გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (გლუკი) მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ავტომანქანის გადმოცემასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №585
2013 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (გლუკი) მიერ ს აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო სათვის ავტომანქანის გადმოცემასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
1. ნება დაერთოს ს აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ს „საქართველოს 201 3 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 3 435 (სამი ათას ოთხას ოცდათხუთმეტი) ლარი მიმართოს,გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (გლუკი) მიერ ს აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო სათვის ავტომანქანის გადმოცემასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გადახდისათვის.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განახორ -ციელოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი