„წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №550 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1148
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017306
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1148

2014 წლის 26 ივნისი

 ქ. თბილისი

„წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის № 550 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №550 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) დაევალოს სკოლებს და მუნიციპალურ სჯდ ცენტრებს, 14 წლამდე ასაკის არასრულად აცრილი ან აუცრელი ბავშვების და 14 წლის ან უფროსი ასაკის ბავშვების (მიუხედავად აცრის სტატუსისა) გამოვლენის შემთხვევაში, მშობლის/სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე, უზრუნველყონ მათგან ორგანიზებული ჯგუფების ჩამოყალიბება ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად ან სამედიცინო დაწესებულებების მიერ ჩამოყალიბებული გამსვლელი ამცრელი ბრიგადების მეშვეობით, წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაციისათვის.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არაგეგმური იმუნოპროფილაქტიკა (2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინით, მათ შორის:

ა.ა) წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია არასრულად იმუნიზებულ 7 წლამდე ასაკის ბავშვთა შორის;

ა.ბ) სამედიცინო პერსონალის წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია;

ა.გ) წითელას სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას, ორგანიზებული კონტაქტების ვაქცინაცია (საცხოვრებელი და სასწავლო/სამუშაო დაწესებულების კონტაქტები), მიუხედავად აცრის სტატუსისა;

ა.დ) ჩატარებული აცრების დარეგისტრირება და ვაქცინირებული პირებისთვის აცრის ჩატარების დამადასტურებელი ცნობის გაცემა;

ა.ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული კონტი ნ გენტის წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია;

ა.ვ) სხვა კონტი ნ გენტის წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია, რომელსაც არსებული ეპიდსიტუაციის ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავს ცენტრი სამინისტროსთან შეთანხმებით;

ა.ზ) წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის მინიმუმ 1 დოზით ვაქცინაცია 2000-2008 წლებში დაბადებულ მოზარდებში აცრის სტატუსის გათვალისწინებით – აუცრელი მოზარდი აიცრას სულ მცირე 1 დოზა წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინით, ხოლო, არასრულად აცრილმა მოზარდმა უნდა დაასრულოს აცრა;

ა.თ) წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია 1984-1999 წლებში დაბადებულ პირებს შორის, მიუხედავად აცრის სტატუსისა;

 

ბ) „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის № 482 დადგენილების (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის № 482 დადგენილება) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2013 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაქცინის ადმინისტრირებისათვის აუცილებელ, კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს, აუნაზღაურდეთ არაგეგმური იმუნო- პროფილაქტიკის განხორციელების მიზნით გაწეული აცრა-ვიზიტების მომსახურების ღირებულება, ხოლო 2013 წლის 10 ნოემბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აცრა-ვიზიტების მომსახურების ღირებულება აუნაზღაურდეთ „2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის № 279 დადგენილებით დამტკიცებული იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ცენტრში რეგისტრირებულ (ან მომავალში დარეგისტრირებულ) სამედიცინო დაწესებულებებს და ამ განკარგულების ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურების (აცრა-ვიზიტი და ექიმის კონსულტაცია) მიმწოდებლად ცენტრში რეგისტრირებულ (ან მომავალში დარეგისტრირებულ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებს;“.

    

პრემიერ-მინისტრი                              ირაკლი ღარიბაშვილი