ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპის - ტესტირების ჩატარების დროებითი წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1536
2014 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპის – ტესტირების ჩატარების დროებითი წესის შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე:
1. 2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპის – ტესტირების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტებმა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი მომსახურება შეისყიდონ არჩევანისამებრ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისაგან ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისაგან.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყონ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება მუნიციპალიტეტებისათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დამტკიცებული ტესტირებების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტებმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტესტირების ჩატარების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპის - ტესტირების ჩატარების დროებითი წესის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპის - ტესტირების ჩატარების დროებითი წესის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.09.2014.
- როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპის - ტესტირების ჩატარების დროებითი წესის შესახებ“?
- „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპის - ტესტირების ჩატარების დროებითი წესის შესახებ“ მიღებულია 05.09.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1536. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017663.
- სად არის „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპის - ტესტირების ჩატარების დროებითი წესის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.09.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპის - ტესტირების ჩატარების დროებითი წესის შესახებ“, №1536, 05.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017663 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2508690/