„წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №550 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1976
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016361
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1976

2013 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №550 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №550 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-3 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონის­ძიებების/მოცუ­ლობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილების (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილება) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2013 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაქცინის ადმინისტრირებისათვის აუცილებელ, კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს, აუნაზღაურდეთ არაგეგმიური იმუნო - პროფილაქტიკის განხორციელების მიზნით გაწეული აცრა-ვიზიტების მომსახურების ღირებულება, ხოლო 2013 წლის 10 ნოემბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აცრა-ვიზიტების მომსახურების ღირებულება აუნაზღაურდეთ „2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის #279 დადგენილებით დამტკიცებული იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ცენტრში რეგისტრირებულ (ან მომავალში დარეგისტრირებულ) სამედიცინო დაწესებულებებს და აღნიშნული განკარგულების ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურების (აცრა-ვიზიტი და ექიმის კონსულტაცია) მიმწოდებლად ცენტრში რეგისტრირებულ (ან მომავალში დარეგისტრირებულ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებს;“;

 „ე) მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება ცენტრის მიერ „2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 დადგენილებით განსაზღვრული გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად;“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 10 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი