გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (გლუკი) მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ავტომანქანების გადმოცემასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №238
2012 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ( გლუკი) მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ავტომანქანების გადმოცემასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
1 . ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „საქართველოს2012წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი მიმართოს გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ( გლუკი) მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ავტომანქანების გადმოცემასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გადახდისათვის.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად შეიტანოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.
პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური