📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 17.01.2014
ძალის დაკარგვა 04.03.2015
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.166.016130
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 586 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.01.2014 მიღება
04.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ      გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2014 წლის 17 იანვარი ქ. გურჯაანი ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ     „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ქ" ქვეპუნატის, „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების `სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,                                           გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2013 წლის 23  იანვრის №8 დადგენილება „ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ".  მუხლი 2🔗 განისაზღვროს ქ. გურჯაანში ერთსაფეხურიანი ზონირება სამ ზონად. 2.1. ცენტრალური ზონა - შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით: თავისუფლების ქუჩა №1-დან კოსტავას ქუჩის გადაკვეთამდე, თაყაიშვილის ქუჩა რუსთაველის ქუჩის გადაკვეთამდე, რუსთაველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, გურამიშვილის ქუჩა, ქმინდა ნინოს ქუჩა, სანაპიროს ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, ვაჟა ფშაველას ქუჩა ახმეტელის ქუჩის გადაკვეთამდე, აღმაშენებლის ქუჩა ფარნავაზის ქუჩის გადაკვეთამდე, ფარნავაზის ქუჩა, კოსტავას ქუჩა, კოსტავას ქუჩა ფარნავაზის ქუჩის გადაკვეთიდან თაყაიშვილის ქუჩის №1-მდე, სარაჯიშვილის ქუჩა ბესიკის ქუჩის გადაკვეთამდე, 9 აპრილის ქუჩა. 2.2. შუალედური ზონა - შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით: ფურცელაძის ქუჩა,  ბელიაშვილის ქუჩa, თავისუფლების ქუჩა, ბარნოვის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა ახმეტელის ქუჩის გადაკვეთიდან ქუჩის ბოლომდე, სიღნაღის ქუჩა, რობაქიძის ქუჩა, მარჯანიშვილის ქუჩა, დუმბაძის, ტაბიძის, ნინოშვილის, კეცხოველის, ერეკლე II–ის, ბარათაშვილის, თბილისის, ჭავჭავაძის, ლეონიძის, ბესიკის, გოძიაშვილის, წერეთლის, ტაბიძის, სააკაძის, გამსახურდიას, სააკაძის, კარდენახის, თუმანიშვილის, მაჩაბლის,  ქეთევან წამებულის, პაიჭაძის, ასათიანის, გაბაშვილის, გოგებაშვილის, ზიარის, გორგასლის, გურჯის, შალიკაშვილის, კუკური ქოროღლიშვილის, ბალახევის, თელავის, სარაჯიშვილის ქუჩა ბესიკის ქუჩის დასაწყისიდან. 2.3. პერიფერიული ზონა - მიეკუთვნება ქალაქის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრამდე: ბერიტაშვილის, ფიროსმანის, ნუცუბიძის, ჯავახიშვილის, ყაზბეგის ქუჩები. ის ქუჩები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ჩამონათვალში, ჩაითვალოს პერიფერიულ ზონაში. მუხლი 3🔗 სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი იანგარიშება ფორმულით:       CN = LMG X ITL X C X K K       3.1. CN _ არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;       3.2. LMg _ არის დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი;       3.3. ITL L _ არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი;        3.4. C _ არის მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი;       3.5. K _ არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი. მუხლი 4🔗 სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული მაკრომდებარეობის ინდექსი განისაზღვროს LMG M G= 0,45. მუხლი 5🔗 ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITLL  შეადგენს:     5.1. ცენტრალური ზონისათვის 1,2–ს     5.2. შუალედური ზონისათვის 1,0–ს     5.3. პერიფერიული ზონისათვის 0,7–ს. მუხლი 6🔗 საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ. დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი შეადგენს C = 0,24. მუხლი 7🔗 დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K = 70 მუხლი 8🔗 დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ქალაქ გურჯაანისთვის:        8.1. ცენტრალური ზონა _ 9,072 ლარი       8.2. შუალედური ზონა _ 7,56 ლარი       8.3. პერიფერიული ზონა _ 5,292 ლარი. მუხლი 9🔗 მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%–ით და შეადგენს 3,78 ლარს. მუხლი 10🔗 დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%–ით და შეადგენს 1,89 ლარს. მუხლი 11🔗 დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%–ით და შეადგენს 3,78 ლარს. მუხლი 12🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ზარდიაშვილი