აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№187-ს
სარეგისტრაციო კოდი
010340000.31.060.016005
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომის

დადგენილება

ქ. თბილისი

2014 წლის 16 იანვარი

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. 2014 წლის 20 თებერვლამდე ლიკვიდირებულ იქნეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სამსახური (შემდეგში - უფლებების დაცვის სამსახური).

2. შეიქმნას უფლებების დაცვის სამსახურის სალიკვიდაციო კომისია (შემდეგში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

რევაზ გერგედავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი (კომისიის თავმჯდომარე);

ჯემალ ლეთოდიანი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე;

ბესარიონ დანელია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის სახელმწიფო შესყიდვების, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი;

ნინო ღამბაშიძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშსწორების სამსახურის უფროსი - მთავარი ბუღალტერი;

თამაზ სანიკიძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ და საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსი.

3. კომისიამ, უფლებების დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის მიზნით, 2014 წლის 20 თებერვლამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, უფლებების დაცვის სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების სრული ინვენტარიზაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა, ასევე სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა.   

4. 2014 წლის 20 თებერვლიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2006 წლის 7 თებერვლის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო დამცველის აპარატის რეორგანიზაციის შესახებ“.

5. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                                           ე. გვაზავა

თბილისი

16.01.2014 წ.

№187-ს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ“?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.01.2014.
როდის იქნა მიღებული „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ“?
„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ“ მიღებულია 15.01.2014. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №187-ს. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.31.060.016005.
სად არის „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.01.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ“, №187-ს, 15.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 010340000.31.060.016005 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2204167/