განჩინება შპს „გუდვილი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე№2/13628-13
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2014 წლი ს 15 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – მოვალე შპს ,,გუდვილი’’
(საიდენტიფიკაციო ნომერი 206343991)
წარმომადგენელი – გიორგი შევარდნაძე (დირექტორი)
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენლები – ვასილ ხაჭაპურიძე, ნათია სახოკია, თამაზ კიკიანი
მომრიგებელი საბჭოს წევრები 1 – როინ მიგრიაული
2 – ირაკლი დოლბაძე
3 – ზურაბ ძლიერიშვილი
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
2013 წლის 20 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა მოვალე შპს ,,გუდვილის’’ დირექტორმა გიორგი შევარდნაძემ და მოითხოვა შპს ,,გუდვილის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს ,,გუდვილს’’ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 სექტემბრის განჩინებით შპს ,,გუდვილის’’ განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
კრედიტორთა კრებაზე არჩეულ იქნა მომრიგებელი საბჭოს წევრები როინ მიგრიაული, ირაკლი დოლბაძე და ზურაბ ძლიერიშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2014 წლის 13 იანვარს მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილ იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ გადაწყვეტილებას,საქმეში არსებულ მასალებს და მიაჩნია, რომ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად,მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი საკითხები: 1) კრედიტორთა მიერ დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებების განხილვა კრედიტორად აღიარების შესახებ; 2) მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება; 3) მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა .
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2014 წლის 30 იანვარს 10:30 საათზე ,თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, სხდომის დარბაზი №1 ) შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. კრედიტორთა მიერ დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებების განხილვა კრედიტორად აღიარების შესახებ;
1.2. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება;
1.3. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა;
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’,სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზეwww. tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში,კერძო საჩივრით,თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი