1. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების საზოგადოებრივ სივრცეებში ისეთ შეჭრაზე, რომელიც საჭიროებს საზოგადოებრივი სივრცის მესაკუთრესთან (ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან) შეთანხმებას და ხელშეკრულების საფუძველზე საზოგადოებრივი ტერიტორიით/სივრცით სარგებლობის უფლების მიღებას.
2. დასაშვებია სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობაში შესასვლელი კიბეების მოწყობა გრუნტის ზედაპირიდან ისეთ მიწისპირა სართულამდე, რომლის იატაკის ზედაპირი მდებარეობს გრუნტის ზედაპირს ზემოთ ან პირველ მიწისზედა სართულამდე, მაგრამ არაუმეტეს 4.5 მეტრ სიმაღლემდე, ამასთანავე ტროტუარის კიდის ვერტიკალური წარმოსახვითი სიბრტყიდან პერპენდიკულარული მანძილი ამ კიბეებამდე უნდა იყოს მინიმუმ 1.8 მეტრი.
3. დასაშვებია სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაში ჩასასვლელი კიბეების და ბუნებრივი განათების მოწყობა გრუნტის ზედაპირიდან 2.7 მეტრ სიღრმემდე, თუმცა ტროტუარის კიდის ვერტიკალურ წარმოსახვით სიბრტყიდან პერპენდიკულარული მანძილი ამ კიბეებამდე უნდა იყოს მინიმუმ 1.8 მეტრი.
4. დასაშვებია სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების ქუჩის ან სხვა საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში გრუნტის ზედაპირიდან 2.7 მ-დან 4.5 სიმაღლეზე გადახურვის კონსტრუქციების, ფარდულების, ტენტების, მარკიზების და სხვა მსგავსი ტიპის არქიტექტურული ნაწილების შეჭრა, მაგარამ ტროტუარის კიდის ვერტიკალურ წარმოსახვითი სიბრტყიდან ასეთ არქიტექტურულ ნაწილებამდე პერპენდიკულარული მანძილი უნდა იყოს მინიმუმ 0.6 მეტრი. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საყრდენი სვეტების მოწყობა ისე, რომ ხელი არ შეეშალოს ტროტუარის ფუნქციონირებას.
5. ამ მუხლით განსაზღვრული პირობების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ საზოგადოებრივ ტერიტორიებზე/სივრცეებში, სადაც თვითმმართველობის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს მიერ არის დაშვებულ