არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№03/234
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის

მინისტრის ბრძანება №03/234

2013 წ ლის 24 დეკემბერი

ქ.თბილისი

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

საქართველოს უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული ფასეულობის სამართლებრივი დაცვისუზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 51-ე, 52-ე, 53-ე ე მუხლებისადა „კულტურული მემკვიდრეობის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3პუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ:

 

1 . მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი:

  ა) „თეატრალური უნივერსიტეტის ყოველწლიურ, სტუდენტად კურთხევის ტრადიციის – გრიმის ცხების ცერემონიალს“;

ბ)ქართული პერიოდიკის უწყვეტ ტრადიციის – ლიტერატურულ ჟურნალ „ცისკარს“;

გ) „ლაღიძის წყლების ტექნოლოგიასა და კულტურას“.

 2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვებისდეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების პირველ მუხლში მითითებულიარამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზეასახვა.

 3. ეთხოვოს კულტურული მეკვიდრეობის დაცვის საბჭოს წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა ბრძანებისპირ- ველ მუხლში მითითებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის კატეგორიისგანსაზღვრის თაობაზე.

 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვისვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. № 7).

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმარინე მიზანდარი