„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება №5 |
|
2014 წლის 26 სექტემბერი ქ. თბილისი |
"2. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ტექნიკური პირობები, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე კომისიასა და კონკურსის წესით შერჩეულ ადმინისტრატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია;"
"3.სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით."
"31.სააბონენეტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების მოქმედების ვადა შესაძლოა შეიცვალოს კომისიისა და ადმინისტრატორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე."
"4.სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების მოქმედება წყდება ვადის ამოწურვისთანავე, თუ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი, საკონკურსო წესით, მომდევნო ვადით ვერ მოიპოვებს ამ საქმიანობის განხორციელების უფლებას;"
"5.პორტაბელურობის პროცესის უწყვეტობის მიზნით:
ა) ხელშეკრულების ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, კომისია უზუნველყოფს კონკურსის ჩატარებას სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალიზებული ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევად;
ბ) კომისია უფლებამოსილია სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორთან ურთიერთშეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გააგრძელოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენამდე, ან კონკურსში გამარჯვებულის მიერ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვამდე;"
"ზ) მომსახურება გაუწიოს ელექტრონული საკომუნკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს ამ დებულებით, კომისიასთან და ავტორიზებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებითა და პორტირების მომსახურებისათვის განსაზღვრული ფიქსირებული წლიური საფასურით, რომელიც მოიცავს:
ზ.ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მონაცემთა საოპერაციო ბაზების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან სინქრონიზაციის მომსახურების საფასურს (მთლიანი თანხის 2%) და
ზ.ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების, სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის უზრუნველყოფის მომსახურების საფასურს (მთლიანი თანხის 98%)."
"თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მონაცემთა საოპერაციო ბაზების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან სინქრონიზაციის მომსახურების საფასური და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების, სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის უზრუნველყოფის მომსახურების საფასური გადაანაწილოს ავტორიზებულ პირებზე შემდეგი ფორმულის მიხედვით:
j ოპერატორის მიერ k თვეს ადმინისტრატორისთვის გადასახდელი თანხა გამოითვლება ფორმულით
Y jk = X jk – Xjk-1 (k=1..12), X j 0 =0
სადაც
ა) X jk = 0.02 * Uk/Mk + 0.98 * Uk*nkj / Nk, თუ Nk≠ 0 და 0.98 * Uk/Nk ≤ 7
სხვა შემთხვევაში:
ბ) X jk = 0.02 * Uk/Mk + 7 * nkj + (0.98 * Uk – 7 * Nk) * lkj/Lk
სადაც
k იცვლება 1-დან 12-მდე და ასახავს თვის რიგით ნომერს კალენდარულ წელში (იანვარი - 1, თებერვალი - 2, ...)
j იცვლება 1-დან M-მდე და ასახავს ოპერატორის პირობით ინდექსს, სადაც M არის კალენდარული წლის მანძილზე სულ პორტირების სისტემაში ჩართული ოპერატორების რაოდენობა
X jk - k-ურ თვეს j ოპერატორის მიერ ნაზარდი ჯამით გადასახდელი თანხა (k=1..12)
Mk - k თვეს პორტირების სისტემაში ჩართული ოპერატორების რაოდენობა
Nknkj − j ოპერატორის მიერ 1..k თვეებში სულ პორტირებული ნომრების რაოდენობა
Lk - k თვის მდგომარეობით გაცემული ნუმერაციის რესურსის ოდენობა
lkj − k თვის მდგომარეობით j ოპერატორის საკუთრებაში არსებული ნუმერაციის რესურსის ოდენობა
T - ადმინისტრატორისთვის კალენდარული წლის მანძილზე ჯამური გადასახდელი თანხა შესაბამის ვალუტაში
αk - ვალუტის კურსი k თვეში ლართან მიმართებაში
Uk = (α1 + α 2 + . . . + α k) * T/12 - ნაზარდი ჯამით k თვისთვის (ჩათვლით) ადმინისტრატორისთვის ოპერატორების მიერ გადასახდელი ჯამური თანხა ლარებში;
|