შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2197
2013 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმ ად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1119 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხის (6 500 000 ლარი) ფარგლებში, სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილმა საწარმომ – შპს „ სპორტმშენსერვისმა “ (ს/ნ 204878542), 2015 წელს ქ. თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის შესაბამისი საცურაო აუზის ასაშენებლად, საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.პრემიერ- მინისტრი ი. ღარიბაშვილი