საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №421
2013 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ათვის – სოციალური მომსახურების სააგენტოსა თვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების შესახებ
„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის ა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - სოციალური მომსახურების სააგენტოზე დაშვებულ იქნეს გამონაკლისი და არ გავრცელდეს:
ა) „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 23-ე მუხლი ს პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ი შეზღუდვ ა და მიეცეს თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა „სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვა“ (პროგრამული კოდი - 35 01 04) პროგრამის ფარგლებში განისაზღვროს არაუმეტეს 35 ერთეულით, ხოლო საკუთარი შემოსავლების ფარგლებში 2013 წლის 1 ივლისამდე - არაუმეტეს 50 ერთეულით;
ბ) „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 23-ე მუხლი ს პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ი შეზღუდვ ა და მიეცეს თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა „სოციალური დახმარებების“ (პროგრამული კოდი - 35 02 02) პროგრამის ფარგლებში 2013 წლის 1 ივლისამდე განისაზღვროს არაუმეტეს 484 ერთეულით;
გ) „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა „მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა“ (პროგრამული კოდი 35 03 05) პროგრამის ფარგლებში, განისაზღვროს არაუმეტეს 200 ერთეულით;
დ) „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 23-ე მუხლი ს მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ი შეზღუდვ ა და მიეცეს თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება 2013 წლის 1 ივლისამდე განისაზღვროს არაუმეტეს 850 ლარის ოდენობით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ათვის – სოციალური მომსახურების სააგენტოსა თვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N190 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი