საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 11/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 13

2013 წლის 11იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემ ისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მიმართ დაშვებულ იქნეს გამონაკლისი და მიეცეს თანხმობა, რომ 2013 წლისათვის:

ა) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აპარატზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 82ერთეულით, მათ შორის : ცენტრალურ აპარატში არაუმეტეს 12ერთეულით, ხოლო პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურში არაუმეტეს 70ერთეულით . ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აპარატის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურის საშტატო ნუსხის დამტკიცებისას საშტატო რიცხოვნობა შემცირდეს 43 ერთეულით, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონ ში ცვლილების შეტანის თაობაზე“საქართველოს კანონ ში ასახოს „ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში“ პროგრამისათვის გათვალისწინებული მომუშავეთა რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების მუხლის ასიგნებების შესაბამისი ცვლილება ;

ბ ) სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა და შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 50 ერთეულით, ხოლო საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა - შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის არაუმეტეს 40 %-ით, საკუთარი შემოსავლების ხარჯზე;

გ ) სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 140 ერთეულით ;

დ ) სსიპ - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება ერთდროულად გააფორმოს არაუმეტეს 4 1 შტატგარეშე  მომუშავესთან.

2 . ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                             ბ . ივანიშვილი