საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2373
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020261
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2373

2015 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს (CDC USA) შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე დაფინანსებული „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან ერთობლივი შეთანხმება“ საგრანტო პროექტი (თემებზე:              ა)  სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამა; ბ) იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის შესაძლებლობების გაძლიერება; გ)  ენტეროვირუსული ზედამხედველობის დამყარება საქართველოში; დ) რესპირატორულ დაავადებებზე ზედამხედველობა, ე)  დიარეულ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა,     ვ) მოლეკულური გენოტიპირების ტექნიკის ლაბორატორიული შესაძლებლობების დანერგვა, ვაქცინებით მართვადი დაავადებების ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით; ზ) საქართველოში ტუბერკულოზის ეპიდზედამხედველობის გაძლიერება; თ) საქართველოში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგგდ) ზედამხედველობის გაუმჯობესება; ი) საქართველოში ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთვის შემაფასებელი ეპიდზედამხედველობის გაძლიერება).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო დოკუმენტში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო დოკუმენტის მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდეგ გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                             ი. ღარიბაშვილი