ონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2014 წლის 16 იანვარი ქ. ონი |
|
ა) თუ დიაგნოსტიკური გამოკვლევების და მკურნალობის ხარჯი არ აღემატება 700 ლარს დახმარება განისაზღვრება გაწეული ხარჯების 50%-ის ოდენობით;
ბ) 700-ლარიდან 2000 ლარამდე - დახმარება განისაზღვრება 560 ლარით;
გ) თუ მკურნალობის ხარჯი აღემატება 2000 ლარს - დახმარება განისაზღვრება 700 ლარით.
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) ცნობა სადაზღვევო კომპანიიდან კონკრეტული სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ.
ვ) ცნობა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან.
ა) განცხადება;
ბ) პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;
გ) სამედიცინო დიაგნოზი და ინვალიდობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან
ა) სამ შვილზე - 80 ლარი;
ბ) ოთხ შვილზე - 100 ლარი;
გ) ხუთ შვილზე - 150 ლარი;
დ) ექვს და მეტ შვილზე - 180 ლარი.
ა) განცხადება;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
გ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები.
დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან.
ა) განცხადება;
ბ) ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი.
ა) განცხადება;
ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
ე) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან.
ა) განცხადება;
ბ) შესაბამისი კომისიის აქტი;
გ) ცნობა საცხოვრებელის სახლის საკუთრების შესახებ;
დ) ცნობა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან;
ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
ა) თითოეულ ოჯახზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი შემწეობა 100 ლარის ოდენობით 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით;
ბ) თითოეულ ოჯახს გადაეცემა საშობაო საჩუქარი;
გ) თითოეული ოჯახის წყლის გადასახადისა და დასუფთავების მოსაკრებლის დაფარვა მოხდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
ონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 12 დეკემბრის №23 დადგენილების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის N05 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ჯაფარიძე
დანართი №1ონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი1.
დახმარება გაეწევა ავადმყოფობის ან ტრამვის შედეგად დროებით შრომისუუნარო პირებს, თუ ისინი აუცილებლად საჭიროებენ დიაგნოსტიკური გამოკვლევებს, სტაციონარში მედიკამენტურ მკურნალობას ან/და სასწრაფო ოპერაციას და მათი აღნიშნული მკურნალობის ხარჯებს არ ფარავს სამედიცინო დაზღვევის პოლისი.2.
დახმარების გაცემა მოხდეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით ან აუცილებლობის შემთხვევაში თანხის გადარიცხვა მოხდეს მოქალაქის პირად ანგარიშზე.