საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №806
2016 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და ვოლტერ რიდის არმიის კვლევით ინსტიტუტს (WRAIR) შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტის პროექტი – ცენტრის ფუნქციონირების ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო დოკუმენტში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო დოკუმენტის მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდეგ გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი