განჩინება შპს „გიორგი“-ს გაკოტრების მმართველის დანიშვნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/17866-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/17866-13

განჩინება

საქართველოს სახელით

 

2014 წლი 22 წლის იანვარი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი – შპს ,,გიორგი’’

(საიდენტიფიკაციო კოდი 201946225)

დირექტორი – ნუგზარ წიქვაძე

წარმომადგენელი – ცირა მაისურაძე

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – თამაზ კიკიანი

 

მოთხოვნა – გაკოტრების მმართველის დანიშვნა

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების მმართველის დანიშვნის საკითხი და

გამოარკვია:

2013 წლის 5 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა მოვალე შპს ,,გიორგის’’ წარმომადგენელმა ცირა მაისურაძემ და მოითხოვა შპს ,,გიორგის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს ,,გიორგის’’ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 დეკემბრის განჩინებით განცხადება მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), კრედიტორთა პირველი კრება მოწვეული იქნა 2014 წლის 22 იანვარს 11:00 საათზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6, დარბაზი №29). დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.

 

ამავე კანონის 27-ე მუხლის 21-ე ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.

37-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

მოცემულ შემთხვევაში კრედიტორთა მიერ არ იქნა წარმოდგენილი მმართველის კანდიდატურა, სასამართლომ ზ/აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე გაკოტრების მმართველად დანიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284, 285-ე მუხლებით

:

1.  გაკოტრების მმართველად დაინიშნოს აღსრულების ეროვნული ბიურო.

2. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3.  განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გამოყვეყნებიდან  5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

 მოსამართლე                                     თამარ ჭუნიაშვილი