საქართველოს იუსტიციის სამინსტროს აღსრულების ეროვნული ბიურო- ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება სს"ქართლგაზი"-ს გაკოტრების შეახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/4388-11
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
25.12.2013 წელი
ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე:ლაშა ქოჩიაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა სს „ქართლიგაზის” გაკოტრების მმართველის განცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ,
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე სს ,,ქართლიგაზის” მიმართ.
სს „ქართლიგაზის” გაკოტრების მმართველმა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ვასილ ხაჭაპურიძემ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას იმაზე მითითებით, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სს „ქართლიგაზის” დებიტორული დავალიანების მოძიება შეწყდა. აუქციონზე ქონების რეალიზაციის შედეგად შემოსულმა თანხამ მთლიანობაში შეადგინა 94 346,55 ლარი.სს „ქართლიგაზის” კრედიტორებისთვის გასანაწილებელი თანხა შეადგენს 35 714,7 ლარს, რომელიც უნდა გადაეცეს მე-4 რიგის უზრუნველყოფილ კრედიტორს სსიპ შემოსავლების სამსახურს.აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე არ მოხდა ერთი ნივთის (ღირებულება 200 ლარი) რეალიზაცია. აღნიშნული ქონება ნატურით გადაეცა მე-4 რიგის კრედიტორს სსიპ – შემოსავლების სამსახურს. სხვა ქონება, რომლიდანაც შესაძლებელია კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილება, საზოგადოებას არ გააჩნია. შესაბამისად, გაკოტრების მმართველი ითხოვს მოწვეულ იქნ ე ს კრედიტორთა კრებაგაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების მიზნით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეულ უნდა იქნ ე ს კრედიტორთა კრება გაკოტრების მმართველის ანგარიშის მოსმენის და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების დღის წესრიგით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნ ე ს სს „ქართლიგაზის” კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. გაკოტრების მმართველის ანგარიშის წარდგენა.
1.2. გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნ ე ს 2014 წლის 20 იანვარს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის #24 სხდომის დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ #6).
3. დაევალოს სს „ქართლიგაზის” გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე:ლაშა ქოჩიაშვილი