საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №372
2013 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, იაპონიაში, ქ. ტოკიოში, 2013 წლის 12-15 სექტემბერს JATA World Tourism Forum and Travel Showcase საერთაშორისო გამოფენა-ბაზარზე საქართველოს სრულყოფილად პოზიციონირებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გა სა ფორმებ ე ლი ხელშეკრულებ ებ ის მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნილი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით ა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ- მინისტრი ბ . ივანიშვილი