საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №417
2017 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის თაობაზე
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს (CDC USA) შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტი თემაზე: სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამა; იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის შესაძლებლობების გაძლიერება; ენტეროვირუსული ზედამხედველობის დამყარება საქართველოში; რესპირატორულ დაავადებებზე ზედამხედველობა; მოლეკულური გენოტიპირების ტექნიკის ლაბორატორიული შესაძლებლობების დანერგვა, ვაქცინებით მართვადი დაავადებების ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით; საქართველოში ტუბერკულოზის ეპიდზედამხედველობის გაძლიერება; საქართველოში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგგდ) ზედამხედველობის გაუმჯობესება; საქართველოში ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთვის შემფასებელი ეპიდზედამხედველობის გაძლიერება; ლაბორატორიების ხარისხის კონტროლის ეროვნული პროგრამის შექმნა და დანერგვა საქართველოში; იძულებით გადაადგილებულ პირებში C ჰეპატიტის სკრინინგი.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო დოკუმენტში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო დოკუმენტის მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება, გარდა გრანტის მიღების მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების ცვლილებისა, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდგომ, გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი