ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 20.01.2014
ძალის დაკარგვა 29.01.2015
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.162.016219
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები |
| 2 | სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება ღირებულების 50%-ით |
| 3 | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლამდე) |
| 4 | უდედმამო ბავშვები (16 წლამდე ასაკის) |
| 5 | 95 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა დახმარება |
| 6 | საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები |
| 7 | ა) სამამულო ომის ვეტერანების სადღესასწაულო დახმარება |
| 8 | მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახების დახმარება |
| 9 | ახალშობილთა ოჯახების დახმარება |
| 10 | ოჯახები, რომელთაც სტიქიური უბედურების (ხანძარი, ქარიშხალი, წყალდიდობა და ა. შ.) შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი ფართობის 50% ან მეტი |
| 11 | უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი |
| 12 | სასურსათო პაკეტი მაღალმთიანი რეგიონის (თუშეთი) მუდმივად მცხოვრებთათვის |
| 13 | მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა |
| 14 | ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო სასადილოს დაფინანსება |
| საკრებულოს თავმჯდომარე დავით იმერლიშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 24.01.2013
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2014 წლის 20 იანვარი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აუცილებელ ღონისძიებად მიიჩნევს მუნიციპალური სოციალური პროგრამის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველი ფიზიკური პირები მიიღებენ ფულად და სხვა სახის დახმარებას. პროგრამის განხორციელების მიზანია საერთო სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამა“ (დანართი №1) და ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამის ბიუჯეტი“ (დანართი №2).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 იანვრის №9 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 29/01/2013, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.162.016169).
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საკრებულოს თავმჯდომარედავით იმერლიშვილი
დანართი №1
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამა
მუხლი 1🔗.
პროგრამის სახელწოდება
წინამდებარე პროგრამის სახელწოდებაა ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა“.
მუხლი 2🔗.
პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 3🔗.
პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 282.500 (ორას ოთხმოცდაორი ათას ხუთასი) ლარს.
მუხლი 4🔗.
პროგრამის დაფინანსების წყარო
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 5🔗.
სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები
ა) ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულაა არა უმეტეს 70000;
ბ) ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლის ასაკამდე);
დ) უდედმამო ბავშვები (16 წლის ასაკამდე);
ე) 95 წლის ასაკს გადაცილებული პირები;
ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები;
ზ) მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახები;
თ) ახალშობილთა ოჯახები;
ი) ხანძრით და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა ოჯახები;
კ) უპატრონო მიცვალებული;
ლ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირები;
მ) დიდი სამამულო ომის ვეტერანები;
ნ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრები ოჯახები/პირები;
ო) ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო კვების ობიექტის დაფინანსება.
მუხლი 6🔗.
სოციალური დახმარების ოდენობა
ა) ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის - 100 ლარი;
ბ) ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება - ღირებულების 50 %, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლამდე) - 100 ლარი (საახალწლო კალათი - 50 ლარი, სააღდგომო კალათი - 50 ლარი);
დ) უდედმამო ბავშვები (16 წლამდე) - 100 ლარი (საახალწლო კალათი – 50 ლარი, სააღდგომო კალათი - 50 ლარი);
ე) 95 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დახმარება - 100 ლარი;
ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები - 250 ლარი;
ზ) მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის დახმარება - 100 ლარი;
თ) ახალშობილთა ოჯახის დახმარება - 50 ლარი;
ი) ხანძრით ან/და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება - არა უმეტეს 1000 ლარისა;
კ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი - 200 ლარი;
ლ) დიდი სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და დაკრძალვის სარიტუალო ხარჯები:
ლ.ა. 9 მაისის დღესასწაულისათვის - 200 ლარი;
ლ.ბ. დაკრძალვის სარიტუალო ხარჯისათვის - 250 ლარი;
მ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთში) მცხოვრები ოჯახები - 100 ლარი (სასურსათო პაკეტები საახალწლოდ და სააღდგომოდ - 50-50 ლარი);
ნ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა - 1500 ლარი;
ო) უფასო კვების ობიექტი - 112.500 (ასთორმეტი ათას ხუთასი) ლარი.
მუხლი 7🔗.
სოციალური დახმარების გაცემის წესი
1. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალური დახმარების დროებითი კომისია.
2. სოციალური დახმარების დროებითი კომისიის გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.
3. პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემა თითოეული მუხლის მიხედვით ერთჯერადად ხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
4. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო საბუთების წარმოდგენისას მოქალაქეს საკონსულტაციო დახმარებას უწევს გამგეობის კულტურის, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური, ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს ამოწმებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალურ საკითხთა დროებითი კომისია.
5. ამ დანართით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები ერთჯერადია (ერთ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში გაიცემა მხოლოდ ერთხელ), გარდა მე-6 მუხლის ,,ბ“, ,,ნ“ და ,,ო“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევებისა.
6. პირს (ოჯახს), რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამით გათვალისწინებული ორი ან მეტი სამიზნე ჯგუფისათვის დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვს მიიღოს ყველა შესაბამისი სახეობის დახმარება.
7. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში თანხა გაიცემა კანონიერ წარმომადგენელზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე.
8. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯის გაცემა ხორციელდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელზე, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე.
9. პროგრამით გათვალისწინებული თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
მუხლი 8🔗.
პროგრამის განხორციელების შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგია:
ა) საერთო სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა;
ბ) უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
მუხლი 9🔗.
პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით:
ა) ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები - მუნიციპალიტეტის რწმუნებულები.
მუხლი 10🔗.
პროგრამის შეფასება
განხორციელებული სოციალური პროგრამის ეფექტურობის დადგენის მიზნით 2014 წლის დეკემბერში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა საზოგადოების არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელებს პროგრამის შეფასებას. შეფასებისათვის ძირითადი განმსაზღვრელია შემდეგი კრიტერიუმები:
ა) სოციალური დახმარების პროგრამით მოცული მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით;
ბ) სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა;
გ) დახმარების გაცემის პროცესის სიმარტივე და ოპერატიულობა.
დანართი №2
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამის ბიუჯეტი
№
პროგრამის დასახელება
ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა
სოციალური დახმარების ოდენობა (ლარებში)
ერთ პირზე/ოჯახზე
სულ
1
2
3
4
5
1
ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები
450
100
45.000
2
სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება ღირებულების 50%-ით
არა უმეტეს 1000
60.000
3
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლამდე)
40
საახალწლოდ - 50
2.000
სააღდგომოდ - 50
2.000
სულ - 100
სულ - 4.000
4
უდედმამო ბავშვები (16 წლამდე ასაკის)
15
საახალწლოდ -50
750
სააღდგომოდ -50
750
სულ - 100
სულ - 1.500
5
95 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა დახმარება
15
100
1.500
6
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები
8
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს (26 მაისს) - 250
2.000
7
ა) სამამულო ომის ვეტერანების
სადღესასწაულო დახმარება
25
9 მაისისთვის -200
5.000
ბ) სამამულო ომის ვეტერანთა
სარიტუალო ხარჯები
გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის ფულადი დახმარება - 250
5.000
8
მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახების დახმარება
160
100
16.000
9
ახალშობილთა ოჯახების დახმარება
50
15.000
10
ოჯახები, რომელთაც სტიქიური უბედურების (ხანძარი, ქარიშხალი, წყალდიდობა და ა. შ.) შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი ფართობის 50% ან მეტი
არა უმეტეს 1000
10.000
11
უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი
5
200
1.000
12
სასურსათო პაკეტი მაღალმთიანი რეგიონის (თუშეთი) მუდმივად მცხოვრებთათვის
25
საახალწლოდ - 50
1.250
სააღდგომოდ - 50
1.250
სულ - 100
სულ - 2.500
13
მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა
1.500
14
ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო სასადილოს დაფინანსება
250
112.500
სულ - 282.500