საქართველოში 2007 წლის დიასპორის წლად გამოცხადებისა და ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №201
2007 წლის 9 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოში 2007 წლის დიასპორის წლად გამოცხადებისა და ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოში 2007 წლის დიასპორის წლად გამოცხადებისა და „ქართული დიასპორის დღის“ დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 თებერვლის №127 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოში 2007 წლის დიასპორის წლად გამოცხადებისა და ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ 25-28 მაისის ღონისძიებათა თანდართული პროგრამა.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) უზრუნველყოს „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში 171 000 (ას სამოცდათერთმეტი ათასი) ლარის გამოყოფა პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დასაფინანსებლად.
3. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (გ. ხევიაშვილი) განკარგულების შესასრულებლად სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დანართი
საქართველოში 2007 წლის დიასპორის წლად გამოცხადებისა და ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ 25-28 მაისის ღონისძიებათა პროგრამა
| № | ღონისძიების დასახელება | ღონისძიების გამართვის ადგილი | ღონისძიების გამართვის დრო | პასუხისმგებელი დაწესებულება |
| 1 | საერთაშორისო ფორუმის „საქართველო და დიასპორა“ მონაწილე უცხოეთში მცხოვრები 120 თანამემამულის მიღება-მასპინძლობა მსოფლიოს 40 ქვეყნიდან | თბილისი | 25-28 მაისი | ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია |
| 2 | ფორუმის მონაწილეთა ჩართვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში | თბილისი | 26 მაისი | ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო |
| 3 | ფორუმის მონაწილეების მიღება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან | თბილისი, საქართველოს საპატრიარქო | 26 მაისი | ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო |
| 4 | საერთაშორისო ფორუმი „საქართველო და დიასპორა“ (150 დელეგატი, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები 120 თანამემამულე) | თბილისი, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“ | 27 მაისი | ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო |
| 5 | უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის შექმნილი საინფორმაციო საიტის www.diaspora.ge პრეზენტაცია | თბილისი, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“ | 27 მაისი | ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო |
| 6 | საზღვარგარეთ ქართული დიასპორის ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო ექსპოზიცია სახელწოდებით „ჩვენი დიასპორა“ | თბილისი, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“ | 27 მაისი | ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო |
| 7 | ფორუმის საიუბილეო ატრიბუტიკა, მოსაწვევები, ღონისძიებების პროგრამა, ლოგო, დროშები |
| მაისი | ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო |
| 8 | ღონისძიებების ფოტო-ვიდეო გადაღება | თბილისი | 25-28 მაისი | ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო |
| 9 | საერთაშორისო ფორუმის „საქართველო და დიასპორა“ ამსახველი ალმანახის მომზადება და ბეჭდვა (ტირაჟი 300 ცალი) |
| ივნისი | ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო |