„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 |
|
2023 წლის 28 ივლისი ქ. ბორჯომი |
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
1. განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი და დადგინდეს შემდეგი განაკვეთები:
ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის:
ა.ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის და სასოფლო-სამეურნეო ნაგებობებისთვის – 3 ლარი;
ა.ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის, კომერციული დანიშნულების ობიექტებისთვის (მათ შორის სასტუმრო, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი, სავაჭრო, გასართობი, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი და ა.შ) – 10 ლარი;
ა.გ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტისთვის – 11 ლარი;
ბ) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ თითოეული გრძივი მეტრისათვის – 1 ლარი;
გ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისათვის განისაზღვროს 50 ლარით, III კლასის ობიექტებისათვის – 200 ლარით, ხოლო IV კლასის ობიექტებისათვის – 400 ლარით.
2. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი:
ა) პირველი კლასის შენობა-ნაგებობები – 500 (ხუთასი) ლარი;
ბ) მეორე კლასის შენობა-ნაგებობები – 1500 (ათას ხუთასი) ლარი;
გ) მესამე კლასის შენობა-ნაგებობები – 3000 (სამი ათასი) ლარი;
დ) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობები – 4000 (ოთხი ათასი) ლარი.
3. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის ოდენობა გამოანგარიშდეს ფორმულით:
L
X= — (K21 – K2)S
K2
სადაც:
ა) x არის მოსაკრებლის ოდენობა;
ბ) L არის 1კვ.მ მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი;
გ) K21 არის მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე მისანიჭებელი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;
დ) K2 არის მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;
ე) S არის სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართობი.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.07.2023.
- როდის იქნა მიღებული „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 28.07.2023. მიმღები ორგანო — ბორჯომის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №31. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.139.016523.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.07.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №31, 28.07.2023, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.139.016523 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.07.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5878628/