,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2014 წლის 17 იანვარი ქ. გორი |
,, დანართი №2
კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით უზრუნველყოფის პროგრამა
(ორგანიზაციული კოდი 06 01 02)
კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით უზრუნველყოფა.
1. ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით ( თითოეულ ოჯახზე 2 კბ.მ) უზრუნველყოფილ იქნეს თიღვის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, რომელიც ჩასახლებულია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მოხისის, ახალსოფელის, ბებნისის მეურნეობის, ბრეთის მეურნეობის, საქაშეთის და დოღლაურის, აგრეთვე აგარის, ქ. გორის, ვარიანის მეურნეობის, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარის (ე.წ. „ტელევიზიის I და II კორპუსები“) და ქ. თბილისის დიღმის ტურბაზის ტერიტორიაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა –დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში (გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან ბუნებრივი აირის მიწოდებით).
2. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით მომარაგების მიზნით, თიღვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი, შესაბამისი სახსრების განკარგვის უზრუნველსაყოფად, თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს:
ა) 2014 წლის 15 სექტემბრამდე შექმნას კომისია, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ოჯახისათვის გადასაცემი შეშის მოცულობას (გადასაცემი შეშის მოცულობა ყველა ოჯახისათვის განისაზღვროს თანაბარი ოდენობით);
ბ) 2014 წლის 30 ნოემბრამდე უზრუნველყოფილ იქნეს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახებისათვის სათბობი შეშის მიწოდება.
3. სათბობი შეშის შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 90.0 ათასი ლარის ოდენობით”.
|