„წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №550 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№1008
2013 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
„წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №550 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №550 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების:
1. მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური და საქალაქო ცენტრების მხარდაჭერა და მატერიალურ-ტექნიკური დახმარება, მუნიციპალური სჯდ ცენტრების სპეციალისტთა მიერ წითელას კერების (ოჯახური, სასწავლებელი/სამუშაო და სხვა) შესწავლისა და კონტაქტირებულთა აღრიცხვის უზრუნველსაყოფად, ასევე საჭიროების შემთხვევაში ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ბავშვების სამედიცინო დაწესებულებებში უფასოდ ტრანსპორტირება.“.
2. მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:
„დ) დაევალოს:
დ.ა) მუნიციპალურ სჯდ ცენტრებს სკოლებში აღრიცხვაზე მყოფი ბავშვების აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრულ ინფექციებზე აცრის სტატუსის შესწავლა;
დ.ბ) ცენტრს მიღებული შედეგების ერთიანი ელექტრონული ბაზის ფორმირება;
დ.გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს (შემდგომში - სკოლა) აღნიშნული პროცესისათვის ხელშეწყობა;
დ.დ) სამედიცინო დაწესებულებებს ბავშვის აცრის სტატუსის თაობაზე ინფორმაციის უსასყიდლოდ გაცემა ;
ე) დაევალოს სკოლებს და მუნიციპალურ სჯდ ცენტრებს, ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტის ფარგლებში 14 წლამდე ასაკის არასრულად აცრილი ან აუცრელი ბავშვების და 14 წლის ასაკის ბავშვების (მიუხედავად აცრის სტატუსისა) გამოვლენის შემთხვევაში, მშობლის/სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე, უზრუნველყონ მათგან ორგანიზებული ჯგუფების ჩამოყალიბება სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად, წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაციისათვის.“.
3. მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) არაგეგმიური იმუნოპროფილაქტიკა (2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინით, მათ შორის:
ა.ა) წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია არასრულად იმუნიზებულ 7 წლამდე ასაკის ბავშვთა შორის;
ა.ბ) სამედიცინო პერსონალის წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია;
ა.გ) წითელას სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას, ორგანიზებული კონტაქტების ვაქცინაცია (საცხოვრებელი და სასწავლო/სამუშაო დაწესებულების კონტაქტები), მიუხედავად აცრის სტატუსისა;
ა.დ) ჩატარებული აცრების დარეგისტრირება და ვაქცინირებული პირებისთვის აცრის ჩატარების დამადასტურებელი ცნობის გაცემა;
ა.ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული კონტინგენტების წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია;
ა.ვ) სხვა კონტინგენტის წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია, რომელსაც არსებული ეპიდსიტუაციის ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავს ცენტრი სამინისტროსთან შეთანხმებით;
ბ) „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილების (შემდგომში - საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილება) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებულ (ან მომავალში დარეგისტრირებულ) სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაქცინის ადმინისტრირებისათვის აუცილებელ, კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს, არაგეგმური იმუნოპროფილაქტიკის განხორციელების მიზნით, 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აუნაზღაურდეთ ზემოაღნიშნულ ჯგუფთა აცრა-ვიზიტების მომსახურების ღირებულება;“.
4 . მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამისათვის „იმუნიზაცია“ (პროგრამული კოდი – 35 03 02 02) გათვალისწინებული ასიგნებებიდან 1 მლნ ლარი გამოიყოს შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| № | ღონისძიება | ბიუჯეტი (ათასი ლარი) |
| 1 | წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსება (ვაქცინების, ასაცრელი მასალ-ების შესყიდვა და 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაცია) | 940,0 |
| 2 | საინფორმაციო კამპანიის წარმოება | 60,0 |
|
| მ.შ. ვიდეორგოლის მომზადება | 6,0 |
| სულ: | 1000,0“. |
მუხლი 2 . განკარგულება ძალაშია 2013 წლის 1 აგვისტოდან.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვ ილი