1. მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსების პირობების და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის მიზანია:
ა) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსების პირობების დადგენა;
ბ) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობების მაქსიმალურ დასაშვებ სიმაღლე(ებ)სა და ამ შენობ(ებ)იდან მომიჯნავე მიწის ნაკვეთების სამეზობლო საზღვრებამდე მანძილებს შორის ურთიერდამოკიდებულების განსაზღვრა;
გ) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობების მაქსიმალურ დასაშვებ სიმაღლე(ებ)სა და ამ შენობ(ებ)იდან მომიჯნავე ქუჩებთან ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებთან ურთიერდამოკიდებულების განსაზღვრა.
2. მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსების და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის ამ წესით დადგენილი პირობები მოქმედებს, თუ განაშენიანების რეგულირების გეგმებით დასახლებათა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში კონკრეტული მიწის ნაკვეთებისათვის არ არის დადგენილი სხვაგვარი რეგულირება:
ა) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსების პირობების;
ბ) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობების მაქსიმალურ დასაშვებ სიმაღლე(ებ)სა და ამ შენობ(ებ)იდან მომიჯნავე მიწის ნაკვეთების სამეზობლო საზღვრებამდე მანძილებს შორის ურთიერდამოკიდებულების;
გ) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობების მაქსიმალურ დასაშვებ სიმაღლე(ებ)სა და ამ შენობ(ებ)იდან მომიჯნავე ქუჩებთან ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებთან ურთიერდამოკიდებულების.
3. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმით და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებისათვის შესაბამისი რეგლამენტით ასევე შესაძლებელია დადგინდეს ამ თავის 27-ე მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული Y-ის განსხვავებული მნიშვნელობები.
4. ამ თავის მოთხოვნები არ ვრცელდება ნაგებობებზე, მათ შორის:
ა) ანძებსა და კოშკებზე;
ბ) აეროპორტის, საზღვაო პორტის და რკინიგზის ნაგებობებზე;
გ) საჰაერო-საბაგირო გზების ნაგებობებზე;
დ) ჰიდრო-, თბო- და ატომურ ელექტროსადგურებზე, აგრეთვე ელექტროქვესადგურებზე;
ე) ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და თხევადი აირის საცავებზე, ტერმინალებზე;
ვ) ნაპირსამაგრ, ხაზოვან და სხვა სპეციალური დანიშნულების საინჟინრო ნაგებობებზე;
ზ) მონუმენტებზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების განთავსების პირობები და მათი მაქსიმალური სიმაღლეები უნდა განისაზღვროს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6. მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ უნდა იმოქმედოს შემდეგი პრინციპით – თუ შენობები აშენებულია წინამდებარე „განაშენიანების ძირითადი დებულებები”-ს ძალაში შესვლამდე, ამ თავის მოთხოვნების შეუსაბამოდ, მათი რეკონსტრუქციისას დაუშვებელია ამ თავის მოთხოვნათა მიმართ არსებული შეუსაბამობის ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაზრდა. მის შესამცირებლად გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა შესაძლებლობა.
7. იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც წინამდებარე „განაშენიანების ძირითადი დებულებების” ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა, ვრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი რეგულირება.
8. მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსებისას და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრისას, როდესაც კონკრეტულ საკითხს არეგულირებს რამდენიმე ნორმა, რომლებიც ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ სხვადასხვა პირობებს აწესებს, ასეთ შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს ყველა შესაბამისი ნორმის მოთხოვნ