საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №154
2009 წლის 3 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსების შესახებ
1. 2008 წლის 7 აგვისტომდე აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში, ასევე უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ საქართველოში 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გაადგილებულ სტუდენტთა 2008-2009 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში გამოყოს შესაბამისი თანხა, არაუმეტეს 720 000 (შვიდას ოცი ათასი) ლარისა (მათ შორის, არაუმეტეს 600 000 ლარისა – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატისა და უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის, ხოლო არაუმეტეს 120 000 ლარისა – მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური