიც ახდენენ ამ ტექნიკური ანგარიშის შეთანხმებას და დამტკიცებას, შუა ნაწილში – ტექნიკური ანგარიშის დასახელება, ხოლო ქვედა ნაწილში – ამ ანგარიშის შემსრულებელი ორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელის გვარი.
3. ანოტაციის ტექსტი უნდა მოიცავდეს მოკლე მიმოხილვას ჩატარებული სამუშაოს და ძირითადი შედეგების შესახებ.
4. სარჩევი უნდა მოიცავდეს ყველა თავის და ქვეთავის დასახელებას ფურცლების ნომრების მითითებით.
5. ძირითად ტერმინთა განმარტებაში უნდა განიმარტოს ყველა ის ტერმინი, რომელიც გამოყენებული იქნება ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშში.
6. ძირითად საანგარიშო ნაწილი უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) ძირითადი მონაცემები საწარმოს საქმიანობის შესახებ (ცხრილი 1);
ბ) საწარმოს საქმიანობის ტექნოლოგიური პროცესის მოკლე დახასიათება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით;
გ) ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა სახეობები და მათი ძირითადი მახასიათებელი სიდიდეები (ცხრილი 2);
დ) ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობის ანგარიში;
ე) მიღებული შედეგების ანალიზი;
ვ) საწარმოს გენგეგმა მასზე მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროების ჩვენებით.
7. ლიტერატურული წყაროების სია უნდა შეიცავდეს ყველა იმ წყაროს, რომელიც გამოყენებული იქნება ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავებისას.
8. დანართში მოცემული უნდა იყოს საინვენტარიზაციო ფორმები:
ა) მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროების დახასიათება (ფორმა №1);
ბ) მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროების დახასიათება (ფორმა №2);
გ) აირმტვერდამჭერი მოწყობილობების დახასიათება (ფორმა №3);
დ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, მათი გაწმენდა და უტილიზება (ფორმა №4).
9. საწარმო ადგენს ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ორ ეგზემპლარს. პირველი ეგზემპლარი რჩება საწარმოში, ხოლო მეორე ეგზემპლარი და მისი ელექტრონული ვერსია - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში. აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიების ფარგლებში განთავსებული საწარმოებისთვის დგინდება ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ორი ეგზემპლარი. პირველი ეგზემპლარი რჩება საწარმოში, ხოლო მეორე ეგზემპლარი და მისი ელექტრონული ვერსია - აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებში.
მუხლი 7. საინვენტარიზაციო ფორმების შევსების წესები
1. ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად მიღებული მონაცემები შეტანილ უნდა იქნას დანართში წარმოდგენილ საინვენტარიზაციო ფორმებში №1, №2, №3, №4 .
2. საინვენტარიზაციო ფორმების შევსებისას დაცულ უნდა იქნას შემდეგი პირობები:
ა) თითოეული სტრიქონის ყველა სვეტში უნდა ჩაიწეროს ციფრი ან სიტყვიერი აღნიშვნა, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში გაესვას ხაზი;
ბ) სვეტების (სტრიქონების) შევსებისას დაცულ უნდა იქნას მაჩვენებლების სიდიდის სიზუსტე, რომლებიც მითითებულია თითოეული საინვენტარიზაციო ფორმის შევსების წესში.
მუხლი 8. საინვენტარიზაციო ფორმა №1-ის შევსების წესი
1. საინვენტარიზაციო ფორმა №1-ში ასახულია მონაცემები მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროების შესახებ.
2. პირველ სვეტში მიეთითება, თუ რომელ წარმოებას (აგლომერაციული, თბოძალოვანი და ა.შ.) მიეკუთვნება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროები. ამავე სვეტში იწერება საამქროების, უბნების (მოსამზადებელი, საყალიბე და ა.შ.) კონკრეტული დასახელებები.
3. მე-2, მე-3 და მე-4 სვეტებში შესაბამისად აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს ნომერი, დასახელება და რაოდენობა. გაფრქვევის წყაროს ნომერი უნდა აღინიშნოს შემდეგნაირად: გ-1, გ-2, გ-3 და ა.შ.
4. მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 სვეტებში შესაბამისად აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს ნომერი, დასახელება, რაოდენობა, დღე-ღამეში და წელიწადში სამუშაო საათების რაოდენობა. მე-7 სვეტის მონაცემები (განზომილება-ცალი) ნაჩვენები უნდა იყოს მთელ რიცხვებში, ხოლო მე-8 და მე-9 სვეტების მონაცემები (განზომილება-სთ) – მძიმის შემდეგ მეათედი ნიშნის სიზუსტით. მავნე ნივთიერებათა ყველა ორგანიზებულ გამოყოფის წყაროს ეძლევა ნომერი №1-დან №500-მდე, ხოლო ყველა არაორგანიზებულ წყაროს – №500-დან და ა.შ.
5. მე-10 და მე-11 სვეტებში შესაბამისად აღინიშნება მავნე ნივთიერებათა დასახელება და მათი შესაბამისი კოდები.
8. მე-12 სვეტში აღინიშნება გამოყოფის წყაროდან გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა (ტ/წელი) იმის მიუხედავად, გააჩნია თუ არა მას გამწმენდი მოწყობილობები. გამოყოფის წყაროდან გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:
[pic]ტ/წელი,
სადაც:
Cმაქ. – გამოყოფის წყაროს გამოსასვლელში მავნე ნივთიერებათა მაქსიმალური კონცენტრაციაა (გაწმენდამდე), გრ/მ3;
V1 – გამოყოფის წყაროს გამოსასვლელში აირჰაერმტვერნარევის მოცულობაა დროის ერთეულში, მ3/წმ;
t – გამოყოფის წყაროს მუშაობის დროა წლის განმავლობაში, წმ.
9. მე-12 სვეტის მონაცემები მოყვანილ უნდა იქნას მძიმის შემდეგ არანაკლებ მეათასედი ნიშნის სიზუსტით.
მუხლი 9. საინვენტარიზაციო ფორმა №2-ის შევსების წესი
1. საინვენტარიზაციო ფორმა №2-ში ასახულია მონაცემები მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროების შესახებ.
2. პირველ სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს ნომერი.
3. მე-2 და მე-3 სვეტებში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს პარამეტრები, შესაბამისად სიმაღლე და დიამეტრი ან კვეთის ზომა, ხაზობრივი წყაროსთვის მისი სიგრძე. ამ სვეტების მონაცემები (განზომილება-მეტრი) მოყვანილი უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეასედი ნიშნის სიზუსტით.
4. მე-4, მე-5 და მე-6 სვეტებში შესაბამისად აღინიშნება აირჰაერმტვერნარევის სიჩქარე, მოცულობა და ტემპერატურა გაფრქვევის წყაროს გამოსვლის ადგილას ან არაორგანიზებული წყაროს ზედაპირზე. მე-4 სვეტის მონაცემები (განზომილება-მ/წმ) და მე-5 სვეტის მონაცემები (განზომილება-მ3/წმ) მოყვანილი უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეასედი ნიშნის სიზუსტით, ხოლო მე-6 სვეტის მონაცემები (განზომილება – T0C) – მთელ რიცხვებში.
5. მე-7 სვეტში ჩაიწერება მავნე ნივთიერებათა კოდი.
6. მე-8 სვეტში აღინიშნება ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა მაქსიმალური რაოდენობა, რომლის გაანგარიშება ხდება შემდეგი ფორმულით:
[pic]გრ/წმ,
სადაც:
Cმაქ. – გაფრქვევის წყაროს გამოსასვლელში მავნე ნივთიერებთა მაქსიმალური კონცენტრაციაა, გრ/მ3;
V1 – გაფრქვევის წყაროს გამოსასვლელში აირჰაერმტვერნარევის მოცულობაა დროის ერთეულში, მ3/წმ
7. მე-9 სვეტში ჩაიწერება მონაცემები მავნე ნივთიერებათა ჯამური გაფრქვევის შესახებ მთელი წლის განმავლობაში.
8. მე-8 სვეტის მონაცემები (განზომილება-გ/წმ) და მე-9 სვეტის მონაცემები (განზომილება-ტ/წელი) მოყვანილ უნდა იქნას მძიმის შემდეგ არანაკლებ მეათასედი ნიშნის სიზუსტით.
9. მე-10-15 სვეტებში აღინიშნება გაფრქვევის წყაროს კოორდინატები კოორდინატთა პირობით (საწარმო) სისტემაში. საწარმოს კოორდინატთა სისტემაში წერტილოვანი წყაროსთვის მიეთითება X და Y კოორდინატები, ხოლო ხაზოვანი წყაროს (მაგ.: აერაციული ფანარი) ერთი ბოლოსთვის- X1 და Y1, ხოლო მეორე ბოლოსთვის- X2 და Y2 კოორდინატები. ამ სვეტების მონაცემები (განზომილება-მეტრი) მოყვანილ უნდა იქნას მძიმის შემდეგ მეათედი ნიშნის სიზუსტით.
მუხლი 10. საინვენტარიზაციო ფორმა №3-ის შევსების წესი
1. საინვენტარიზაციო ფორმა №3-ში ასახულია მონაცემები აირმტვერდამჭერი მოწყობილობების მუშაობის მაჩვენებლების შესახებ.
2. პირველ, მე-2 და მე-3 სვეტებში შესაბამისად აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს ნომერი, გაფრქვევის წყაროს ნომერი და კოდი.
3. მე-4 სვეტში აღინიშნება აირმტვერდამჭერი მოწყობილობების დასახელება და ტიპი, ხოლო მე-5 სვეტში – მათი რაოდენობა. მე-5 სვეტში მონაცემები (განზომილება-ცალი) მოყვანილ უნდა იქნას მთელ რიცხვებში.
4. მე-6 და მე-7 სვეტებში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციები შესაბამისად გაწმენდამდე და გაწმენდის შემდეგ. ამ სვეტებში მონაცემები (განზომილება-გ/მ3) მოყვანილ უნდა იქნას მძიმის შემდეგ მეათასედი ნიშნის სიზუსტით.
5. მე-8 და მე-9 სვეტებში აღნიშნულია აირმტვერდამჭერი მოწყობილობების საპროექტო და ფაქტობრივი გაწმენდის ხარისხის მნიშვნელობები. საპროექტო გაწმენდის ხარისხის მნიშვნელობა აიღება მოწყობილობის ტექნიკური პასპორტის მიხედვით, ხოლო ფაქტობრივი გაწმენდის ხარისხის მნიშვნელობა განისაზღვრება ფორმულით:
[pic]
სადაც
C1 და C2 – მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციებია შესაბამისად გაწმენდამდე და გაწმენდის შემდეგ (გრ/მ3);
V1 და V2 – აერჰაეროვანი ნარევის ხარჯია დროის ერთეულში შესაბამისად აირმტვერდამჭერი მოწყობილობის შესასვლელში და გამოსასვლელში (მ3/წმ).
6. აირჰაერმტვერნარევის რამდენიმე საფეხურიანი გაწმენდის შემთხვევაში, ფაქტობრივი გაწმენდის ხარისხის საერთო მნიშვნელობა განისაზღვრება ფორმულით:
[pic]
სადაც
[pic] – მიმდევრობით დამონტაჟებული გაწმენდის ცალკეული საფეხურების ფაქტობრივი გაწმენდის ხარისხის მნიშვნელობებია.
მუხლი 11. საინვენტარიზაციო ფორმა №4-ის შევსების წესი
1. საინვენტარიზაციო ფორმა №4-ში ასახულია მონაცემები ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებზე, მათ გაწმენდასა და უტილიზებაზე.
2. პირველ სვეტში აღნიშნულია მავნე ნივთიერებათა კოდი, ხოლო მე-2 სვეტში – დასახელება.
3. მე-3 სვეტში აღნიშნულია საწარმოს ყველა ორგანიზებული და არაორგანიზებული გამოყოფის წყაროებიდან წარმოქმნილი მავნე ნივთიერებათა რაოდენობა, რომელიც ტოლია გამწმენდი მოწყობილობის გვერდის ავლით (ე.ი. გაწმენდის გარეშე, სვ.4) და გამწმენდ მოწყობილობაში მოხვედრილი (სვ.6) მავნე ნივთიერებების რაოდენობის ჯამისა.
4. მე-5 სვეტში აღნიშნულია ორგანიზებული გამოყოფის წყაროებიდან გაწმენდის გარეშე ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებათა რაოდენობა.
5. მე-7 სვეტში აღნიშნულია გამწმენდ მოწყობილობაში დაჭერილი მავნე ნივთიერებათა რაოდენობა, ხოლო მე-8 სვეტში – მათგან სასაქონლო პროდუქციის მისაღებად წარმოებაში დაბრუნებული მავნე ნივთიერებათა რაოდენობა.
6. მე-9 სვეტში აღნიშნულია სულ ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებათა რაოდენობა (სვ.3-სვ.7).
7. მე-10 სვეტში აღნიშნულია მავნე ნივთიერებათა დაჭერის პროცენტის მნიშვნელობა სულ ატმოსფერულ ჰაერში გამოყოფილ მავნე ნივთიერებებთან შედარებით, (სვ.7/სვ.3)X100.
8. მე-3-9 სვეტებში მონაცემები (განზომილება–ტ/წელი) მოყვანილი უნდა იქნეს მძიმის შემდეგ არანაკლებ მეათასედი ნიშნის სიზუსტით, ხოლო მე-10 სვეტში მონაცემები (განზომილება – პროცენტებში) მოყვანილი უნდა იქნეს მძიმის შემდეგ მეასედი ნიშნის სიზუსტით.
9. თუ საწარმოში არ არის აირმტვერდამჭერი მოწყობილობები, მაშინ მე-6, მე-7 და მე-8 სვეტებში გაესმება ხაზი. ამ შემთხვევაში მე-3, მე-4 და მე-9 სვეტების მონაცემები უნდა იყოს ერთმანეთის ტოლი.
დანართი 1
ცხრილი 1. ძირითადი მონაცემები საწარმოს საქმიანობის შესახებ
|ობიექტის დასახელება | |
|ობიექტის მისამართი: |
|ფაქტობრივი | |
|იურიდიული | |
|საიდენტიფიკაციო კოდი | |
|GPS კოორდინატები (UTM WGS 1984 კოორდინატთა სისტემა) | |
|ობიექტის ხელმძღვანელი: |
|გვარი, სახელი | |
|ტელეფონი | |
|ელ-ფოსტა | |
|მანძილი ობიექტიდან უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე | |
|ეკონომიკური საქმიანობის სახე | |
|გამოშვებული პროდუქციის სახეობა | |
|საპროექტო წარმადობა | |
|ნედლეულის სახეობა და ხარჯი | |
|საწვავის სახეობა და ხარჯი (სატრანსპორტო საშუალებების მიერ გამოყენებულის გარდა) | |
|სამუშაო დღეების რაოდენობა წელიწადში | |
|სამუშაო საათების რაოდენობა დღე-ღამეში | |
დანართი 2
ცხრილი 2. ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა სახეობები და მათი ძირითადი მახასიათებელი სიდიდეები
|მავნე ნივთიერებათა |ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია, მგ/მ3 |მავნეობის საშიშროების კლასი |
| |კოდი |მაქსიმალური ერთჯერადი |საშუალო სადღეღამისო | |
|დასახელება | | | | |
|1 |2 |3 |4 |5 |
| | | | | |
| | | | | |
დანართი 3
|წარმოების, საამქროს, უბნის დასახელება |მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს |მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს |მავნე ნივთიერებათა |
|გამოყოფის წყაროს ნომერი |გაფრქვევის წყაროს ნომერი |კოდი |დასახელება |რაოდენობა, ცალი |გაწმენდამდე |გაწმენდის შემდეგ |საპროექტო |ფაქტობრივი |
| | | | | | | | | |
დანართი 6
საინვენტარიზაციო ფორმა №4. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, მათი გაწმენდა და უტილიზება, ტ/წელი
მავნე ნივთიერების |გამოყოფის წყაროებიდან წარმოქმნილი მავნე ნივთიერებათა რაოდენობა (სვ.4+სვ.6) |მათ შორის |გასაწმენდად შემოსულიდან დაჭერილია |სულ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა (სვ.3-სვ.7) |მავნე ნივთიერებათა დაჭერის % გამოყოფილთან შედარებით (სვ.7/სვ.3)X100 | |კოდი |დასახელება | |გაფრქვეულია გაწმენდის გარეშე |სულ მოხვდა გამწმენდ მოწყობილობაში |სულ |მათ შორის უტილიზებულია | | | | | | |სულ |ორგანიზებული გამოყოფის წყაროდან | | | | | | |1 |2 |3 |4 |5 |6 |7 |8 |9 |10 | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | |
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია