საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№903
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019103
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №903

 2015 წლის 1 მაისი

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე

„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს (CDC USA) შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე დაფინანსებული „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთობლივი შეთანხმების“ საგრანტო პროექტი (თემებზე: 1. სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამა. 2. იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის შესაძლებლობების გაძლიერება. 3. რესპირატორულ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა. 4. დიარეულ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა. 5. ზოონოზურ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა. 6. სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის გაძლიერება − პილოტური პროექტი: საქართველოში სენტინელური ზედამხედველობის განვითარება. 7. სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ტუბერკულოზის ეპიდზედამხედველობის გაძლიერება მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომის პილოტირებით.  8. C ჰეპატიტის პრევალენტობის პოპულაციური კვლევა საქართველოში).

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი