1. დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების მიზნების ფორმირების, შემუშავებისა და განხილვის პროცესის საჯაროობა გარდა „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნებისა, დამატებით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
2. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების შემთხვევაში, შესაბამისი თვითმმართველობის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის წინ თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის და მასზე შემდეგი ინფორმაციის განთავსებით:
ა) ინფორმაცია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამკვეთის შესახებ;
ბ) ინფორმაცია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამამტკიცებელი ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ;
გ) ინფორმაცია დასაგეგმარებელი ტერიტორიის საზღვრების და მათი განვითარების სავარაუდო მოსაზრებების და მიზნების შესახებ;
დ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განვითარების სავარაუდო მოსაზრებების და მიზნების შესახებ დაინტერესებული და მესამე პირების მხრიდან მოსაზრებების/შეფასებების მიღების პერიოდი;
ე) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებისათვის წინასაპროექტო კვლევის ჩატარებისათვის შესყიდვის ვადები;
ვ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების განხილვის და დამტკიცების ადმინისტრაციული წარმოების ვადები;
ზ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავებისათვის შესყიდვის ვადები;
თ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვის და დამტკიცების ადმინისტრაციული წარმოების სავარაუდო და შემდგომ დაზუსტებული ვადები.
3. განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებისას იმ შემთხვევაში, როდესაც დასაგეგმარებელი ტერიტორია ხვდება შესაბამისი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საზღვრებში, დასაგეგმარებელ ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის და მასზე შემდეგი ინფორმაციის განთავსებით:
ა) ინფორმაცია განაშენიანების რეგულირების გეგმის დამკვეთის შესახებ;
ბ) ინფორმაცია განაშენიანების რეგულირების გეგმის დამამტკიცებელი ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ;
გ) ინფორმაცია დასაგეგმარებელი ტერიტორიის საზღვრების შესახებ;
დ) საჭიროების შემთხვევაში წინასაპროექტო კვლევის ჩატარების ვადები;
ე) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების განხილვის და დამტკიცების ადმინისტრაციული წარმოების ვადები;
ვ) განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების ვადები;
ზ) განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვის და დამტკიცების ადმინისტრაციული წარმოების სავარაუდო და შემდგომ დაზუსტებული ვადები.
4. განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებისას იმ შემთხვევაში, როდესაც დასაგეგმარებელი ტერიტორიისათვის არ არსებობს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, დასაგეგმარებელ ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის და მასზე შემდეგი ინფორმაციის განთავსებით:
ა) ინფორმაცია განაშენიანების რეგულირების გეგმის დამკვეთის შესახებ;
ბ) ინფორმაცია განაშენიანების რეგულირების გეგმის დამამტკიცებელი ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ;
გ) ინფორმაცია დასაგეგმარებელი ტერიტორიის საზღვრების და მათი განვითარების სავარაუდო მოსაზრებების და მიზნების შესახებ;
დ) განაშენიანების რეგულირების გეგმის განვითარების სავარაუდო მოსაზრებების და მიზნების შესახებ დაინტერესებული და მესამე პირების მხრიდან მოსაზრებების/შეფასებების მიღების პერიოდი;
ე) საჭიროების შემთხვევაში წინასაპროექტო კვლევის ჩატარების ვადები;
ვ) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების განხილვის და გაცემის ადმინისტრაციული წარმოების ვადები;
ზ) განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების ვადები;
თ) განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვის და დამტკიცების ადმინისტრაციული წარმოების სავარაუდო და შემდგომ დაზუსტებული ვადები.
5. მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასა და განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს ამ მუხლის შესაბამისი მოთხოვნები.
მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები, მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრა და მათი ნაწილების საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში შეჭ