„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №2089 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2221
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №2089 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის№2089 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა:
ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1 . მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში– დეპარტამენტი), ,,მესტიის აეროპორტის განვითარებისათვის განსახორციელებელი დამატებითი სამუშაოების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 ოქტომბრის №1984 განკარგულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვისა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებისათვის საჭირო ღონისძიებები დაასრულოს 2014 წელს.”;
ბ) განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება 2013 წელს განხორციელდეს 2013 წლის შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონით დეპარტამენტისათვის გამოყოფილი შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, ხოლო 2014 წელს შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში.” .
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №2089 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №2089 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №2089 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №2089 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2221. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016377.
- სად არის „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №2089 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №2089 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2221, 31.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016377 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2199593/