ცხენოსნობაში 2013-2014 წლების მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო შეჯიბრების ჩატარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№429
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 17/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №429

2013 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

ცხენოსნობაში 2013-2014 წლების მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო შეჯიბრების ჩატარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. 2013 წლის 23-26 მაისს, ქ. თბილისში, ცხენოსნობაში 2013-2014 წლების მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო შეჯიბრების ჩატარების მიზნით, ა(ა)იპ - საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ , აღნიშნულ შეჯიბრებაში მონაწილეობისათვის უზრუნველყოს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან 4 (ოთხი)ცხენის შემოყვანა.

2.„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N426 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის ა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამონაკლისის წესით , ექსპორტიორ ქვეყანაში კონტროლის განხორციელების გარეშე,  გასცეს ნებართვა, ა(ა)იპ - საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცხენების საქართველოში შემოყვანაზე, 2013 წლის 20-30 მაისის პერიოდში.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                  ბ . ივანიშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ცხენოსნობაში 2013-2014 წლების მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო შეჯიბრების ჩატარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ცხენოსნობაში 2013-2014 წლების მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო შეჯიბრების ჩატარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.05.2013.
როდის იქნა მიღებული „ცხენოსნობაში 2013-2014 წლების მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო შეჯიბრების ჩატარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
„ცხენოსნობაში 2013-2014 წლების მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო შეჯიბრების ჩატარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 17.05.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №429. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
სად არის „ცხენოსნობაში 2013-2014 წლების მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო შეჯიბრების ჩატარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.05.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ცხენოსნობაში 2013-2014 წლების მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო შეჯიბრების ჩატარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №429, 17.05.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.05.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2221962/