საქართველოში წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№273
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 28/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №273

2013 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოში წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები განხორციელდეს:

ა) ქ. თბილისში - „ქ. თბილისში წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №221 განკარგულების შესაბამისად და წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებულ შეზღუდვათა გათვალისწინებით;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ქ. თბილისისა - ამ განკარგულების შესაბამისად.

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით:

ა) დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებებისათვის საჭირო ქმედებების განხორციელება;

ბ) დაევალოს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) უზრუნველყოს საქართველოში სამედიცინო პერსონალის, 7 წლამდე არასრულად იმუნიზირებულ ბავშვთა (გარდა ქ. თბილისისა), და დაავადებულ პირებთან კონტაქტირებულების (გარდა ქ. თბილისისა) ვაქცინაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

გ) ეთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური და საქალაქო ცენტრების მხარდაჭერა და მატერიალურ‑ტექნიკური დახმარება, მუნიციპალური სჯდ ცენტრების სპეციალისტთა მიერ წითელას კერების (ოჯახური, სასწავლებელი/სამუშაო და სხვა) შესწავლისა და კონტაქტირებულთა აღრიცხვის უზრუნველსაყოფად.

3. წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) არაგეგმიური იმუნოპროფილაქტიკა (2013 წლის 31 მაისის ჩათვლით), მათ შორის:

ა.ა) არასრულად იმუნიზირებულ 7 წლამდე ასაკის ბავშვთა წითელა-წითურა-ყბაყურას (შემდგომში – წწყ) ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია (ქ. თბილისის გარდა);

ა.ბ) სამედიცინო პერსონალის წწყ ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია;

ა.გ) წითელას სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას, კონტაქტების ვაქცინაცია (საცხოვრებელი და სასწავლო/სამუშაო დაწესებულების კონტაქტები), მიუხედავად აცრის სტატუსისა (ქ. თბილისის გარდა);

ა.დ) ჩატარებული აცრების დარეგისტრირება და ვაქცინირებული პირებისთვის აცრის ჩატარების დამადასტურებელი ცნობის გაცემა;

ბ) „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილების (შემდგომში - საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილება) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებულ (ან მომავალში დარეგისტრირებულ) სამედიცინო დაწესებულებებს, რომ­ლებიც აკმაყოფილებენ ვაქცინის ადმინისტრირებისათვის აუცილებელ, კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს, არაგეგმიური იმუნოპროფილაქტიკის განხორციელების მიზნით, 2013 წლის 31 მაისის ჩათვლით აუნაზღაურდეთ ზემოაღნიშნულ ჯგუფთა აცრავიზიტები;

გ) არაგეგმიური იმუნოპროფილაქტიკის განხორციელების მიზნით მომსახურების (აცრა-ვიზიტი და ექიმის კონსულტაცია) დაფინანსება განხორციელდეს არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით და მისი ღირებულება განისაზღვროს 1 (ერთი) ლარის ოდენობით;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულება ვალდებულია დასაფინანსებლად ცენტრს წარუდგინოს მხოლოდ არაგეგმიურად (არარუტინული) ჩატარებული აცრა-ვიზიტის მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნა;

ე) მომსახურების ზედამხედველობა განხორციელდება ცენტრის მიერ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილების შესაბამისად „იმუნიზაციის“ პროგრამის ,,ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვის“ კომპონენტისთვის განსაზღვრული პირობებით;

ვ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ადმინისტრირებისათვის საჭირო ფორმებსა და წესს განსაზღვრავს ცენტრი;

ზ) არაგეგმიური იმუნოპროფილაქტიკის ჩასატარებლად, ცენტრის მიერ განხორციელდეს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინისა და უსაფრთხო ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) შესყიდვა კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. შესყიდვის პროცედურისა და ვაქცინების მოწოდების ვადების გათვალისწინებით, უფლება მიეცეს ცენტრს, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად წითელაზე აუცრელი და არასრულად აცრილი მოსახლეობის, კონტაქტში მყოფი პირების და სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციისათვის საჭირო რაოდენობის ვაქცინისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა/შემოტანამდე, გამოიყენოს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რუტინული ვაქცინაციისათვის შესყიდული წწყ ვაქცინები და ასაცრელი მასალები, ხოლო გახარჯული მარაგების შესაბამისი ოდენობები შესყიდულ იქნეს წლის განმავლობაში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამისათვის ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან;

თ) ამ პუნქტის „გ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების შესრულების უზრუნველსაყოფად, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი რესურსების მოძიება განხორციელდეს სამინისტროსათვის ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში;

ი) ცენტრმა ასევე უზრუნველყოს აღნიშნული განკარგულების ამოქმედებამდე არაგეგმიური ვაქცინაციისათვის დაწესებულებების მიერ გახარჯული წწყ ვაქცინისა და ასაცრელი მასალების შესაბამისი ოდენობების შესყიდვა და მიწოდება წლის განმავლობაში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამისათვის ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან;

კ) ეპიდზედამხედველობის გაძლიერება გამონაყარითა და ცხელებით მიმდინარე დაავადებებზე.

4. ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამისათვის ,,იმუნიზაცია“ (პროგრამული კოდი – 35 03 02 02) გათვალისწინებული ასიგნებებიდან 368.0 ათასი ლარი გამოიყოს შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

 

ღონისძიება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა (რუტინული ვაქცინაციისათვის საჭირო მარაგების აღსადგენად)

320,0

2

აცრა-ვიზიტი და ექიმის კონსულტაცია (2013 წლის 31 მაისის ჩათვლით)

48,0

სულ:

368.0

 

5. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31‑ე მუხლის მე‑2 ნაწილის შესაბამისად, სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, განახორციელოს ცვლილებები ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                ბ. ივანიშვილი