საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატისთვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№673
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 28/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №673

2013 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატისთვის„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების შესახებ  

„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქა რთ ვე ლოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის ა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად,

  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამი ნისტროს ცენტრალური აპარატისთვის დაშვებულ იქნეს გამონაკლისი და არ გავრცელდეს:

ა)„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქარ თვე ლოს კანონის 23 -ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა გან ი საზღვროს არა უმე ტეს 63 ერთეულით;

ბ) ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვის პროგრამის“ (პროგრამული კოდი – 35 04) ფარგლებში შტატგარეშე მომუშავეთა (3 ერთეული) საშუალო შრომის ანაზღაურება განისაზღვროს არაუმეტეს 1 300 ლარის ოდენობით.

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატისთვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 იანვრის N5 2 განკარგულება.  

განკარგულება ძალაშია 2013 წლის 1 ივლისიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                             ბიძინა ივანიშვილი