მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2014 წლის 23 იანვარი ქ. მარნეული |
|
2. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საკუთრების მიწაზე და ობიექტებზე, გარე რეკლამის განთავსება განხორციელდეს რეკლამის გამავრცელებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გზით.
3. დაინტერესებული პირის მიერ რეკლამის გავრცელებაზე მოთხოვნა (განცხადება) წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგეობას.
ა) რეკლამის გამავრცელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელი თანხის ოდენობას, გადახდის ვადას და წესს;
ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას;
გ) მხარეთა ვალდებულებებს;
დ) ხელშეკრულების მოშლის პირობებს;
ე) კონკრეტული ურთიერთობიდან გამომდინარე დადგენილ სხვა პირობებს;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მონაცემებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით გაფორმებული ხელშეკრულება არ განაპირობებს მიწის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის შეცვლას და არ ანიჭებს რეკლამის გამავრცელებელ პირს გარე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა გარდა სხვა ქმედებათა განხორციელების უფლებამოსილებას.
2. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, თუ მხარეთა შეთანხმებით არ მოხდა მისი მოქმედების ვადის გაგრძელება, გამგეობის მოთხოვნის საფუძველზე, რეკლამის გამავრცელებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით მოახდინოს გარე რეკლამის დემონტაჟი.
3. პირები, რომლებსაც ამ წესის ამოქმედების მომენტისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული აქვთ გარე რეკლამა, ვალდებულნი არიან ამ წესის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოახდინონ მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება ან მისი დემონტაჟი საკუთარი სახსრებით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
2. საკითხები, რომელიც განსაზღვრული არ არის ამ წესით, რეგულირდება „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.01.2017.
- როდის იქნა მიღებული „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 23.01.2014. მიმღები ორგანო — მარნეულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.159.016138.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 10.01.2017-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.01.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“, №6, 23.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.159.016138 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.01.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2214972/