„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25 ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის №137 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№452
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 15/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №452

2012 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

 „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25‑ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის №137 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25‑ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის №137 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25‑ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25‑ე მუხლის მე‑7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ დაშვებულ იქნეს გამონაკლისი „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25‑ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე და მიეცეთ თანხმობა, რომ 2012 წელს:

ა) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 10 (ათი) ერთეულით;

ბ) სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 100 (ასი) ერთეულით;

გ) სსიპ – საქართველოს ახალგაზრდობის სახლში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 140 (ას ორმოცი) ერთეულით.“.

 პრემიერ‑მინისტრი                                                                     ნ. გილაური