შპს „თელავის ცენტრალური საავადმყოფოს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016398
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №20

2014 წლის 10 იანვარი

 ქ. თბილისი

შპს „თელავის ცენტრალური საავადმყოფოს“ საქმიანობის ხელშესაწყობად   რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

    1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „თელავის ცენტრალური საავადმყოფო“გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს“ შორის 2012 წლის 27 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.2.3 ქვეპუნქტის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან.

    2.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა –სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალის­წინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ‑მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი