საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2352
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022574
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2352

2016 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის თაობაზე

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს (CDC USA) შორის გასაფორმებელი საგრანტო პროექტი: „ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება გლობალურად: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერება ეპიდზედამხედველობის და კვლევითი შესაძლებლობების გზით საქართველოში“ (თემებზე: ,,მიკრონუტრიენტთა დეფიციტის ზედამხედველობის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ და „C ჰეპატიტის ვირუსის გენეტიკური მახასიათებლები: შედეგები და მათი როლი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებაში“).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო დოკუმენტში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო დოკუმენტის მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდეგ გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი